ღია წერილი მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსან მიხეილს, რიგითი ქართველისაგან
04-07-2015
ღია წერილი მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსან მიხეილს, რიგითი ქართველისაგან
როგორ ხარ მიხეილ? ხომ ხარ ისე, მტერს რომ გული გაუსკდეს და მოყვარეს სიხარულისგან გააჟრჟოლოს? ჩვენც ვართ ნელ-ნელა, შენგან დავიწყებული. კაცო, მზე და მთვარე ჩვენზე ამოგდიოდა, საქართველოს ხსენებაზე ცრემლით გევსებოდა თვალები და ასე უკანმოუხედავად წასვლა იქნებოდა? ვერ დაგემართა ეგ კარგად.

მიხეილ, რამდენიმე დღის წინ გიყურე ტელევიზორში და ოდნავადაც არ შეცვლილხარ,  ასე რამ შეგაყვრა ჩაი, რომ დალევის შანსს არ უშვებ ხელიდან. ოდესის კაფე რომ ააფეთქეს და, როგორც გჩვევია, ჯიქურ მიაჭერი, კაფეა, მიდექი-მოდექი,
ლუდი მოითხოვე ან კოქტეილი (გუბერნატორ კაცს მაგაზე ვინ გეტყვის უარს) პირდაპირ ჩაის რომ ეცი, მანდაც შევარდნაძე ხომ არ არის?! ისე, შენი მორიდების ამბავი რომ ვიცი, უშაქროს დალევდი. ეგრეც არ შეიძლება, ცოტა თავი დაიფასე, თორემ ხომ ხედავ, მაგ მორიდების გამო ისეთი დაბალი ხელფასი დაგინიშნეს, ეგეთი ანაზღაურება,
შენ კი არა ჭიათურის „მაღაროელის“ მესამე მეკარეს არ აქვს. ისე, შენც კაი ვინმე ხარ, ხელს რომ აწერდი თანამდებობაზე დანიშვნას, ხელფასის გრაფაში არ ჩაიხედე?  ჰოდა, თუ ეგ ხელფასი გეცოტავება, ჩამოდი აქ, შენთვის წყნარად იჯდები, არც ქურდებთან „კაჩაობა“ მოგიწევს, ჩაიც უფასოდ გექნება, თუ მოითხოვ კომპიუტერსაც მოგიტანენ და თან გიგის, ვანოს და ბაჩოსაც ინახულებ. დაფიქრდი მიშა, „დარმავოი“ ფულზეა ლაპარაკი  და თან ალალზე და დაუყვედრებელზე.

ერთი საყვედური კი უნდა გითხრა, შენ რომ თქვი, - მე ვაპირებ ამ საღამოს ჩაი დავლიო კაფეში „У Ангеловых“ და სოლიდარობის ნიშნად ამისკენ ოდესელებსაც მოვუწოდებო,  მაგ სოლიდარობაზე გამახსენდა, სად იყავი 13 ივნისს? ისე გვჭირდებოდა სოლიდარობა, ვერც წარმოიდგენ, მაგრამ ჩემმა დასაბრმავებელმა თვალებმა ვერ დაგინახეს და დავიჯერო, ჩემს უნახავად გააკეთე რამე?!  მართალია პატარა ხელფასი გაქვს, მაგრამ მაგ ხელფასიდან ერთი-ორი გრინვა მაინც გადმოგერიცხა ამ გაჭირვებული ხალხისთვის. ვიცი, შენ დაფარული მადლისკენ ხარ მიდრეკილი და მთელ ხელფასააც გადმორიცხავდი, მაგრამ ხო იცი, ხალხი როგორია, ამიტომ დაანახე, მიხეილ, დაანახე...
რა წერილში დასაწერია, მაგრამ ეს რა ფარსაგი ამბავი დამართნია სანდრო კვიტაშვილს. როგორ გეიმედებოდა ეგ ბიჭი და არ მოგჭრა თავი მთელი უკრაინის მასშტაბით. მომეწონა, რომ თქვი,  - კვიტაშვილი უნდა გადადგეს და მის მაგივრად მეტად აგრესიული ადამიანი უნდა ვნახოთო. უჰ, გამბურძლა რომ ვუსმენდი, ძველი მიშა გამახსენდა, რომლის შიშით თურმე პუტინს ძილში შფოთვა და სიარული დასჩემებია... სხვა რა გითხრა? ჩვენ როგორ ვართ, კი გეცოდინება, გვენატრები და გვაგონდები. ჩავრთავ ხოლმე შენი გამოსვლის ვიდეოებს და ვუყურებ, იმდენ ცრემლს ვღვრი, ერთჯერადი ხელსაწმენდების კომპანიამ სპეცპრიზით დამაჯიდლოვა.

ახლა უნდა დაგემშვიდობო,  
გკოცნი ბევრს, შენი სურამელი
temuri
08 დეკემბერი 2015 14:20
ჯერ იმდენი გააკეტეტ რამდენიც მიშამ შედზლო და ქვეყანა ფეხზე დაყენა და მერე ილაპარაკეტ,მოახილეტ ტვალები დაგავიწყდატ წარსულიიი ხო,თქვენი გამკვირებია ხალხოოოო
ნოდარი
04 ოქტომბერი 2015 12:02
მიშამ რაც გაგიკეთათ ჯერ ის ხომ დაინახეთ და ეხლა კიდევ საკუთარი ფულიდან მოსთხოვეთ დახმარება, ვაი თქვენს პატრონს!. ფული კოლბაში ეძებეთ. მაინც გაწაფულები ხარტ დარიგება არ გჭირდებათ
modi
16 აგვისტო 2015 09:18
ვააი ჩვენს პატრონს ასე ვწამოთ ერტმანეთი და ნეტა ვის წყალზე დაასხავს წყალს მაგრად მაინტერესებსს!!!! ჩვენი ქვეყანა ვასჰენოოტ რაა და წარსუს სგევესჰვატ ვეგარასოდეს დავიბრუნებთ მომავალი სჰევუქმნათ ჩვენ შვილებს ტორე საფლავებს არ გვახირსებენ და თუ გვაღირსეს ზედ დაგვაფურტხებენნ

რედაქტორის რჩევით