"იბერიის" შემდეგ - ნაკრები - კვირის პალიტრა

"იბერიის" შემდეგ - ნაკრები

"უეფას ფუტსალის თასის" ელიტრაუნდის შემდეგ, თბილისის სპორტის სასახლე ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.20 ოქტომბრიდან საქმეში საქართველოს, სომხეთის, მოლდავეთისა და მალტის ნაკრებები ჩაებმებიან და პირველობისთვის იბრძოლებენ.

საკლუბო დონეზე სპორტის სასახლე ჩვენთვის იღბლიანია - თბილისის "იბერია სტარმა" უეფას თასის ელიტრაუნდში ქვეჯგუფში მოპოვებული პირველი ადგილით გააღწია და იმედია, წარმატებულ სვლას ეროვნული ნაკრებიც გააგრძელებს. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 20 ოქტომბერს, სომხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, 21-ში მალტას შეხვდება, 23-ში კი - მოლდავეთს.