დაგვიბრუნეთ ფორვარდი - კვირის პალიტრა

დაგვიბრუნეთ ფორვარდი

რუნი ევროპის გარეშე რჩება?

ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ უეინ რუნის მძიმე დრო უდგას. რამდენიმე დღის წინ, გარიგებულ მატჩებთან კავშირის ბრალდებით ფეხბურთელის მამა და ბიძა დააკავეს, თავად უეინს კი "ევრო-2012"-ის ჯგუფური ეტაპის მატჩების გამოტოვების საფრთხე ემუქრება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ინგლისის ნაკრები მაკედონიას ესტუმრა და ფრედ - 2:2 ითამაშა. მატჩის 73-ე წუთზე რუნიმ უხეშად მოცელა მასპინძელთა მცველი მიოდრაგ ჯუდოვიჩი, რისთვისაც მყისვე დაიმსახურა წითელი ბარათი და მოედანი დატოვა.

მოგვიანებით ფეხბურთელმა უეფას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და სთხოვა, რადგან განზრახ არ მიუხეშია, იქნებ ძალაში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დატოვოთო, მაგრამ... სადისციპლინო კომიტეტი შეუვალი გახლდათ, თავდამსხმელს სამმატჩიანი  სასჯელი გაუშანშალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უეინს "ევრო-2012"-ის ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა უკრაინა-პოლონეთის მინდვრების "დაგემოვნების" შანსი, თუ ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან გავა.