როცა "მორიელის" დანახვა გიხარია
როცა "მორიელის" დანახვა გიხარია
დაახლოებით 1998 წელია. შინ მხოლოდ მე და ბაბუ ვართ. ის ეზოშია, მე - სახლში. მამიდაშვილისაგან  ნათხოვარი მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული. უცებ მესმის კარების შტურმით შემონგრევის ხმა: - რას შვრები, შვილო, მთელ უბანში მჭრი თავს?! - მეუბნება გაცეცხლებული ბაბუა (მაშინ მივხვდი რა მძიმე დღეები გადაუტანიათ ფაშისტებს, რომელთა წინააღმდეგაც იბრძოდა ბაბუ). იძულებული გავხდი გამომერთო, მაგნიტოფონი.

- არა შვილო, არ გამორთო, მე კი არ მიყვარს, მაგრამ შენ აშკარად მოგწონს, ჰოდა, უსმინე, მაგრამ
დაბალ ხმაზე, - მითხრა და წავიდა.
არადა Scorpions- ს ვუსმენდი. მაშინ არ მიფიქრია, რომ ამ ლეგენდარული ჯგუფის ცოცხლად მოსმენის საშუალება ოდესმე მომეცემოდა. ვიტყოდი, ოცნებები ხდება-მეთქი, მაგრამ მაშინ ეს ისეთი წარმოუდგენელი მეგონა, არც მიოცნებია ამაზე…

ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, ვინც ამ ჯგუფის კონცერტზე იდგა და საოცარი
ემოციის ნაწილი ხდებოდა. თუმცა 20 აგვისტოს მეც გავხდი იმ საოცრების ნაწილი, რომელსაც black sea arena - მ უმასპინძლა.

ცალკე საკითხია ეს საკონცერტო დარბაზი, - ულამაზესი შენობა, კომფორტულად მოწყობილი დარბაზი, სასეირნო სივრცე, ზოგადად აქ ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღოს. არასოდეს ვყოფილვარ მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, თუმცა, მგონია, რომ ჩვენი არენა მათ არაფრით ჩამოუვარდება. 20 აგვისტოსვე საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებული ტყის ტერიტორიაზე, გაიხსნა მუსიკოსთა პარკი, სადაც თავმოყრილია ქართული და მსოფლიო დონის მოღვაწეთა სკულპტურები. საკმარისია სკულპტურასთან მიახლოება, რომ იქვე დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით ჩაირთვება კონკრეტული კომპოზიტორისა, თუ მომღერლის მელოდია.

ერთადერთი, რაც არათუ ცუდი, არამედ ძალიან ცუდი იყო, კონცერტის დაწყების დრო აღმოჩნდა. ბილეთებზე დაწყების საათად 19:00 იყო მითითებული, თუმცა როგორც ადგილზე გაირკვა, თურმე ამ დროს მხოლოდ შესასვლელი იღებოდა, ხოლო კონცერტი ცხრაზე ან ათის ნახევარზე დაიწყებოდა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ისიც თქვა: "21:00 საათი რომ დავწეროთ, დაწყების დროდ არ იცით ქართული ხასიათი, ყველა ერთი საათით გვიან მოვა და მუსიკოსებს ცარიელი დარბაზი დავახვედროთო?!" კი, ბატონო, არის აქ სიმართლის მარცვალი, თუმცა მე და კიდევ ბევრმა ჩემნაირმა რა დავაშავეთ, როცა 3 საათით ადრე მივედით?! ახლო-მახლო კიდევ ისეთი ფასებია, რომ კაფეში თუ გადაწყვეტ დაჯდომას, მინიმუმ ის ჰონორარი უნდა გედოს ჯიბეში, რასაც კონცერტში მონაწილე ვარსკვლავებს უხდიან (უშუალოდ კონცერტის დროს , დარბაზში არსებულ ბარში ერთი ჭიქა წყალი, 2 ლარი ღირდა. სხვა არაფრის ფასი არ მიკითხავს, გულის წამალი თან არ მქონდა და მოვერიდე).

ეს ყველაფერი იყო კონცერტის დაწყებამდე, რომელიც 21:30 წუთზე დაიწყო. ეს იყო სასწაული "მორიელების" შესრულებით. 5 ღრიანკალი ისე სასიამოვნოდ იკბინებოდა, რომ არ გვინდოდა ეს დასრულებულიყო. საოცარი სცენა, უმაგრესი სპეცეფექტებით, რომელიც კიდევ უფრო ზრდიდა იმ მუხტს, რაც სცენიდან მოდიოდა.

ჯგუფმა შეკრებილ პუბლიკას აჩვენა, რას ნიშნავს იყო პროფესიონალი! ყველა სიმღერის დროს ბოლომდე დახარჯვა, ყველა სიმღერის ისეთ დონეზე შესრულება, თითქოს რამე ჰქონოდათ დასამტკიცებელი. სამწუხაროა, რომ ეს ძალიან აკლიათ ქართველ შემსრულებლებს, რომელთა უმეტესობასაც ეტყობა, რომ ერთი სული აქვს როდის მორჩება სიმღერას და როდის მიიღებს კუთვნილ ჰონორარს. იმედია, ეს ქართველებიც იქნებოდნენ მაყურებლებში და ნახავდნენ როგორ უნდა იმღერო...

20 აგვისტოს "მორიელთა" დიდი შემოსევა იყო, მგონი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მორიელის დანახვა გიხარია, მეტიც, გინდა რომ სულ უყურო (უფრო მართებული იქნება - უსმინო) და მიიღო უდიდესი სიამოვნება.

პ.ს. სხვათა შორის, კონცერტს ის ხალხიც ესწრებოდა, ვინც ბიძინა ივანიშვილს ლანძღავდა black sea arena რატომ აჩუქა სახელმწიფოსო, რას ვიზამთ, რთულია აქტივისტის როლი, რასაც "ხაზეინი" გეტყვის ის უნდა წერო და ილაპარაკო, თორემ შინაგანად ეთანხმები თუ არა, მაგას რა მნიშნელობა აქვს. ჰო, მართლა ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტი არ მინახავს და ვიდრე ისინი იტყოდნენ მაქსიმუმ 1000 კაცი დაესწრო კონცერტსო გეტყვით, რომ დარბაზიც და ფეხზე დასადგომი ე.წ. გოლდენ რინგ- იც სრულად სავსე იყო.
qutaiseli
26 აგვისტო 2016 13:05
აქ რა კამათი წავიდა რატო ის ჩამოიყვანეს და რატო ესარაო და რა ამბავია ოეეე ისე რუსეთში ყველა დიდი ანსამბლია ნაყოფი თითქმის და რას ნიშნავს რუსეთში ნამყოფი ეგ ვერ გავიგე ან რუსეთი რა შუაშია მე საერთოდ არ მომწონს ქისი ვთქვად ან დი ფარფლი მაგრამ ვაღმერთებ ბიტლებს რავისი ერთი ადგილის საქმეა ჩემი გემოვნება არ მოგწონს და ნუწახვალ ვინ გაძალებს შე დალოცვილო ბლექსი არენა რატო დაარქვაო და ვინ გკითხავს თავის აშენებულს რას დაარქმევდა თუარ მოგწონს ადექი და გადაარქვი თუ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს დაგიჭერს.ინტრიგანობას და უსაქმურობას დიდი ზიანი მოაქ ადამიანისთვის ზოგაფდად ხოლო უმადურობას და დემაგოგიას უფრო მეტი.დარბაზი კი ნაღდათ მაგარია.
Emre
25 აგვისტო 2016 22:31
Eg ukve gemovnebis ambavia :) rammstein ukve metalia da metalshi imdeni magari jgufia moqmedi ro vici skorpionsze bevrad magla dganan
bobo
25 აგვისტო 2016 17:19
კაი მარა როჯერ ვატერსი ხო ცოცხალია,როლინგები მშვენიერ კონცერტებს მართავენ,კლეპტონი,ნოფლერი,ანდერსონი........ანუ სერიოზული,დიდი მუსიკოსები,რაღა გერმანულ როკს ვეცით,ან და გერმანელები თუ გვინდა ესე ძალიან რამშტანი ჩამოგვეყვანა,გაცილებით მაღალი დონეა.როგორც ინგლისელი ვერ დაწერს წინწყაროს ისე გერმანელი ვერ შექმნის ხარისხიან როკს,არ ზის მის ესთეთიკაში მაგ ამბავი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები