რა მოხდება პოლიტიკოსებს სულ რაღაც ერთი დღით რომ გაეზარდოთ ცხვირი პინოქიოსავით, ანუ გამოვაცხადოთ 1-ლი აპრილი პოლიტიკოსთა დღედ!
რა მოხდება პოლიტიკოსებს სულ რაღაც ერთი დღით რომ გაეზარდოთ ცხვირი პინოქიოსავით, ანუ გამოვაცხადოთ  1-ლი აპრილი პოლიტიკოსთა დღედ!
დღეს პირველი აპრილია. წლებია ამ დღეს ტყუილის დღედ მიიჩნევენ და ყველა ცდილობს ვინმე მოატყუოს. ქართველი პოლიტიკოსების და არა მხოლოდ მათ კალენდარს თუ გადავხედავთ, 365 დღიდან მინიმუმ 300 დღე პირველი აპრილია (მიხეილ სააკაშვილის კალენდარი მუდამ ნაკიანი წელი იყო, შესაბამისად, 366 დღე სულ პირველ აპრილს ეკავა).

საქართველოში (და არა მარტო აქ) პოლიტიკა/პოლიტიკოსები და ტყუილი შეიძლება ითქვას სინონიმებადაა ქცეული, თუმცა არის პერიოდი, როცა ტყუილის თქმა ხელოვნების დონემდე ადის. მაგალითად, წინა საარჩევნოდ, როდესაც პოლიტიკოსები
ერთმანეთს ეჯიბრებიან დაპირებების მიცემაში. იმ დაპირებებისა, რომელთა უმტესობაც არჩევნებიდან ძალიან მალე საპნის ბუშტებივით ქრება. პრინციპში ქრება მათთვის, ვინც ეს თქვა, თორემ ხალხს ახსოვს, თან მწარედ... მოკლედ, გვახსოვს, მაგრამ ვიცით, რომ ის არასოდეს ასრულდება, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ ამ პოლიტიკოსთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ბედნიერი სახით ვუსმენთ
ტყუილებს. საბოლოოდ კი იმ ადამიანს ვირჩევთ, ვინც უფრო დიდ ტყუილს გვეტყვის. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რა იქნება ერთხელ, თუნდა სულ რაღაც ერთი დღით, გაეზარდოთ ცხვირი პინოქიოსავით, რათა ბოლოს და ბოლოს თვალნათლივ დავინახოთ, როგორ გვატყუებენ...

ვაზის სამშობლოს სახელთან ერთად, თავისუფლად შეგვიძლია მატყუარების ყველაზე დიდ დისტრიბუტორ ქვეყანად ვიქცეთ. ოფიციალურად 220 პარტიაა რეგისტრირებული ("ააშენე სახლი, დარგე ხე, გაზარდე ვაჟიშვილი და დაუტოვე შთამომავალს პარტია") ყველა პარტიას მინიმუმ ერთი დამფუძნებელი მაინც ჰყავს ანუ მინიმუმ 220 მატყუარა ოფიციალურადაა რეგისტრირებული. მაშინ როცა ქვეყანას ეკონომიკური გაჭირვება აქვ,ს ხომ არ გვეფიქრა ამ ხალხის ექსპორტზე?! ძალიან ბევრი ქვეყანა სიხარულით მიიღებს (აგერ უკრაინას ისე მივეცით "განძი" რომ მათგან კაპიკი არ აგვიღია, არადა ასეთ ტრანსფერებში ხალხი მილიონებს შოულობს. კი, ჩვენ ლეონიდ ჩერნოვეცკი მოგვცეს და ერთგვარი ბარტერი გამოვიდა, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ წაგებაში ვართ), მადლობას გვეტყვის, პატარა ინვესტიციასაც არ დაგვამადლებს და მეტი ჩვენც არ გვინდა.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასი მოგუგუნე ქარხანის აშენებას რომ დაპირდეს პოლიტიკოსი და ვერ ააშენოს, დიდი ეჭვი მაქვს მომდევნო არჩევნებზე თვითონ აღარ ექნება მონაწილეობის სურვილი, ჩვენთან კი პირიქითაა - ამ არჩევნებზე ორას ქარხანას დაგვპირდებიან, თანაც წარბშეუხრელად, მომავალ არჩევნებზე 300-ს, მერე 400-ს, ამასობაში ასი ქარხანა კი აშენდება და გვეტყვიან აგერ ხომ ხედავთ დაპირებებს ვასრულებთ, არ ვიტყუებითო და ჩვენც დავიჯერებთ. პრინციპში სხვა გზა არც გვექნება.

მოკლედ, ჩვენო საყვარელო პოლიტიკოსები გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ (უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი - საკუთარ თავს და ზოგადად თქვენს ამომრჩევლებს ვუსურვებ), რომ მომავალ წელს, პირველი აპრილი ასეთი ფორმით აღარ მომელოცოს თქვენთვის.

გისურვებთ სიმართლით ცხოვრებას, ვიცი, რომ ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ მოინდომებთ, შეძლებთ. ერთხელ სცადეთ, იყავით გულწრფელები, იქნებ უფრო გაამართლოთ და ჩვენც უფრო მეტად გენდოთ, მაგრამ ჩემზე უკეთ იცით, ნათქვამია:  "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალსო".

პ.ს. ისე, ეს ბლოგიც დიდი ტყუილია, უფრო სწორად თავის მოტყუებაა, თუ  გვჯერა, რომ ვისაც ეს ეკუთვნის, წაიკითხავს და მითუმტეს გაითვალისწინებს.




zeiigeni
04 აპრილი 2016 00:20
სატირულ-იუმორისტულად ნაწერი სიმართლეა ეს წერილი.
ძალიან მომეწონა.

მაგრამ ის მანუგეშებს, რომ წინა მთავრობას ბევრად, სწორედაც რომ ბევრად, სჯობს.
იდეალური მთავრობა კი არცერთ ქვეყანას არ ჰყავს,-ეს ფაქტია.
არც ჰყოლია, არც ეყოლება.

აი, მურუსიძით და პრეზიდენტის "მდიდარი სექსით" კი დალაქავდა, თანაც,-ძალიან!
მარგევლაშვილს ვკითხავდი: დღე-ღამეში 24 საათია, პრეზიდენტო და თქვენ დღე-ღამეში 5OO სექსი გაქვთ? ანუ, ამას ეძახით "მდიდარ სექსს?"

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

მიხედეთ ხალხს თორემ ისინი მოგხედავენ
03 აპრილი 2016 00:45
ვაი პოლიტიკოსები. ერთი ცანაფიქრი მაქვს . როცა დიდ ფულს ვიშოვი დიდი გემზე უნდა დავპატიჭო ყველა ეს პოლიტიკოსი .ლა ფორშეტი მოუწყო. გავიყვანო ოკენეში და ტიტანიკივით გაუყენო მოუსავალში. თუ ვინმე დამეხმარება ამ ოცნების ახდენაში დიდად მადლობელი დაგრჩებით . გისურვებთ წარმატებებს. თქვენი წარმატება ჩვენი აპოთეოსია :):)
gio
01 აპრილი 2016 18:51
ერთს უკვე დიდი ხანია (უფრო სწორად დაბადებიდან) აქვს პინოქიოს ცხვირი :) ინგა გრიგოლიას რომ ეკაიფებოდა იმას. აბა გამოიცანით ვის :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები