შემდეგი გაჩერება ახმეტა! - მადლობა მთავრობას! მეტრო, ნავსადგური, აეროპორტი... ისე გაგვიკეთეთ, ვერც კი გავიგეთ!
შემდეგი გაჩერება ახმეტა! - მადლობა მთავრობას! მეტრო, ნავსადგური, აეროპორტი... ისე გაგვიკეთეთ, ვერც კი გავიგეთ!
2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო №22 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები.

"ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად პიარს უწუნებენ, კარგ საქმეებს აკეთებენ, მაგრამ ვერ აპიარებენო. მგონი, მართალია ეს ამბავი, აგერ ახმეტაში მეტრო გაუყვანიათ, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა, ვიდრე ისევ ახმეტის საკრებულოს წევრებს არ მოაწვათ ამბიცია და ამ მეტროს სადგურებისთვის
სახელების დარქმევა არ მოინდომეს. როგორც ამბობენ, ქალაქში პორტიც არის და წყალქვეშა გემების სპეცსადგომიც, თუმცა ჯერ ეს გასაიდუმლოებულია...

ისე, ამ ახმეტელებისაც არ მიკვირს, არის მეტროსადგური "ახმეტელი" და რა მაგათი ბრალია თუ მეტრო ემშობლიურებათ?!

ფაქტია, რომ საკრებულოში რაღაც შეეშალათ. სავარაუდოდ, მათ ხელთ ჰქონდათ თბილისის საკრებულოს კანონები, რომელიც
არც წაიკითხეს და ისე უყარეს კენჭი და მერე, უკვე წაუკითხავს ხმა მისცეს (არც ის გამიკვირდება, თუ ამას წინ დებატებიც უსწრებდა) და მიიღეს.

საბედნიეროდ, ამ ხალხს ძველი რომის საკანონმდებლო ბაზასთან არ აქვთ წვდომა, თორემ შეიძლება, გლადიატორთა ბრძოლის ჩატარება ეცხადებინათ, რომლის ბოლოსაც საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდოდა და ცერის მაღლა აწევით ან პირიქით დაბლა დაწევით გადაწყეტდა კახელი გლადიატორის ბედს.

შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას, თუმცა არსებობს შეცდომა რომელიც უპატიებელია. ახმეტის საკრებულოს რაც მოუვიდა თითქმის იგივეა, თბილისი-ვენას რეისის თვითმფრინავის პილოტმა, თბილისი - რომის რეისი შეასრულოს, რა ქნას არ წაუკითხავს მიმართულება.

საკრებულოს წევრს ერთადერთი მოვალოება აქვს, იმსჯელოს და იმუშაოს კანონზე, იმ კანონზე რომელიც მუნიციპალიტეტის წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ საკრებულოს დეპუტატი კანონს არც კითხულობს და ისე იღებს, მაშინ რისთვის ვუხდით ხელფასს?! განა წაუკითხავად ხმის მიცემა ვინმეს გაუჭირდება?! მგონი, არც წინასაახალწლო პრემიის აღება გაუჭირდება ვინმეს.

ღმერთს და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ახმეტელი კოლეგებისთვის გაგზავნილ კანონთა კრებულში ხუმრობით არ ჩაწერეს - ახმეტის მუნიციპალიტეტი აცხადებს დამოუკიდებლობას ან მოითხოვს რომ აშშ-მ საკუთარ შტატად გამოაცხადოს, თორემ ეს ჩვენი დეპუტატები ამ დადგენილებასაც მიიღებდნენ და შარში გავეხვეოდით.

რიგითი კახელი გლეხი კი ალბათ ასეთ წერილს გაგზავნიდა საახალწლოდ იქ ზემოთ: მადლობა, ბატონო ბიძინა და დანარჩენებო, მეტრო, ნავსადგური, ფუნიკულიორი, აეროპორტი და ა.შ. ისე რომ გაგვიკეთეთ, ვერც კი გავიგეთო...

პ.ს. ცოტა ხნის წინ სოცქსელში სურათი გავრცელდა, რომელზეც ტურისტი, სვანეთში, სასტუმროს აივანზე შიშველი დგას. შეურაცხყოფილმა სვანებმა ეს პიროვნება მონახეს და ბოდიში მოახდევინეს. ამაზე ერთი ძველი ანეკტოდი გამახსენდა.

კაცი ძმაკაცთან მივა საავადმყოფოში, რომელიც მთლიანად დაბინტულია და ძლივს ლაპარაკობს
- რა მოგივიდაო - ჰკითხავს,
- რა ვიცი, ჩემ ბიჭს, დედა შევაგინე და ამ დღეში ჩამაგდოო...
- უჰ, ბედი გქონია, ფაქტზე რომ ვერ მოგისწროო.

ჰოდა, იმ ტურისტსაც ბედი ჰქონია...

meri
03 თებერვალი 2017 22:11
გილოცავთ ახმეტელებო!გულიანად მაცინეთ ???"""!დედაქალაქად"", ხომ არ გამოგვეცხადებინა ახმეტა???აააა რას იტყვით???
ლალი
10 დეკემბერი 2016 14:31
სირცხვილიიი..........

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები