წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
წერილი ნანა კოსტავას - მორწმუნე რომ იყოთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან
ფოტო:ნანა კოსტავა
გამარჯობა, ქალბატონო ნანა. მე თქვენი ამომრჩეველი არ ვარ და ალბათ ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ ეს წერილი მოგწეროთ, თორემ მეც რომ თქვენი ამომრჩეველი ვიყო, ახლა თქვენს წინაშე ვიდგებოდი მუხლებზე და შეგგვედრებდით - არ წახვიდე, არ მიგვატოვო - მეთქი. შეიძლება მემღერა კიდეც - არ წახვიდე არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია... აკი, ამტკიცებთ, ამომრჩევლების თხოვნით არ მივდივარ საკრებულოდანო...

ქალბატონო ნანა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ თქვენი ყოფნა იქ სადაც ხართ,
არა მხოლოდ პარტიის (რომლის მზესაც იფიცებთ), არამედ ქვეყნის სირცხვილია და თუ ეს ქვეყანა ნამდვილად გიყვართ თქვენ და თქვენს პარტიას, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ.
ჩემს ბავშვობაში, ზღაპრებში გამოგონილი პერსონაჟები იყვნენ ( ალბათ ახლაც არიან, დიდი ხანია ზღაპრები არ წამიკითხავს, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვუსმენ ხოლმე), რომლებიც გაცილებით რეალურები
არიან, ვიდრე ის ამომრჩევლები, ვინც როგორც თქვენ ბრძანებთ, გთხოვათ რომ არ წახვიდეო. ბევრს არ გთხოვთ, 50 ასეთი ადამიანი მაჩვენეთ და ყველგან, სადაც თქვენ მეტყვით, იქ მოგიხდით ბოდიშს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხუთსაც ვერ ნახავთ ასეთ ადამიანს.

თქვენ, საკუთარი ამომრჩევლისაგან ძალიან შორს ხართ, თორემ იმას არ დაწერდით, რაც დაწერეთ. მინდა გითხრათ, თქვენ რომ ჭეშმარიტად ის სარწმუნოება გწამდეთ, რასაც წერთ, სიბოროტე ისევე შორს იქნებოდა თქვენგან, როგორც თქვენ ხართ ქრისტიანობისაგან.

ქალბატონო ნანა, შეცდომა მართლაც ყველას მოსვლია, მაგრამ შეცდომის გამოსწორებას სიმამაცე უნდა და არა „ამომრჩეველმა მთხოვა არ წახვიდეო“, როგორც ჩანს თქვენ ეს სიმამაცე არ გაქვთ. არც ის სიმამაცე გაქვთ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, მიხვიდეთ და გარდაცვლილის ახლობლებს შენდობა სთხოვოთ, იქნებ მიგიღოთ და დეგლაპარაკოთ კიდეც.

რწმენაზე ინტიმური და პირადი არაფერია. ნამდვილად ვერ ვიმსჯელებ იმაზე, ვის როგორ სწამს, მაგრამ როცა ადამიანი ბოროტად წერს, მის მორწმუნეობაში ეჭვი მეპარება, რადგან ქრისტიანობა თავიდან-ბოლომდე სიყვარულია, მისხალი ბოროტი არ დევს მორწმუნე ადამიანის გულში და არც პოსტებში.

ქალბატონო ნანა, აზრზე არ ვარ, რომელი კანონპროექტის ინციატორი ხართ (საერთოდ თუ ხართ), არც ის ვიცი (და არ მოგატყუებთ რომ არც მაინტერესებს) საჭირბოროტო საკითხების განხილვაში ხართ თუ არა ხოლმე ჩართული, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ, თქვენი წასვლით ყველაზე კარგს გააკეთებთ, ვიდრე აქამდე გაგიკეთებიათ ან საკრებულოს დეპუტატობის მანდატის დასრულებამდე გააკეთებთ.

ამიტომ თქვენ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ თანამდებობიდან, რადგან ესაა სწორედ ამომრჩევლის დაკვეთა. თქვენი წასვლა კი მაგალითი უნდა იყოს თქვენი კოლეგებისთვის, რომ მსგავსი აღარ გააკეთონ და საკუთარი უმსგავსო პოსტები, ქრისტიანობისთვის ბრძოლის საბურველით არ შენიღბონ.

პ.ს. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ, ჩემს კოლეგას, სალომე ბარკერს, დის გარდაცვალების გამო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (32)
???
04 ივნისი 2019 14:24
წადი, წადი წადი !!!!
-----
04 ივნისი 2019 13:59
აი როგროია სიბნელე!!! ასეთები ასახმდნენე ტალახას მარიტას და იმეტებდნენ სასიკვდლიოდ ქრისტეს სახელით!!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები