წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
ფოტო:ნანა კოსტავა
გამარჯობა, ქალბატონო ნანა. მე თქვენი ამომრჩეველი არ ვარ და ალბათ ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ ეს წერილი მოგწეროთ, თორემ მეც რომ თქვენი ამომრჩეველი ვიყო, ახლა თქვენს წინაშე ვიდგებოდი მუხლებზე და შეგგვედრებდით - არ წახვიდე, არ მიგვატოვო - მეთქი. შეიძლება მემღერა კიდეც - არ წახვიდე არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია... აკი, ამტკიცებთ, ამომრჩევლების თხოვნით არ მივდივარ საკრებულოდანო...

ქალბატონო ნანა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ თქვენი ყოფნა იქ სადაც ხართ,
არა მხოლოდ პარტიის (რომლის მზესაც იფიცებთ), არამედ ქვეყნის სირცხვილია და თუ ეს ქვეყანა ნამდვილად გიყვართ თქვენ და თქვენს პარტიას, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ.
ჩემს ბავშვობაში, ზღაპრებში გამოგონილი პერსონაჟები იყვნენ ( ალბათ ახლაც არიან, დიდი ხანია ზღაპრები არ წამიკითხავს, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვუსმენ ხოლმე), რომლებიც გაცილებით რეალურები
არიან, ვიდრე ის ამომრჩევლები, ვინც როგორც თქვენ ბრძანებთ, გთხოვათ რომ არ წახვიდეო. ბევრს არ გთხოვთ, 50 ასეთი ადამიანი მაჩვენეთ და ყველგან, სადაც თქვენ მეტყვით, იქ მოგიხდით ბოდიშს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხუთსაც ვერ ნახავთ ასეთ ადამიანს.

თქვენ, საკუთარი ამომრჩევლისაგან ძალიან შორს ხართ, თორემ იმას არ დაწერდით, რაც დაწერეთ. მინდა გითხრათ, თქვენ რომ ჭეშმარიტად ის სარწმუნოება გწამდეთ, რასაც წერთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან.

ქალბატონო ნანა, შეცდომა მართლაც ყველას მოსვლია, მაგრამ შეცდომის გამოსწორებას სიმამაცე უნდა და არა „ამომრჩეველმა მთხოვა არ წახვიდეო“, როგორც ჩანს თქვენ ეს სიმამაცე არ გაქვთ. არც ის სიმამაცე გაქვთ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, მიხვიდეთ და გარდაცვლილის ახლობლებს შენდობა სთხოვოთ, იქნებ მიგიღოთ და დეგლაპარაკოთ კიდეც.

რწმენაზე ინტიმური და პირადი არაფერია. ნამდვილად ვერ ვიმსჯელებ იმაზე, ვის როგორ სწამს, მაგრამ როცა ადამიანი ბოროტად წერს, მის მორწმუნეობაში ეჭვი მეპარება, რადგან ქრისტიანობა თავიდან-ბოლომდე სიყვარულია, მისხალი ბოროტი არ დევს მორწმუნე ადამიანის გულში და არც პოსტებში.

ქალბატონო ნანა, აზრზე არ ვარ, რომელი კანონპროექტის ინციატორი ხართ (საერთოდ თუ ხართ), არც ის ვიცი (და არ მოგატყუებთ რომ არც მაინტერესებს) საჭირბოროტო საკითხების განხილვაში ხართ თუ არა ხოლმე ჩართული, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ, თქვენი წასვლით ყველაზე კარგს გააკეთებთ, ვიდრე აქამდე გაგიკეთებიათ ან საკრებულოს დეპუტატობის მანდატის დასრულებამდე გააკეთებთ.

ამიტომ თქვენ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ თანამდებობიდან, რადგან ესაა სწორედ ამომრჩევლის დაკვეთა. თქვენი წასვლა კი მაგალითი უნდა იყოს თქვენი კოლეგებისთვის, რომ მსგავსი აღარ გააკეთონ და საკუთარი უმსგავსო პოსტები, ქრისტიანობისთვის ბრძოლის საბურველით არ შენიღბონ.

პ.ს. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ, ჩემს კოლეგას, სალომე ბარკერს, დის გარდაცვალების გამო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (32)
მედეა
10 ივნისი 2019 11:31
სახურავზე გვამების შემოწყობას და მაღალჩინოსნისგან 2 გ ვ ა მ ი ს მოთხოვნის მოსმენას ისე არ გამოუწვევია ხალხის უარყოფითი აჟიოტაჟი, როგორც ამ ქალბატონის უნებლიედ დავებულმა სიტყვიერმა შ ე ც დ ო მ ა მ. ნიკა გვარამია ამაზე ათასჯერ მეტ სიბოროტეს ხმამაღლა და გამომწვევად ამბობს--იმაზე რეაგირება არ არის და რა გ ა ა წ ყ ა ლ ე თ გული ამ ფსევდო ჰუმანურობით. ქალბატონ კოსტავას მოვუწოდებ---ჯიუტად გამოიწვიოს ეს ფ ა რ ი ს ე ვ ე ლ ი საზოგადოება დუელში, არ გადადგეს, არ გასცეს პასუხი მათ და რ ო გ ო რ მ ე გაუძლოს ამ უსაშველო არასამართლიან წ ნ ე ხ ს. აბა, თუ ვაჟკაცები ხართ ნ ი კ ა გ ვ ა რ ა მ ი ა ს მოთხოვეთ ასე მძაფრად პასუხი ჟურნალისტის ცემაზე, დედის საჯაროდ გინებაზე და სხვა სიბილწეებზე. დ ა ჩ ა გ რ ე თ პატიოსანი ქალბატონი, რომელმაც ბ ო დ ი შ ი მაშინვე მოიხადა. ოჰ, თქვე მ ი კ ე რ ძ ო ე ბ უ ლ ე ბ ო , არაობიექტურებო და ვითომ ჰუმანურებო.
Mirians
07 ივნისი 2019 15:06
ღმერთი სიკვდილით არ სჯის ადამიანებს,მითუმეტეს ბავშვებს,მითუმეტეს მისი,სარწმუნოების და პატრიარქის აუგად მოხსენიებისთვის,იგი კაცთმოყვარეა და არა ჯალათი.კაცი ხარ და ნუ იწყევლები
D.N.
06 ივნისი 2019 03:07
აბურჯგა ჯიგარი ხარ!
miriani
05 ივნისი 2019 12:04
იქნებ უფლის და სარწმუნოების და პატრიარქის აუგად მოხსენიებისათვის მიეცათ უფლისაგან ეს სასჯელი ამაზე თუ უფიქრიათ მათ? ახლა ასე რომ სწყევლიან ამ კოსტავას . იქნებ კოსტავაზე მეტი მათ დააშავეს სიწმინდეებს რომ შეეხნენ .
dd
05 ივნისი 2019 11:05
კი მაგრამ რა დაგემართა , ვერ დაიმოკლე ენა ?
aburjga
05 ივნისი 2019 10:57
ამისთანა უსამართლობა გაგიგონიათ კაცო?! ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო, დამნაშავეები, მწამებლები, ბიუჯეტის მფლანგველები.... უსინდისოდ პარლამენტში გამოჯგიმულან! ის კი არა საზოგადოებას ხშირად ამუნათებენ და მორალს უკითხავენ! აქეთ ეს გარყვნილი ტელებომონდი, უცხო ქვეყნის აგენტურა, ლგბტ და მისი დამცველებ, უზნეოები, ყველაფერი ქართულის მოძულენი... წაესიენ ამ საცოდავ კოსტავას როყიოდ თქმული ერთი ფრაზის გამო და მზად არიან მსხვერპლად შეწირონ თავიანთ ბოროტ ვნებებს! ხელები შორს, თქვენი სისხლიანი და ჭუჭყიანი ხელები შორს ამ საცოდავი ადამიანისაგან! ვინ ხართ, რა ხართ, მართლა როგორ ბოლომდე დაგიკარგავთ ადმიანობა?! ქართული ოცნებც რომ განუდგა?! თქვენ იმათზე უარესები ხართ ვინც ზემოდ ჩამოვთვალე. ქრისტიანი არ ხართ არცერთი!!! არ ხართ! რაო ქრისტემ რა იკითხა როც დედაკცს ჩაქოლვას უპირბდნენ? პირველი ქვა იმან ესროლოს ვინც უცოდველიაო, ხომ?! იქ ქვის სროლა ვერავინ გაბედა, თუმცა ცოდვილნი იყვნენ, მაგრამ არა უსინდისონი! აქ კი ქვები უბეში ჩაგილაგებიათ და უსინდისოდ უსწორებთ ანგარიშს თქვენს თანამოძმეს, ალბათ ასჯერ თქვენზე ნაკლებად ცოდვილს!
კოკო
05 ივნისი 2019 10:29
ღმერთს ვევედრებით ,ოჯახის წევრები გვყავდეს ჯანმრთელად ,ქვეყანაში იყოს მშვიდობა , დაჩოქილი ვიწერთ პირჯვარს.

და ვიღაც ბინძური ღორი ,რომელსაც არფრის რწმენა არააქვს , თითზე წამოცმული პრეზერვატივით უნდა პოპულიარობა არის ნამდვილი ნაგავი . წერტილი ასეა ეს

გოგონა ,რომელიც გარდაიცვალა ღმერთმა ნათელსი ამყოფოს.

და ნანა კოსტავა კი არა გვემხობა ქვეყანა თავზე და ამაზე გაახილეთ თვალები
kote
05 ივნისი 2019 09:46
იმ შუაშია ჩემო კარგო ადამიანო რომ იმ ცხრა აპრილის მემორიალის ადგილას ქვეყნის თავისუფლებისთვის შეწირული ქართველების სისხლია დანთხეული ხოლო რაც შეეხება რა რის შემდეგ განიხილება იქნებ ინებოთ და ეგ კითხვა 9აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს დაუსვათ მაგრამ ამას არ იზავთ რადგან მას შემდეგ 30წელი გავიდა და ეგ ამბავი ამ ეპოქაში ვიღას აინტერესებს კიდევ ვიმეორებ ამ ადამიანის გამართლება უზნეობაა მაგრამ სხვის თვალში ბეწვს ამჩნევდე და შენში დირეს ვერა არც ეს არის ზნეობრივი საქციელი
"კვირის პალიტრა" წარმატებები!!!!
05 ივნისი 2019 08:26
ყველაფერს საზღვარი აქვს და მათ შორის თვალთმაქცობასაც! თან იმ უღმერთოს უკეთებთ რევერანსებს და თან ქრისტიანობის პრინციპებზე გვიკითხავთ ლექციებს. მხოლოდ ერთს ვწუხვარ, რომ მსგავსი მარაზმი ჩემს საყვარელ "კვირის პალიტრაში" იბეჭდება.
giorgi
05 ივნისი 2019 06:45
მივმარტავ ნანა კოსტავას , არავიტარ შემტხვევაში არ უნდა დატოვოს სამსახური ,ვინ გკიტხავტ ტქვენ საერტოდ და რატომ უნდა დატოვოს სამსახურიიი? მარტლა ტავზე გადააჯექიტ ხალხს ,ტქვე უპლის მოზულენო სექტანტებო , როგორ წაბილწოტ სიწმინდეეები და საზოგადოება გამოგყავტ მდგომარეობიდან ,ზალიან მაინტერესებს განდონი რომ წამოიცვა ტიტებზე და იმ ტიტებიტ ლოცულობდა სალომე ,დედამის რატო მაშინ არ ქონდა რეაქცია ? რა სიტყვებიტ აგინებდნენ გამზრდელ დედას და ლანზგავდნენ? ან შვილ მკვდარმა დედამ როგორ იკადრა და ლოცვებში შვილებს დაგიწყევლიო ,ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა , დაა იცოდეტ უPლის მოზულენი უპალი სუფევს ,უპალი დიდია ,ის ყველაპერს ხედავს, არ დაგავიწყდეტ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები