წავიდა და დავგიტოვა მილიონი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელთა პასუხიც მხოლოდ მას უნდა სცოდნოდა. დაგვიტოვა სევდა და მელანქოლია, იმ 200 000-ზე მეტ ადამიანს ვინც ყოველდღე ველოდით მის ცხოვრებისეულ
დაგვტოვა შეგონების გარეშე, არადა რამდენი ადამიანი იწყებდა დღეს მისი გენიალური ნათქვამებით, კვირეებს ვგეგმავდით მისი სიბრძნით, ახლა კი შეხვალ მის ფეისბუკგვერდზე, ავისმომასწავლებელი სიჩუმე და ყელში გასაჩხერად გამოჭიმული პოსტი - მე წავედი...
ამბობენ, ვითომდა ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილებაო, მაგრამ არ მჯერა, განა მის გადაწყვეტილებაზე ვინმეს შეიძლება მოეხდინა გავლენა?! განა მაკედონელს ვინმე ეუბნებოდა როგორ მოქცეულიყო?! ის ხომ თანამედროვე მაკედონელი იყო, კაცი რომელიც თუ არ გააბრწყინებდა ივერიას, ბჟუტვას მაინც დააწყებინებდა. ეჰ, ლელა კაკულიას რა ვუთხარი, როცა თქვა, რომ მომავალში გიორგი ბრწყინვალეს ვხედავ, რომელიც გააერთიანებს ერსო, როგორც ჩანს, მისმა კეთილმა გულმა ლელას ნათქვამი შეიმეცნა, ენდო და რადგან გიორგი არ ერქვა წავიდა, არადა ძველ შუმერულად ლეონიდი ხომ გიორგის ნიშნავს.
მოღრუბლულ ცაზე მზის გამოჩენა რომ გახარებს ადამიანს და გულში მომავლის იმედს გისახავს, ისე გამოჩნდა, გააცისკროვნა ცა, გადაყარა საწვიმრად გამზადებული ღრუბელი, მაგრამ უცებ გაქრა.
როგორც არასდროს, ისე აქტიურია სიტყვები - ჩვენს თვალებს დააკლდი და გულებს არასოდეს დააკლდებიო. ყოველ დღეს ისევ თქვენი პოსტების ნახვით დავიწყებ, რაც არ ვიცი დავიზეპირებ, თორემ მუხთალია წუთისოფელი და ვაითუ ვინმემ წაშალოს ეს სიბრძნე და შთამომავლობას რა პასუხი გავცეთ?!
"ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის დაკარგვის მერე, ამხელა დანაკარგს შთამომავლობა აღარ გვაპატიებს და საფლავებში ჩაგვაფურთხებს. ეჰ, მე ვინ დამიჯერებს თორემ სკოლაშიც უნდა ისწაველბოდეთ, ნახეთ რა გენიალურად ჟღერს - აი-ია ლეონიდი.
თუ რამე გეწყინათ გვითხარით, გულში ნუ ჩაიხვევთ წყენას, თორემ სათუთია თქვენი გული და არ გეტკინოთ, გვითხარით, გაგვიმხილეთ და ვინც თქვენ გაწყენინათ, სათანადოდ გავუსწორდებით.
სწორად წასვლას, მოსვლაზე მეტი შნო უნდა, თქვენი კი ეს შეძელით. თქვენგან ვიცი მომავლის იმედი სულ უნდა გქონდეს ადამიანსო, ჰოდა მეც იმედით შევყურებ "ფეისბუქს" იქნებ ისევ დაბრუნდეთ.
P.S. ისე ბატონო ლეონიდ, ჩვენში დარჩეს და ან მოსვლა რა იყო და ან წასვლა?!
კაცი არა ქართველი-ქართველებზე შეყვარებული ამდენ სიკეთეს და ქველმოქმედებას ეწეოდა და ვერ დაგინახიათ
ამაზე მეტი კომენტარის გაკეთების სურვილიც არ მაქვს
ამდენ დაბოღმილებს (ხელმოცარებულები და უნიჭოები)რა გეშველებათ? და არაფერი........
სურამელო, შენ და შენისTანებიც თუ წახვალთ, არანაირად არ იზარალებს ქართული მედია!
სურამელის და ვაჟა-ფშაველას ერთად ხსენება, თუნდაც ფსევდონიმის კონტექსტში, სასაცილოა :D