პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი...
23-07-2019
პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი...
ამ ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა რომ "რუსთავი 2" არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის, ხოლო "ვარდების რევოლუცია" თავიდან ბოლომდე სოროსმა კი არა, მე დავაფინანსეო... ამ განცხადებებმა ადამიანები ქართულ სოციალურ ქსელში ხუმრობის ხასიათზე დააყენა, გაჩნდა არაერთი ხუმრობა, ამჯერად გთავაზობთ ჩემებურ ვერსიებს კაცობრიობის განვითარების რა ახალი ფურცლები უკავშირდება ირაკლი ოქრუაშვილს:

ირაკლი ოქრუაშვილი:
მე კარგად მახსოვს კიდობანი, სადაც ნოეს ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს;

ნოემ, კიდობანიდან, წარღვნის მერე, არა მტრედი, არამედ მე
გამიშვა;

მინდა გითხრათ, რომ ტროას ცხენის მართვისას საკმაოდ დამცხა;

ხეოფსის პირამიდას სახელი შეცდომით ჰქვია და რეალურად ის ოქრუაშვილის პირამიდაა;

პირველი იოლი იყო, მაგრამ მეცხრე სიმფონიის დაწერა ცოტა გამიჭირდა;

დარვინი ყოველთვის ცდებოდა, სად იყო მაიმუნი, მე რომ ტყვიავში ვცხოვრობდი;

აისბერგი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ტიტანიკი რომ
დამეჯახა, ნამდვილად მტკივნეული იყო;

სურამის ციხეში ჩაყოლება მეტკინა, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის უფრო მეტსაც ავიტან;

ნილ არმსტორნგი რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა, რადგან მთვარეზე მარტო ყოფნა უკვე მომაბეზრებელი იყო;

ფარნავაზმა ანბანი რომ მომპარა, მაგაზე მეტად ის მეწყინა, ვახტანგ გორგასალმა რომ თბილისის დაარსება მიიწერა;

ძმებ ლუმიერებს ჩემთან ვპატიჟებდი და კინოებს ვაყურებინდები ხოლმე;

პარიზში, ოქრუაშვილის კოშკს რომ ვაშენებდი, ვინმე გუსტავ ეიფელი მიმტკიცებდა, ეგ რკინის ჩონჩხი ფრანგებს არ მოეწონებათო. იმდენი მეჩიჩინა, ბოლოს ვუთხარი მე თავს ვანებებ და თუ გინდა შენ ააშენე-მეთქი...

პ.ს. მოკლედ, პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი...

არ გამიკვირდება, ამ ბლოგის ავტორიც თავად ირაკლი ოქრუაშვილი აღმოჩნდეს

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლალი
02 სექტემბერი 2019 21:04
თავის დროზეც გამიკვირდა, ოქრუაშვილის განცხადებებს ხუმრობა და ღლიცინი რომ მოყვა და არა პროკურატურის სერიოზული დაინტერესება, და ახლაც მიკვირს ეს სტატია, უადგილო და ზედმეტი მგონია. ოქრუაშვილის განცხადებები ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებებია.როცა ამბობს, მე დავაფინანსეო, გულისხმობს არა საკუთარ ფულს, არამედ გარედან შემოსულ თუ ქვეყნის შიგნით ბიზნესის რეკეტით ნაშოვნ ფულს, რომელიც მის ხელში იყრიდა თავს. ფაქტობრივად აღიარებს,, რომ ეგ იყო ნაციონალების მთავარი ,,მოლარე" ,
ლუხო
28 ივლისი 2019 09:05
აბი გლუკოზა დანაპირა მხარეს შემოუწყვეთ კოტოშები, სანამ მაგან არ შემოუწო კოტოშები პროკურატურას.
ლია
24 ივლისი 2019 11:05
ძალიან მაგარია, ერთი საათია ვიცინი და თავს ვერ ვიკავებ, გაიხარე!

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები