არა მხოლოდ ჩემი აზრით, ეს ტელევიზია წლების განმავლობაში, ჩემდა სამწუხაროდ, იქცა სწორედ პარტიულ ტელევიზიად და ამას დღემდე ვერ დააღწია თავი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არსებობის უფლება არ აქვს...
მოგეხსენებათ, "რუსთავი 2"-ისთვის
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ჩემი აზრია და ვისაც უნდა, ნუ დამეთანხმება.
ახლა სხვა რამეზე მინდა დავწერო, 19 თებერვალს ამ ტელეკომპანიის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა, საკმაოდ ხალხმრავალი და არ დაიწყოთ ახლა, რუსთაველის გამზირის კვადრატულობით თვლა.
აქციაზე სცენა ტელეკომპანიის თანამშრომლებმა დაიპყრეს და პოლიტიკოსები არ გააჭაჭანეს, რაც ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანის გამოსვლა რომ არა, შეიძლება ნაკლებად გაშარჟებულიყო მათი პრობლემები...
ინტერნეტსივრცეში სასამართლოც, მოსალოდნელი ვერდიქტიც, ათასი სხვა პრობლემაც და მუნკის "ყვირილიც" პირდაპირ გადაფარა მაია ასათიანის ერთმა "პროფილურმა" შეკივლებამ, მე შენ გეტყვი, გაუჭირდებოდა თუ რა...
მოკლედ, მისი გადაცემის "შედევრი კადრები" არ გვეყოფოდა, ახლა მთელი "ფეისბუქეთი" ამ კივილს აზიარებდა...
თუმცა მე უფრო მეტად გამაოგნა გენდირექტორ ნიკა გვარამიას გამოსვლამ, ბიძინა ივანიშვილის, უფრო სწორედ მის ფოტოს თანხლებით. რა დღე დაუდგა დიდ ჭორვილელს, იყო დრო მრავალათასიანი აქციიდან აქციაზე დადიოდა, ტრიბუნასთან მხოლოდ ის იდგა და ადამიანებს "ოცნებების" ახდენას ჰპირდებოდა, ახალა კიდვე მხოლოდ მის ფოტოს დააფრიალებენ და ბოლო ხმაზე ყვირიან: არ ვუყვარვართ ამ კაცსო!
ლამის მთელი ქვეყანა და მეც მათ შორის, გვარამიამ ბარაბასა და ქრისტეს გზაზე ლაპარაკით გაგვაოგნა... ვიცი, რწმენა მეტად ფაქიზი რამ არის, მაგრამ ასე თუ სწამდა უფალი ამ კაცს, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ისე, პროკურატურის მაღალჩინოსნობისას თვითონ რომელ გზას ადგა, როდესაც უსმენდა, უღებდა და "უდებდა" ადამიანებს და მერე ფილმებსაც იღებდა...
გააშარჟეს-მეთქი რომ ვამბობ, სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც გვარამია ამ ხელისუფლების მიერ თვალთვალსა და ფარულ მოსმენა-ჩაწერაზე ლაპარაკობს, კარიკატურას ემსგავსება და პრობლემის სიმწვავეც აქტუალობას კარგავს.
ვკვდებოდი ინტერესით მივიდოდა თუ არა ჩერგო აქციაზე, - მივიდა!
ასე რატომ ვიყავი დაინტერესებული, ახლავე მოგახსენებთ, წინა კვირას გადაცემა "P.S."-ში გიორგი გაბუნიამ, თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობაზე საუბრისას, ძალიან არაკორექტულად ილაპარაკა თბილისის მერზე, მის წარმომავლობაზე და ზოგადად პერიფერიებზე, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა და "რუსთავი 2" კარგადაც გამოლანძღეს. სწორედ საზოგადოების განაწყენებულ ნაწილში აღმოჩნდა თამარ ჩერგოლეიშვილიც, არადა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტად ისე ფიქრობდა, როგორც გაბუნია ლაპარაკობდა, ამიტომაც გამიკვირდა...
სხვათა შორის, ბოლო ხანს ჩერგო "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკასაც არ ერიდება და თამამად ამხელს ხოლმე შეცდომებში. ჰოდა, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მასში სამართლიანობის განცდას მიშა ახშობდა, მას მერე კი, რაც მიშას განუდგნა, "განიხვნა ბნელი და იქმნა ნათელი" და აღმოჩნდა, რომ "რუსთავი2"- ზე ზოგჯერ საშინელებას ლაპარაკობენ, "ნაციონალური მოძრაობა" ცდება, ზოგჯერ კი ძალიანაც ცდება, მიშა ბელადია და დიქტატურისკენ მიდრეკლი და სხვ.
მოკლედ თავისი კრიტიკით ჩერგომ გვარამია გვარიანად გააბრაზა და მანაც მორიგი პოსტი მიუძღვნა, თუმცა აქციამ ისინი შეარიგა...
ან ვინ გაყო "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო", "რუსთავი 2"?! იმას კი არ აქვს მნიშვნელობა სად წახვალ და რას დაირქმევ, მნიშვნელოვანია ვინ ხარ, რას ლაპარაკობ და აკეთებ...
ჰოდა, ახლა "ნაცების" ორი პარტია გვაქვს, ერთმა რა გვიყო და ორმა რა დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს, ხომ წარმოგიდგენიათ...
გაოგნებული ვარ . . .