ბლოგერები
სურამელის ბლოგი
სურამი მიწიერი სამოთხეა - ძველი ბერძენი მოგზაური.
რა აქვს საერთო რუსულ პროპაგანდასა და მაია ასათიანს?
ვიდრე ვიზალიბერალიზაციას მოგვცემდნენ, სულ იმას ვწუხდი, ევროპის მამებმა ემანდ მაია ასათიანის "პროფილს" არსად მოკრან თვალი, თორემ დაგვრჩება უკან ევროკავშირიც და შენგენის ზონაც-მეთქი, ჩემი შიში უსაფუძვლო რომ არ ყოფილა, 2 თებერვალს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი
03-02-2017
დაწვრილებით...
შემდეგი გაჩერება ახმეტა! - მადლობა მთავრობას! მეტრო, ნავსადგური, აეროპორტი... ისე გაგვიკეთეთ, ვერც კი გავიგეთ!
2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო №22 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები.
10-12-2016
დაწვრილებით...
პრეზიდენტო ტრამპ, დაასაქმე მიშა, please!
მოკლედ, საქართველოში ტრამპს მეგობარ-მყვარებელი ცოტა აშკარად არ ჰყავს, მაგრამ მასთან მეგობრობის აფიშირებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილს მართლაც ვერავინ შეედარა, ეს იყო ნამდვილად შეძრომაი საკვირველი!..
14-11-2016
დაწვრილებით...
რა საერთო აქვს ატამბაევსა და თარხან-მოურავს? -  პუტინის სიყვარულითა და მასონური  ქათმის ფრთების სიძულვილით გამორჩეულები
მომდევნო ვიზიტით ვინ გვსტუმრობს არ ვიცი, მაგრამ, იმედი მაქვს არ იტყვის, დიდგორის ომი დავით აღმაშენებლის პროვოცირებული იყოო!
14-10-2016
დაწვრილებით...
როცა
დაახლოებით 1998 წელია. შინ მხოლოდ მე და ბაბუ ვართ. ის ეზოშია, მე - სახლში. მამიდაშვილისაგან  ნათხოვარი მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული. უცებ მესმის კარების შტურმით შემონგრევის ხმა: - რას შვრები, შვილო, მთელ უბანში მჭრი თავს?! - მეუბნება გაცეცხლებული ბაბუა (მაშინ მივხვდი რა მძიმე დღეები გადაუტანიათ ფაშისტებს, რომელთა წინააღმდეგაც იბრძოდა ბაბუ). იძულებული გავხდი გამომერთო, მაგნიტოფონი.
23-08-2016
დაწვრილებით...
რუსეთუმეებო, მახათი გაიაფებულა!
2008 წლის ომიდან 8 წელი გავიდა... მძიმე დღეებია საქართველოსთვის და ამ დღეებში რუსეთუმეთა აქტიურობა ერთიორად მაკვირვებს და მაცოფებს, ამიტომაც ძალიან ვეცადე კორექტული ვყოფილიყავი... 
08-08-2016
დაწვრილებით...
"ჩემი სიძის ძმაკაცები" - ფილმი მელოდრამაა, მცირედ თრილერის ელემენტებით, დასაწყისში - ყველას უხარია, მთავარი გმირის პრეზიდენტობა, განსაკუთრებით ერთი კაცი აქტიურობს, მერე ეს კაცი ბრაზდება პრეზიდენტზე (სხვათა შორის ეს კაცია რეჟისორიც) და მისი მიბაძვით მომენტალურად ბრაზდებიან დანარჩენებიც.
02-08-2016
დაწვრილებით...
რომანი "ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა" 1956 წელს გამოვიდა და ეს ისტორიულ - ავანტურისტული რომანი, როგორც მას იმჟამად მოიხსენიებდნენ, ისეთი პოპულარული გახდა, რომ ცოლ-ქმარმა ანა და სერჟ გოლონებმა ამის შემდეგ დაწერეს: "ანჟელიკა და მეფე", "მოუხელთებელი ანჟელიკა", "ანჟელიკა და სულთანი" და "ანჟელიკას ტრიუმფი", რომლებიც წარმატებით გადაიტანეს კინოეკრანზე.
07-06-2016
დაწვრილებით...
ბურჭულაძე იმღერებს, ნადირაძე-კუზანოვა ჭრა-კერვას გააჩაღებს, კახაძე ექოსკოპიის აპარატით დაგვაკვირდება და სოფელიც აშენდება...
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ პოლიტტემპერატურა უკვე ძალიანაა მომატებული, პარტიების დიდი ნაწილი საარჩევნო რეჟიმშია. აგერ პაატა ბურჭულაძემ პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც გამართა და კიდევ ერთხელ გაგვაოცა.
30-05-2016
დაწვრილებით...
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები