"კოკასა შიგან რაცა დგას..." ანუ მონის ფსიქოლოგია უცვლელია (?!)
"კოკასა შიგან რაცა დგას..." ანუ მონის ფსიქოლოგია უცვლელია (?!)
"პროდასავლურმა პოლიტიკამ" და ქართველების სწრაფვამ "ნატოს" სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა", - ამ აბზაცის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, აღარც მომინდა იმ წერილის წაკითხვა, რომელიც ლამის მთელ მსოფლიოს მისწრეს ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, მათგან რამდენიმემ ან უარი თქვა საკუთარ ხელმოწერაზე, ანაც გაიწვია, ერთი ადამიანის დანახვამ გული დამწყვიტა
- რობერტ სტურუას ვგულისხმობ, დანარჩენებისგან კი დიდად არაფერი გამკვირვებია.

ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე რუსეთისათვის მადლობის გადახადა მომიწევდა, მაგრამ მიწევს და გულწრფელად ვეუბნები კიდეც. დიდი მადლობა, "დიდო რუსეთო", ვიღაცისთვის კვლავაც "დედა რუსეთო", იმისთვის, რომ ამდენი წელია უანგაროდ ასრულებ ლაკმუსის ფუნქციას, რომ არა შენ, როგორ ან ვინ
ჩამოხსნიდა ნიღაბს საზოგადოებას და გვაჩვენებდა მათ ნამდვილ სახეს, უბრალოდ, ერთს გთხოვ, რომ დროულად გაქრე, გვეყო, რაც ვნახეთ და ვეცდებით, ამის მერე ჩვენით ვისწავლოთ კარგის და ცუდი გარჩევა.


რამდენიმე დღეა, რაც ქართველი მებრძოლი ვერაგულად მოკლეს ოკუპირებულ ცხინვალში. პირდაპირ ვიტყვი, რომ მკვლელი რუსეთია, რადგან რომ არა "ჩრდილოელი ძმა" ამას ოსები ვერ გაბედავდნენ. სამწუხაროდ, გარდაცვლილის ცხედარი ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ მის ოჯახში. წარმოიდგინეთ, ცხედარსაც კი არ გვაძლევენ და ასეთ დროს "ინტელიგენტები" გამოდიან და ამბობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობას დასავლეთი გვიფუჭებს, თორემ რუსეთი მირონმდინარე სიკეთეა. თქვე დალოცვილებო, გარდაცვლილს მაინც ეცით პატივი და ასეთ დროს მაინც უთხარით თქვენს უფროსობას ჩრდილოეთში, რომ მოდი, ეს ამბები ჩაწყნარდეს და მერე დაგიწერთ თქვენს გულს რომ გაგიხარდებათ ისეთ წერილსო... ცოცხლების არ გრცხვენიათ და მიცვალებულის მაინც მოირიდეთ.

ხშირად მითქვამს, ბევრჯერ სხვისგანაც გამიგია და ახლაც ვიტყი: როდესაც მოსემ მონობას მიჩვეული ებრალელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, 40 წელი უდაბნოში ატარა, რათა აღქმულ ქვეყანაში თავისუფლებაში დაბადებული თაობა შესულიყო. მოსე უფლის რჩეული იყო და 40 წელზე გაცილებით ადრე შეეძლო აღქმული ქვეყნის გზის ნახვა, მაგრამ მონობას მიჩვეული ხალხის ადგილი არ იყო იქ, სადაც მოსეს ებრაელები მიჰყავდა. მონის ფსიქოლოგია უცვლელია, თავისუფლების დროსაც ბატონს მისტირის, ვერც წარმოუდგენია, რომ ბატონის გარეშე ნაბიჯის გადადგმა შეიძლება. სწორედ ამ ფსიქოლოგიის მსხვერპლია დღეს საქართველო. საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მოძალებული ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ მხოლოდ რუსეთშია ხსნა, იმ რუსეთში რომელმაც გაანადგურა ქვეყანა და თუ რამე უბედურება გვჭირს სწორედ მისგან გვჭირს. პატივცემულებო, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, მაგრამ მომავალი ახალგაზრდებისაა და იქნებ აცადოთ თავისუფალ ახალგაზრდებს ქვეყნის შენება?! რა თქმა უნდა, ზოგი რამე შეეშლებათ, მაგრამ არა ისე, რომ მონასავით ელაქუცონ მათი სამშობლოს დამაქცევარს.

ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკუთარ საქმეში პროფესიონალობა არაა საკმარისი სწორად აზროვნებისთვის. კარგად მახსოვს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა "ჩარეცხილები" უწოდა, ერი აღშფოთდა (მათ შორის მეც), მაგრამ ახლა ვაცნობიერებ და მგონი მართალი იყო. 2008 წლის მერე, როცა ადამიანს ხელი მოუბრუნდება და იტყვის - რომ არა ნატო, რუსეთი ამას არ იკადრებდაო, ჩასარეცხია, აბა, რა.

სად იყო საერთოდ ნატო მე-18 საუკუნის დასასრულს, როდესაც სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა თქვენმა "დედა რუსეთმა", მოსპო სამეფო ტახტი, ერთმორწმუნემ გააუქმა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა...
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ღმერთს ვთხოვ ისეთ საქართველოს მომასწროს, სადაც მტრის სიყვარული და მტრისადმი დითირამბების მიძღვნა ისეთი სამარცხვინო იქნება, რომ ამას ვერავინ გაბედავს.

პ.ს. ბლოგი, ფაქტობრივად, დაწერილი მქონდა, როცა ამ თემაზე გამართული დებატებისას ერთ-ერთმა ხელმომწერმა ელიზბარ ჯაველიძემ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში აგინა, როგორც დიდი რუსთაველი ამბობს: "კოკასა შიგან რაცა დგას..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ზაზა
19 ივლისი 2018 12:31
მონასთან ლაპარაკს აზრი არააქვს. თაობის ცვლაა საჭირო. უნდა გავძლოთ კიდევ დაახლოებით 25 წელი. ეს ხალხი უნდა დავასაფლაოთ და ასპარეზზე ახალგაზრდები გამოვლენ.
///
18 ივლისი 2018 23:40
რამო მორანი
კარგად თქვით სათქმელი!
ჯერ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაა საჭირო და მერე ნატო ევროპა
ამერიკა
მართლაც რის ფასად უნდა საქართველის ევროპაში აი ეს უნდა გაიაზრონ!

სოსო
17 მაისი 2018 23:17
მონა ვერასოდეს გახდება თავისუფალიო...აი გიჟი კი ყოველთვის თავისუფალია.გიჟი მიუშვი ნებასა,თვით შეეყრება სნებასაო,ნათქვამიათქვენი საყვარელი მიშაა,რომ ისეთი სნება შეეყარა,მთელ ქვეყანასაც აჰკიდა და ვეღარ მოგვიშორებია.არადა ჭკვიანი ხალხი ურჩევდა,არ შეხვიდეო ცხინვალში,მაგრამ გიჟს ტვინში ღიტინი რომ დაეწყება,საშველი აღარ არის,ან უნდა დააბა,ან კისერს მოიტეხს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები