ვანო მერაბიშვილი - "აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ბულბულები ზიან", ანუ ვის რა ზუმერი მოუხდებოდა? - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი - "აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ბულბულები ზიან", ანუ ვის რა ზუმერი მოუხდებოდა?

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან მომიხდა დარეკვა. ჩემდა გასაოცრად, ბატონ დავითს მობილურის ე.წ. ზუმერად შემდეგი ტექსტი აქვს გამოყენებული, მოკლედ რეაკვ და გესმის: - "ქართული ოცნების" 84 დაპირებიდან არ შესრულდა 76, მათ შორის ათასობით სამუშაო ადგილი. ოცნება არ მუშაობს".

ზარის მერე დიდ ხანს ვიფიქრე და სხვა ვერცერთ პოლიტიკოსის ზუმერი ვერ გავიხსენე, ვგონებ არც არავის აქვს, თუმცა გადავწყვიტე შევთავაზო ვარიანტები. მაშ, ასე: ვის რა ზუმერი მოუხდება:

ბიძინა ივანიშვილი - "ფულები არის ჩემი გამხარებელი", ხოლო 2016 წლის არჩევნების წინ - "ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, ისევ მოვედი შენთან"

მიხეილ სააკაშვილი - "АХ, ОДЕССА" ან "სტო პრო... იქნება, ქინძი ვიყო!"

ნინო ბურჯანაძე - "Россия, любовь моя!"

აკაკი ბობოხიძე - (წყალტუბოს "მარადმწვანე" მაჟორიტარი დეპუტატი) - "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო"

გიორგი მარგველაშვილი (როცა ავლაბრის რეზიდენციაშია) – "ეს პატარა მინდორ-ველი ჩემია"

ვანო მერაბიშვილი - "აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ბულბულები ზიან"

თამაზ მეჭიაური (ბიძინა ივანშვილის ზარზე) – "ნატვრის ხეო, ნატვრის ხე, სული ნატვრით ამივსე, ნატვრის ხეეე"

ირაკლი ღარიბაშვილი - "მადლობა ბატონ ბიძინას! მადლობა ბატონ ბიძინას! და მაინც მადლობა ბატონ ბიძინას!

მანანა კობახიძეს და ეკა ბესელია (როდესაც ალეკო ელისაშვილი ურეკავს) - "რას გადამეკიდე, რას გადამეკიდე!"

თინა ხიდაშელი - "ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა"

დავით ნარმანია (წვიმის გამო წარმოქმნილი საცობების დროს) - "მე დღეს წვიმამ დამაღონა" ან "ჩემო თბილის-ქალაქო"

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სააკაშვილის ზარზე - "მოდი,მოდი, მოდი შენ გელიან ვარდები"

გუბაზ სანიკიძე - "მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა"

გოგი თოფაძე - За Родину! За Сталина!

სოზარ სუბარი - "სამი დალიე, შეგერგება"

სოსო ჯაჭვლიანი - რა მინდა "იბიარდზ"ე?! მე 10-მანეთიან ბოზებში არასდროს დავდიოდი!

ეს მხოლოდ ნაწილის რჩევებია, ხოლო ნაწილი, იმედია, საკუთარი გემოვნებით აარჩევს ისე, როგორც ბატონმა დავით კირკიტაძემ აარჩია.