წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
ფოტო:ნანა კოსტავა
გამარჯობა, ქალბატონო ნანა. მე თქვენი ამომრჩეველი არ ვარ და ალბათ ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ ეს წერილი მოგწეროთ, თორემ მეც რომ თქვენი ამომრჩეველი ვიყო, ახლა თქვენს წინაშე ვიდგებოდი მუხლებზე და შეგგვედრებდით - არ წახვიდე, არ მიგვატოვო - მეთქი. შეიძლება მემღერა კიდეც - არ წახვიდე არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია... აკი, ამტკიცებთ, ამომრჩევლების თხოვნით არ მივდივარ საკრებულოდანო...

ქალბატონო ნანა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ თქვენი ყოფნა იქ სადაც ხართ,
არა მხოლოდ პარტიის (რომლის მზესაც იფიცებთ), არამედ ქვეყნის სირცხვილია და თუ ეს ქვეყანა ნამდვილად გიყვართ თქვენ და თქვენს პარტიას, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ.
ჩემს ბავშვობაში, ზღაპრებში გამოგონილი პერსონაჟები იყვნენ ( ალბათ ახლაც არიან, დიდი ხანია ზღაპრები არ წამიკითხავს, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვუსმენ ხოლმე), რომლებიც გაცილებით რეალურები
არიან, ვიდრე ის ამომრჩევლები, ვინც როგორც თქვენ ბრძანებთ, გთხოვათ რომ არ წახვიდეო. ბევრს არ გთხოვთ, 50 ასეთი ადამიანი მაჩვენეთ და ყველგან, სადაც თქვენ მეტყვით, იქ მოგიხდით ბოდიშს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხუთსაც ვერ ნახავთ ასეთ ადამიანს.

თქვენ, საკუთარი ამომრჩევლისაგან ძალიან შორს ხართ, თორემ იმას არ დაწერდით, რაც დაწერეთ. მინდა გითხრათ, თქვენ რომ ჭეშმარიტად ის სარწმუნოება გწამდეთ, რასაც წერთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან.

ქალბატონო ნანა, შეცდომა მართლაც ყველას მოსვლია, მაგრამ შეცდომის გამოსწორებას სიმამაცე უნდა და არა „ამომრჩეველმა მთხოვა არ წახვიდეო“, როგორც ჩანს თქვენ ეს სიმამაცე არ გაქვთ. არც ის სიმამაცე გაქვთ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, მიხვიდეთ და გარდაცვლილის ახლობლებს შენდობა სთხოვოთ, იქნებ მიგიღოთ და დეგლაპარაკოთ კიდეც.

რწმენაზე ინტიმური და პირადი არაფერია. ნამდვილად ვერ ვიმსჯელებ იმაზე, ვის როგორ სწამს, მაგრამ როცა ადამიანი ბოროტად წერს, მის მორწმუნეობაში ეჭვი მეპარება, რადგან ქრისტიანობა თავიდან-ბოლომდე სიყვარულია, მისხალი ბოროტი არ დევს მორწმუნე ადამიანის გულში და არც პოსტებში.

ქალბატონო ნანა, აზრზე არ ვარ, რომელი კანონპროექტის ინციატორი ხართ (საერთოდ თუ ხართ), არც ის ვიცი (და არ მოგატყუებთ რომ არც მაინტერესებს) საჭირბოროტო საკითხების განხილვაში ხართ თუ არა ხოლმე ჩართული, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ, თქვენი წასვლით ყველაზე კარგს გააკეთებთ, ვიდრე აქამდე გაგიკეთებიათ ან საკრებულოს დეპუტატობის მანდატის დასრულებამდე გააკეთებთ.

ამიტომ თქვენ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ თანამდებობიდან, რადგან ესაა სწორედ ამომრჩევლის დაკვეთა. თქვენი წასვლა კი მაგალითი უნდა იყოს თქვენი კოლეგებისთვის, რომ მსგავსი აღარ გააკეთონ და საკუთარი უმსგავსო პოსტები, ქრისტიანობისთვის ბრძოლის საბურველით არ შენიღბონ.

პ.ს. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ, ჩემს კოლეგას, სალომე ბარკერს, დის გარდაცვალების გამო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (32)
ძალიან გაუნათლებელი
04 ივნისი 2019 22:31
მოქალაქე

შენ ხარ მარტო აქ სწორად მოაზროვნე....
..კოსტავა ადვილი წასაქცევია(მით უმეტეს რომ უკვე წაქცეულია) და მიტომ აყრიან ქოქოლას
აბა შენ რომ ამბობ იმ ხალხზედ ამოიღონ ხმა---------ეგრევე დედა ეტირებათ...
ხოოოდა ლანძღეთ კოსტავა....შიგა და შიგ მიაწყევლეთ კიდეც
კოტეს
04 ივნისი 2019 21:29
აუ კოტე გენაცვალე თუ შვილი გყავს ღმერთმა დითხანს და ჯანმრთელად გიმყოფოს,დანარჩენი რასაც შენ სწერ მაგის მერე განიხილე ................
maTe
04 ივნისი 2019 20:27
კოტეს ვეთანხმები! ჩვენ ს დედა ეკლესიას, პატრიარქს, სარწმუნოებას, ტრადიციებს ვინ აღარ ებრძვის, მაგრამ არავინ არ გამობრძანებულან და არ გაუპროტესტებიათ? ვერ გავიგე თუ იქით მხარეს შეიძლება დაგვცინონ და აბუჩად მოგვიხსენიონ ? ჩვენი მხრიდან რა არ ეკადრებათ რამე ვუთხრათ? ჯერ დეისაძეს და მის ვაი გიჟ პოეტებს და მწერლებს ლაშა ბუღაძის მეთაურობით ხახვივით შერჩათ ყველაფერი ვითომც არაფერი. უკვე ყელში ამოვიდა ესეთი მდგომარეობა! ვინ არიან ვის დაკარგვიან, რომ მაგათ გამო ადამიანმა სამსახურები დაკარგონ. ამ უმსგავსოებას უნდა დაესვას წერტილი!!!!!!
?
04 ივნისი 2019 19:38
პატივცემულო ჟურნალისტო, გულახდილად მიპასუხე ან ჰო ან არა, მოგეწონათ ბარკერის ის "ცნობილი" ჟესტი?
მარიკა_ლელა ლეჟავა
04 ივნისი 2019 19:32
ნამდვილად გჯერათ ქალბატონო რომ დარჩენით კეთილ საქმეს გააკეთებთ?ქვეყანას არც წასვლით დააკლდება რამე იქნებ თქვენ უფრო გჭირდებოდეთ წასვლა რომ ერთ მშვენიერ დღეს უპატიებლად არ შეიძულოთ საკუთარი თავი...ჩემი აზრით საზოგადოებასაც გვიჭირს მორალურად თორემ მაია ასათიანის სტატუსის მერე როგორ გყავდათ გვერდით ადამიანები ვინც სამაგალითოდ არ დაგსჯიდნენ,რომ იგივე არ გექნათ ცოტა მერეც.....წასვლა თქვენს სულს ჭირდება მოსანანიებლად დავდარჩენა ნეტა ვის?
ნინო
04 ივნისი 2019 18:28
ხალხი ბრბოს დაემსგავსეტ.ერტი იტყვის და აჰყვებიტ ბღავილიტ!!

განა გამარტლება აკვს კოსტავას?? მაგრამ სხვას რატომ არ მიუტიტებტ ასე კრიტიკულად??
მტავრობის წევრები რომლებიც ყოველდღიურად ყიდიან და აკცევენ კვეყანას მატ რატომ არ ეუბნებიტ "წადით"?? კომენტარები წაიკიტხეტ იკ სხვა მაგალიტებიჩ მოგიყვანეს!!

კოსტავა არ არის საკარტველოს პრობლემა, მტლიანად კვეყნის მმარტველობა არის პრობლემა რომ განატლებით, გამოცდილების მიხედვიტ კი არ იღებენ სამსახურებს ადამიანები არამედ ნაცნობობიტ და ჩაწყობებიტ. ასე არის დაკომპლეკტებული მტელი მტავრობა და მატი შემდგომ დაკვემდებარებული ორგანიზაციები. ტუნდაც სასამარტლოს შეხედეტ..და კოსტავა გახდა ტურმე საკარტველოს პრობლემა?? სულ არ ვიცნობ , ვინც არ უნდა იყოს კოსტავა ის კრისტიანისტვის (როგორც ტვიტონ იჩემებს) მიუღბლად მოიკცა!
მაგრამ ბრბო?? აი ეს არის საკარტველოს რომ ჭაობში უპრო ღრმად და ღმად იტრევს. არ იპიკროთ ეს ბრბო ხალხშია მხლოდ ის "მაღალი ეშელონიდან " იწყება ! ნინო
Mia
04 ივნისი 2019 17:43
Prezervativis titze wamocma da pirjvaris gadawera ratom ar gaaprotestet
ტოტო
04 ივნისი 2019 17:32
ეს ქალბატონი არის ქუთაისის საკრებულოს სახე....
კოტეს და მოქალაქეს
04 ივნისი 2019 17:26
რა შუაშია 9 აპრილის მემორიალი, ან ირინა ენუქიძე ამ საკითხთან? მაგ თემებზე ბევრია სალაპარაკო და თანაც უამრავი, ან გირგვლიანის სახელი როგორ გამოიყენა ამ მთავრობამ და მერე ყველა მისი მოსამართლე პირად ადვოკატებად გაიხადა, ან ცხრა აპრილის გმირი ლებედი როგორ აფინანსა ამათმა ბელადმა, მაგრამ თქვენ ამ კოსტავაზე იალაპარაკეთ და მის სიძულვილის იდეოლოგიაზე, ვისაც მისი ყველა ოპონენტის სიკვდილი ასე ღიად უხარია. რა ქრისტიანობა, რის რწმენა, ამ ურჯულომ საკუთარი ჯიბის და გამორჩენის მეტი იცის რამე?
იზა
04 ივნისი 2019 17:24
ძალიან მაინტერესებს მაია ასათიანს რომ დაუწერა კომენტარი, მაშინ რატომ არ ატეხეთ ასეთი ამბავი. მგონია, რომ გარდაცვლილის და, გვარგადაკეთებული ვიღაცა სალომე ბარკერი რადგან დასცინის ღმერთს და ლგბტ-ების მიმართ არ არის გულგრილი,(ნახეთ მისი ვიდეოები) იმიტომ ახმაურდით, თორემ სულ არ გაინტერესებთ კოსტავა ვის რას დაუწერდა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები