მიწას, რომლის გაყიდვის აკრძალვასაც ვითხოვთ, ყოველგვარი საფასურის გარეშე გვართმევენ!
მიწას, რომლის გაყიდვის აკრძალვასაც ვითხოვთ, ყოველგვარი საფასურის გარეშე გვართმევენ!
გუშინ, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახი კალაძის შტაბის წინ, "ქართული მარშის" აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ კანონით აიკრძალოს მიწის მიყიდვა უცხოელებზე. აქცია, კანონიერი იყო, მოთხოვნაც კანონის ფარგლებში ჯდებოდა, თუმცა არის ერთი მაგრამ...

ამ ბლოგში იმის მტკიცებას არ დავიწყებ, კარგია თუ ცუდი მიწის გაყიდვა. ეს ეკონომისტების და ზოგადად ეკონიმიკის მცოდნეების შესასწავლია. მე კიდევ, ეკონომიკასთან, ზუსტად ისე ვარ, როგორც "ქართველთა მარშის" ზოგიერთი წევრი პატრიოტიზმთან.

მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც ასევე მიწებს ეხება, ოღონდ მათ გაყიდვას კი არა, წართმევას და რომელმაც ისეთი
ხშირი და სისტემური ხასიათი მიიღო, ლამის ყოველდღიურობად იქცეს. ვგულისხმობ მცოცავ ოკუპაციას და ზოგადად ოკუპაციას. არავის აქვს იმის ილუზია, რომ "ქართველთა მარშის" პროტესტით რუსები იტყვიან: უი, აპროტესტებენ და მოდით წავშავდეთ იქ საიდანაც მოვედითო, მაგრამ როცა არავინ აპროტესტებს იმას მაინც იტყვიან, რომ მგონი ამათ საერთოდ არ ადარდებთ ეს ოკუპაცია, ის კი არა, მგონი სხვა რამეები უფრო აღელვებთ და მოდით ჩვეულებრივად გავაგრძელოთ საქმიანობაო, ჰოდა აგრძელებენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევენ, მიწას, რომლის გაყიდვის აკრძალვასაც ვითხოვთ, ყოველგვარი საფასურის გარეშე გვართმევენ.

"ქართული მარშის" ორგანიზატორები, გამუდმებით იმეორებენ, რომ ოკუპაციასაც მუდამ ვაპროტესტებთო. ერთი ქართული გამოთქმაა
(რომელიც დარწმუნებული ვარ, "მარშის" ლიდერებმაც კარგად იციან) - "ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარითო". პირადად მე და კიდევ ბევრს, ამ პატივცემული ხალხის გაპროტესტებული ოკუპაცია არ გვინახავს და თუ ვინმეს რაიმე წყარო მოგეპოვებათ, ბლოგის კომენტარში დაურთეთ და აუცილებლად წავიკითხავ.

კიდევ ვიმეორებ, რომ მიწის ყიდვა-გაყიდვა სწორია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მიწის წართმევა და ამ წართმევაზე სიტყვის არ თქმა, ძალიან არასწორია, მით უფრო ამ დროს სულ სხვა რამის წინა პლანზე წამოწევა და იმის გაპროტესტება, კიდევ უფრო არასწორია.

სამწუხაროა, რომ "ქართული მარში" ოკუპაციაზე არაფერს ამბობს, არადა მათ საკმაოდ ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და არ იქნება ცუდი, თუნდაც ჩემნაირი სკეპტიკოსის გასაჩუმებლად მაინც, თვალის ასახვევად მოეწყოს ერთი პატარა საპროტესტო მსვლელობა, თუ საოკუპაციო ხაზთან არა, აქვე რუსთაველზე გაევლოთ და ეთქვათ, რომ ემიჯნებიან რუსეთის ოკუპაციურ პოლიტიკას, თორემ იგივე სკეპტიკოსები, მათ მიერ წარმოებულ ვერცერთ აქციას ვერ აღვიქვამთ გულწრფელად პატრიოტულად, რადგან რაც მთელი ქვეყნის მართლაც უდიდესი პრობლემაა იმაზე ჩუმად არიან და რთული დასაჯერებელი არაა, რომ სხვა რამე აწუხებთ?!

ხვალ-ზეგ, ვინმე ბურკინა ფასოდან ან კამბოჯადან, ანდაც იტალიიდან ჩამოსული ბიზნესმენი, კახეთში იყიდის მიწას, ჩვენ გამოვალთ და ვიტყვით - აი, გადამთიელმა მიწა იყიდა, წაგვართვა ქართველობა, ჩვენ შვილებს ის მიწა მოპარა, სადაც ქართული სისხლია დაღვრილი და სხვა პატრიოტული ლოზუნგები. პარალელურად, ოკუპანტი, ისევ გადმოწევს საზღვარს 4-5 მეტრით ან კილომეტრითაც კი (გაუჭირდება თუ დაუშლის ვინმე?!), მაგრამ ამაზე ხმას არ ამოვიღებთ, რადგან პროვოკაციას მოვერიდებით, საბოლოოდ კი, არ გამიკვირდება ისე მოხდეს, რომ ისევ ბურკინა ფასოელმა, კამბოჯელმა ან იტალიელმა გააპროტესტოს მცოცავი ოკუპაცია, რადგან ოკუპანტი უკვე მათ მიერ ნაყიდ, კახურ მიწამდე იქნება ჩასული.

პ.ს. ძალიან მაინტერესებს, მხოლოდ რუსი ბიზნესმენები რომ ყიდულობდნენ მიწას, ისევ ასეთი მასშტაბი ექნებოდა პროტესტს?!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ჰმმ
14 ნოემბერი 2017 18:11
ჰმ საცოდავები.ქართული მიწები გინდათ?დაიბრუნეტ სხბა ქვეყნების მიერ მიტაცებული ქართული მიწები,საქარტველოში ნამდვილი ქართველები ეწირებიან სამხედრო ვალდებულებებს სხვა ერი და რჯული კი ქონებას აგროვებს. გამოიყენეტ ეს რესურსი ისე როგორც შაჰაბასი იყენებდა შერეულ ჯარს სხვა ქვეყნების დასაპყრობად.
......
19 სექტემბერი 2017 01:44
წართმევაც და გაყიდვაც ქართული მიწის უნდა გაპროტესდეს.
გიჟუა
14 სექტემბერი 2017 21:23
წართმევას გაყიდვა არა სჯობია?
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?