თქვენთვის საქართველო მხოლოდ ჭაჭა, ნანი ბრეგვაძის რომანსები და... - ღია წერილი "მეორე რუსეთს"
07-08-2018
თქვენთვის საქართველო მხოლოდ ჭაჭა, ნანი ბრეგვაძის რომანსები და... - ღია წერილი "მეორე რუსეთს"
მითი - ფანტასტიკური შინაარსის ზეპირი მოთხრობაა, რომელიც მხატვრულ ფორმებში გადმოგვცემს საზოგადოებრივი ცხოვრების, ან ბუნების ამა თუ იმ მოვლენას (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი).

ქართველებმა, მსოფლიოს ბევრი მითი ვაჩუქეთ, ერთი ასეთი მითია "მეორე რუსეთიც", რომელიც კაცი-შვილს არ უნახავს, თუმცა ყველა ამტკიცებს, რომ არსებობს და თან ამ არსებობის პარალელურად ჩვენზე ფიქრობს, ზრუნავს და დარდობს.

უი, მოსალმება და თავის წარდგენა დამავიწყდა.

გამარჯობა, მე პირველი საქართველო
დან გწერთ. ჰო, მეორე საქართველოც არის, რომელსაც თქვენი არსებობის სჯერა და ღრმად სწამს, რომ თქვენ ჩვენზე ამოგდით მზე და მთვარე.

მე, თქვენი არსებობის არ მჯერა, თქვენც იმ რუსეთის განუყოფელი ნაწილი ხართ, ვინც საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და ისევ აგრძელებს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თქვენ იმათზე უარესი მგონიხართ, ვინც ღიად ადიდებს რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკას. აგიხსნით რატომ: თქვენი მითიური
არსებობა, ვიღაცეებს ჩვენთან იმედს აძლევს, რომ თურმე რუსეთში არის ხალხი, ვისაც საქართველო უყვარს და ის, რასაც ახლა თქვენი ქვეყანა, ჩემს ქვეყანას უკეთებს, მხოლოდ ხელისუფლების ოფიციალური ნაბიჯებია, თორემ უბრალოდ ხალხს ანუ "მეორე რუსეთს" ეს ნაბიჯები არ მოსწონს.

და თუ მე ვცდები და თქვენ მართლა არსებობთ, მაშინ სად იყავით 90-იან წლებში, როცა აფხაზეთში და სამაჩაბლოში თქვენი სასიქადულო არმია ქართველებს ხოცავდა?! 2008 წელს, როცა თქვენი პრეზიდენტის მიერ კურთხევა მიცემული ჯარი საქართველოს ოკუპაციას ახდენდა, მაშინ სად იყავით?! იქნებ ისაა სიყვარულის გამოვლინება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში ისე ჩადიხართ და არც გახსენდებათ, რომ ეგ ზღვისპირეთი საქართველოა. ან ახლა სად ხართ?! ერთხელ მაინც ღიად არ შეიძლება თქვათ, რომ საქართველოს ოკუპაციას ვემიჯნებით და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთო. ისე, გეცოდინებათ, რომ როცა დანაშაულს ხედავ, მაგრამ ჩუმად ხარ (ნებისმიერი მიზეზით) ესეც დანაშაულია.

თქვენ საქართველო არასოდეს გადარდებდათ, თქვენთვის საქართველო ჭაჭა, ნანი ბრეგვაძის რომანსები, ქართული ციტრუსი და სხვა მსგავსი რაღაცები იყო და არის, ესენი არაფერი მოგკლებიათ და ოკუპაციაზე რატომ უნდა იდარდოთ?! მეტი საქმე არა გაქვთ.

სამწუხაროდ (არ ვიცი რატომ), ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძალიან უთავმოყვარეო გახდა. ბედნიერია, როცა ლუბა უსპენსკაიას შოუში, "თბილისოს" რუსულად იმღერებენ და ქართულ სამზარეულოზე იტყვიან გემრიელიაო და მერე, "მეორე საქართველოს" გასახარად იტყვიან: "გამარჟობა" ან "ბაკაკი წკალში კიკინებს". ჰო, ეს გვახარებს, ხბოს აღტაცებით ვაზიარებთ და ვიძახით ესაა "მეორე რუსეთი", არადა ეს მეორე კი არა პირველია და სწორედ იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, რომ ჩვენთან მყოფი რუსეთუმეები გაახაროს.

არ ვიცი, მოვესწრები თუ არა იმ დროს, როცა "მეორე რუსეთის" მითი აღარ იარსებებს და მტრის მესიად ქცევის მოლოდინი გაქრება, სამაგიეროდ ვიცი, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება, ვინც "მეორე რუსეთის" გამო მტერს მტრად ვერ აღიქვამს, ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება.

"მეორეებო" საზიზღარ ქვეყანაში ცხოვრობთ, ქვეყანაში რომლის უმთავრესი ფასეულობა სხვისი სიკვდილია, ადამიანების გამწარება და ცხოვრების დანგრევაა. თქვენმა ქვეყანამ სხვა არაფერი იცის. დღეს ის ამ ყველაფერს სხვას უკეთებს, თუმცა მერწმუნეთ რომ დროებით, ხვალ თქვენ მოგადგებათ. ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, ხმას ამოვიღებთ და ვეცდებით ცივილიზებულ მსოფლიოს (რომლისგანაც ასე შორსაა თქვენი სახელმწიფო) გავაგებინოთ თქვენი გაჭირვება, მაგრამ მანადე გირჩევნიათ თქვენ ამოიღოთ ხმა, თორემ მერე ძალიან გვიან იქნება და თქვენი ქვეყანა თქვენი სიცოცხლის ოკუპანტიც გახდება, რადგან - რუსეთი კლავს!!!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გიზო
09 აგვისტო 2018 11:07
მართალია კომენტარებშიც კარგად ჩანს რამდენი მერუსეთე გვყავს. არ არსებობს მეორე რუსეთი. ას გრამს რომ დაალევინებ იმ მეორე რუსეთს ეგრევე ცოცხლად დაინახავ "მეორე რუსეთის" სახეს ))) ეგრევე დერჯავნიკები და "ველიკები" ხდებიან.))))
მანჩო
08 აგვისტო 2018 14:03
კარტველს კარტველი ვერ გაგიტანიატ და სხვისგან რას ელოდებიტ , იკნებ საკუტარ ტავსჰი ვედზებოტ კველამ პრობლემები,
Martali
08 აგვისტო 2018 12:37
sanam tviton chveni eri ar sheicvleba da sanam ar morcheba yvela marto tavis tavze piqrs, sanam am siborotes, rac exla dzalian bevrs ertmanetis mimart gaachnia sakartveloshi, sanam es velaperi ar moispoba chvens ers da sakartvelos araferi eshveleba. amas kide verc saakashvili verc ivanishvili da ver petre da verc pavle ver shecvlis es tviton adamianm unda moindomos da unda daicyos kartvelma erma ertmanetze piqri qveyanaze piqri da imis keteba rac qveynistvisaa sachiro da ara is rac erteulebs moscont da undagt.

რედაქტორის რჩევით