კი ბატონო, ყველამ ვიცით ატამბაევისა და რუსეთის პრეზიდენტის ფარული სიყვარულის ამბავი, ისიც ცხადია, რომ რუსეთი მისთვის და მგონი, მთელი ყირგიზული ელიტისთვის, ყირგიზეთზე მეტია, მაგრამ როცა ამხელა რანგის სტუმარი ვიზიტით სადმე მიდიხარ, თუ მომზადებული არ გაქვს რა თქვა, იმდენს მაინც უნდა ხვდებოდე, რომ სენსიტიურ თემას ან არ შეეხო ან კიდევ ისეთი რამე უნდა თქვა, რომ მასპინძელი არ გაანაწყენო. თუმცა არც ის გამიკვირდებოდა, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ძვირფასი პუტინის სასიამოვნოდაც ეთქვა…
ისე, ყველაფერს რომ ბედი უნდა, არჩევნების მერე პირველივე სტუმარი რომ ასეთ რაღაცას გეტყვის კი უნდა დაფიქრდე, თუ ვინ აირჩიე, თუ არის იქ ისეთი ხალხი, ვინც ატამბაევსა და მისთანებს ამაზე საკადრის პასუხის გაცემს!
იმედია, ვინმე გამოჩნდებდა, თუმცა ასევე დიდი იმედი მაქვს, დავით თარხან-მოურავი არ ჩაერევა ამ საქმეში, თორემ სადაც გერმანული სოციულოგიური კვლევის კომპანია GFK (რომელმაც "რუსთავი2"-ის დაკვეთით ჩაატარა ეგზიტპოლი), სწრაფი კვების კომპანია KFC ეგონა და სულ ქათმის ფრთების გამყიდვლი ეძახა, არ გამიკვირდება ყირგიზეთი ყაზახეთში აერიოს და საქართველოში არსებულ ყველა ყაზახური ბიზნესის ქვეყნიდან გაყრა მოითხოვოს. თუმცა მეც მივედ-მოვედები რა, მაგას ატამბაევის ნათქვამი გაუხარდებოდა კიდეც, პატივცემულ ალმაზბეკზე ნაკლებად კი არ უყვარს უფალი პუტინი.
ისე, სწრაფ კვებაზე გამახსენდა და თუ რომელიმე ქვეყნის სათავეში, მოვა ვინმე, გვარად მაკდონალდსი, საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს ბატონი თარხან-მოურავი, ჰამბურგერების ფარული ბიზნესის ლობირებაში დასდებს ბრალს, თუ ჩიზქეიქი აღმოჩნდება მასონოური?!
ისე, ატამბაევმა ესეც თქვა: "მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ორი რევოლუცია გაიარა. 2010 წელს, ჩვენს მაიდანზეც ასამდე ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ეს გავიარეთ, მაგრამ არ დაგვირეკავს მოსკოვში ან ვაშინგტონში. მე ყველა საკითხს თავად ვწყვეტდიო". პირველი პირისგან ტყუილი რომ ქართველებს არ გაგვიკვირდება, ოდესის გუბერნატორმაც კი იცის, მაგრამ ასეთი დიდ და ბარაქიანი ტყუილს სწორედ ისევ ჩვენი ოდესელიც თუ მოაწერდა ხელს.
ისე სტუმარ-მასპინძლობისა და დიპლომატიურ ეთიკას რა ვუთხარი და ეს ატამბაევი კი იყო გასაგდები ქვეყნიდან… წადი, ბიძია, მიხედე ყურგიზეთს და დაგვანებე თავი...
ჩვენ ჩვენი გვეყოფა რა...
პ.ს. მომდევნო ვიზიტით ვინ გვსტუმრობს არ ვიცი, მაგრამ, იმედი მაქვს არ იტყვის, დიდგორის ომი დავით აღმაშენებლის პროვოცირებული იყოო!
ბოლოს და ბოლოს, ტარანი თვლითაა!!! თუნდაც ამის გათვალისწინებით გვაწყობს კი ისევ რუსეთის ერთ ადგილას შეძრომა და მთელ "დანარჩენ" მსოფლიოსთან დაპირისპირება?!! იმ რუსეთის, რომელმაც უკრაინასთანც კი ომი გააჩაღა, ათასობით ადამიანს უნადგურებს და ჩვენ რა ხეირს უნდა ველოდოთ მისგან, იმპერიის აღდგენაზე მეოცნებისაგან, საქართველოს მიმართ დეტალურად გაწერილი სახაროვის გეგმის ამოქმედება რომ აქვს უზურში?!!
მთავარია მან ხაზგასმით განაცხადა, რო აღიარებს საქართველოს მთლიანობას და ესაა მთავარი.
რაც შეეხება კონფლიქტში ორივე მხარეაო დამნაშავე, ესეც ფაქტია. რუსებმა პროვოცირება მოაწყვეს, ჩვენ კი გავებით მახეში.
და რატომ მოახდინეს პროვოცირება?
იმიტომ რომ მათ ინტერესებში არ შედიოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება.
ნატო კი სულ გვატყუებს და გვაგდებს.