წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
ფოტო:ნანა კოსტავა
გამარჯობა, ქალბატონო ნანა. მე თქვენი ამომრჩეველი არ ვარ და ალბათ ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ ეს წერილი მოგწეროთ, თორემ მეც რომ თქვენი ამომრჩეველი ვიყო, ახლა თქვენს წინაშე ვიდგებოდი მუხლებზე და შეგგვედრებდით - არ წახვიდე, არ მიგვატოვო - მეთქი. შეიძლება მემღერა კიდეც - არ წახვიდე არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია... აკი, ამტკიცებთ, ამომრჩევლების თხოვნით არ მივდივარ საკრებულოდანო...

ქალბატონო ნანა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ თქვენი ყოფნა იქ სადაც ხართ,
არა მხოლოდ პარტიის (რომლის მზესაც იფიცებთ), არამედ ქვეყნის სირცხვილია და თუ ეს ქვეყანა ნამდვილად გიყვართ თქვენ და თქვენს პარტიას, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ.
ჩემს ბავშვობაში, ზღაპრებში გამოგონილი პერსონაჟები იყვნენ ( ალბათ ახლაც არიან, დიდი ხანია ზღაპრები არ წამიკითხავს, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვუსმენ ხოლმე), რომლებიც გაცილებით რეალურები
არიან, ვიდრე ის ამომრჩევლები, ვინც როგორც თქვენ ბრძანებთ, გთხოვათ რომ არ წახვიდეო. ბევრს არ გთხოვთ, 50 ასეთი ადამიანი მაჩვენეთ და ყველგან, სადაც თქვენ მეტყვით, იქ მოგიხდით ბოდიშს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხუთსაც ვერ ნახავთ ასეთ ადამიანს.

თქვენ, საკუთარი ამომრჩევლისაგან ძალიან შორს ხართ, თორემ იმას არ დაწერდით, რაც დაწერეთ. მინდა გითხრათ, თქვენ რომ ჭეშმარიტად ის სარწმუნოება გწამდეთ, რასაც წერთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან.

ქალბატონო ნანა, შეცდომა მართლაც ყველას მოსვლია, მაგრამ შეცდომის გამოსწორებას სიმამაცე უნდა და არა „ამომრჩეველმა მთხოვა არ წახვიდეო“, როგორც ჩანს თქვენ ეს სიმამაცე არ გაქვთ. არც ის სიმამაცე გაქვთ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, მიხვიდეთ და გარდაცვლილის ახლობლებს შენდობა სთხოვოთ, იქნებ მიგიღოთ და დეგლაპარაკოთ კიდეც.

რწმენაზე ინტიმური და პირადი არაფერია. ნამდვილად ვერ ვიმსჯელებ იმაზე, ვის როგორ სწამს, მაგრამ როცა ადამიანი ბოროტად წერს, მის მორწმუნეობაში ეჭვი მეპარება, რადგან ქრისტიანობა თავიდან-ბოლომდე სიყვარულია, მისხალი ბოროტი არ დევს მორწმუნე ადამიანის გულში და არც პოსტებში.

ქალბატონო ნანა, აზრზე არ ვარ, რომელი კანონპროექტის ინციატორი ხართ (საერთოდ თუ ხართ), არც ის ვიცი (და არ მოგატყუებთ რომ არც მაინტერესებს) საჭირბოროტო საკითხების განხილვაში ხართ თუ არა ხოლმე ჩართული, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ, თქვენი წასვლით ყველაზე კარგს გააკეთებთ, ვიდრე აქამდე გაგიკეთებიათ ან საკრებულოს დეპუტატობის მანდატის დასრულებამდე გააკეთებთ.

ამიტომ თქვენ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ თანამდებობიდან, რადგან ესაა სწორედ ამომრჩევლის დაკვეთა. თქვენი წასვლა კი მაგალითი უნდა იყოს თქვენი კოლეგებისთვის, რომ მსგავსი აღარ გააკეთონ და საკუთარი უმსგავსო პოსტები, ქრისტიანობისთვის ბრძოლის საბურველით არ შენიღბონ.

პ.ს. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ, ჩემს კოლეგას, სალომე ბარკერს, დის გარდაცვალების გამო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (32)
ია
04 ივნისი 2019 17:02
უზომოდ შემ3ეცოდა გარდაცვლილი... ვუთანაგრძნობ მის დედას. ამ ქალმა რომ დააშავა, მისი საქციელი რომ სისასტიკეა და არაა ქრისტიანული, ამაზე არავინ დავობს, არც ვინმე გაამართლებს...მაგრამ წმინდანების გამოსახულებიან პრეზერვატივების გამომშვებლებს რომ ამართლებდა, მერე იმ პრეზერვატივს თითებზე რომ იკეთებდა და სიცილით პირჯვარს გადაწერდა აღშფოთებულ და შეურაცხყოფილ მრევლს ეგ თქვენი კოლეგა, უფლის რისხვა რომ დატრიალდა მის ოჯახში, ოდესმე თუ უფიქრია ამაზე... და თუ მიგითითებიათ ოდესმე, რომ უფლის შეურაცხყოფას შესაძლოა მოყოლოდა საშინელი საზღაური... სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის დას, მაგრამ ამას როგორ შესთხოვს უფალს ჯვრის პრეზერვატივით ჩამნაცვლებელი თქვენი კოლეგა...
ზაალი
04 ივნისი 2019 16:45
ვეთანხმები კოტესა და მოქალაქეს, ხოლო მიამ, როგორც მივხვდი ვერაფერი გაიგო, თურმე მხოლოდ წასვლა ყოფილა მთავარი. მან საკადრისი მიიღო და რაღა საჭიროა კიდევ ამ თემაზე ლაპარაკი და გულზე მჯიღის ცემა. მესმის რომ დიდი უბედურება დატრიალდა, მაგრამ ყველას ლანძღვა და წყევლა არ შეშვენის დამწუხრებულ ადამიანს. როგორ გგონიათ რატომ არ იწყევლებიან და არ ლანძრავენ არავის სარალიძეებისა და მაჩალიკაშვილების ოჯახები? ისინი მხოლოდ სიმართლეს ეძებენ და არ ცდილობენ ყველას ყველაფერი დააბრალონ. ალბათ მომავალში იმ ბავშვის ახლობლებიც მიხვდებიან და მოინანიებენ ბავშვების წყევლას. ღმერთმა გაანათლოს იმ ბავშვის სული და როგორ გგონიათ მას ეს წყევლა მოეწონებოდა?
daviti
04 ივნისი 2019 16:36
დასანანია, რომ ძალიან შეეშალა ქალბატონ ნანას, შევახსენებ 90-ე ფსალმუნიდან "დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეხლნენ". ათასი სისულელე შეიძლება მოგვიდეს თავში, მაგრამ არ შეიძლება ყველაფრის თქმა და დაწერა, განაგდე ეს ბოროტი აზრი და ნუ გიხარია ვინმეს სიკვდილი, იმიტომ რომ ყველანი მოვკვდებით ერთ დღეს, გაიხსენე როდის ილოცე ბოლოს სალომე ბარკერისათვის, რომლის საქციელი ჩემთვისაც მიუღებელია.
თბილისი
04 ივნისი 2019 16:35
ბოლოდან უნდა დაგეწყო და დროსაც არ დაგვაკარგვინებდი ამ ფარისევლური ეპისტოლის კითხვაში. თუკი მართლა ასეთი კაცთმოყვარე გრძნობებით ხარ აღვსილი, როგორც ცდილობ თავი მოგვაჩვენო, იმ შენმა კოლეგამ(ამაში მართლა გეთანხმები)მთელ ერს რომ წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა და ზოგისათვის დედასავით ძვირფასი სარწმუნოება უსაძაგლესი ცინიზმით შეუგინა, მაშინ არ შეგაწუხა მორალმა და ადამიანობამ?! ორმაგი სრანდარტი ყველაზე მეტად იმ პროფესიას აბინძურებს,რომელსაც შენ და ის შენი ცინიკოსი კოლეგა ცდილობთ მიეტმასნოთ. პ.ს. ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე "ჟურნალისტო" და მერე სხვის თვალში ეძებე ბეწვი.
ზურა
04 ივნისი 2019 16:34
იმ ქალმა სისულელე გააკეთა, მაგრამ თქვენც იგივეს აკეთებთ მისი განხილვით თქვენი თავის გამოჩენას რომ ცდილობთ. იმ საწყალს თქვენი კოლეგა ბარკერის დედის წყელვაც ეყოფა.
aburjga
04 ივნისი 2019 16:29
ვინც ამ გაუბედურებულ ქალს- ნანა კოსტავს ეს წერილი მიწერა, არამც თუ ქრისტიანი, საერთოდ ადამიანიც არ არის!!! ამ კოსტავამ, რაღაც სიბრიყვთ, 3 სიტყვიანი ფრაზა წამოროშა (დაწერა)! მერე ასგზის ინანა, თანამდებობიდან გადადგა, თავზე ნაცარი წაიყარა...! ამას, ამ წერილს იავტორს კი სიბოროტის მდინარეში უდგას ორივე ფეხი, დაუნდობლობის ჰაერით სუნთქავს, ორივე ხელით ტალახს აყრის კოსტავას და სახეზე ანგელოზის ნიღაბი აუფარებია! ნება რომ მისცე, კოსტავას საჯაროდ ჩამოახრჩობდა! ამ წერილის მწერალს ყველა მისი ნაცნობი და მეზობელი უფრთხილდით, თორემ პატარა ფეხის გადაცდომა და ეგრევე ჯვარს გაცვამთ.
kote
04 ივნისი 2019 16:05
ამ ქალმა რომ დააშავა ამაზე არავინ დავობს მაგრამ ცხრა აპრილის მემორიალზე რომ დაშლიგინებდნენ წმინდანების გამოსახულებიან პრეზერვატივებს უშვებდნენ ეკლესია და სარწმუნოება ქილიკისა და დაცინვის ობიექტად გადააქციეს ვინმეს გაგიჩნდათ სურვილი ამხელა უსტარები გაგეშანშალებინათ და მორიდებით მაინც მიგეთითებინათ რომ მათ გარდა ცხოვრობს საქართველოში ხალხი თან არც თუ ისე ცოტა რომელთათვისაც ეს არანაკლებ მიუღებელი და მტკივნეულია? რაღაც არ მაგონდება
moqalaqe
04 ივნისი 2019 15:57
ნანა კოსტავას თემა გასაგებია და იმდენი ითქვა, რომ განსახილველიც არაფერი დარჩა, მაგრამ გარდაცვლილის(ღმერთმა გაანათლოს მისი სული) დედამ, ნანა კოსტავას ბავშვები რომ დაწყევლა და ფაქტიურად კოსტავას ბავშვის სიკვდილი უსურვა, ამაზე რატომ დუმხართ? თუ თქვენთვის ეგ მოსულა და იმსახურებს??? სანდრო გირგვლიანის დედას, ქალბატონ ირინა ენუქიძეს, არა თუ მისი შვილის მწამებლების და მკვლელების შვილები, თვითონ მწამებლები და მკვლელებიც კი არ დაუწყევლია!!!
mia
04 ივნისი 2019 14:50
წასვლის შემდეგ იცინე. ბევრი იცინე. ამით ჩვენც გავიცინებთ და ვიტყვით, რომ სამართალმა პური ჭამა.
---------------
04 ივნისი 2019 14:25
ანრი ჯოხაძის სიმღერა მაგონდება .............................ყველა ქალი ქალია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები