პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი... - კვირის პალიტრა

პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი...

ამ ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა რომ "რუსთავი 2" არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის, ხოლო "ვარდების რევოლუცია" თავიდან ბოლომდე სოროსმა კი არა, მე დავაფინანსეო... ამ განცხადებებმა ადამიანები ქართულ სოციალურ ქსელში ხუმრობის ხასიათზე დააყენა, გაჩნდა არაერთი ხუმრობა, ამჯერად გთავაზობთ ჩემებურ ვერსიებს კაცობრიობის განვითარების რა ახალი ფურცლები უკავშირდება ირაკლი ოქრუაშვილს:

ირაკლი ოქრუაშვილი: მე კარგად მახსოვს კიდობანი, სადაც ნოეს ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს;

ნოემ, კიდობანიდან, წარღვნის მერე, არა მტრედი, არამედ მე გამიშვა;

მინდა გითხრათ, რომ ტროას ცხენის მართვისას საკმაოდ დამცხა;

ხეოფსის პირამიდას სახელი შეცდომით ჰქვია და რეალურად ის ოქრუაშვილის პირამიდაა;

პირველი იოლი იყო, მაგრამ მეცხრე სიმფონიის დაწერა ცოტა გამიჭირდა;

დარვინი ყოველთვის ცდებოდა, სად იყო მაიმუნი, მე რომ ტყვიავში ვცხოვრობდი;

აისბერგი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ტიტანიკი რომ დამეჯახა, ნამდვილად მტკივნეული იყო;

სურამის ციხეში ჩაყოლება მეტკინა, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის უფრო მეტსაც ავიტან;

ნილ არმსტორნგი რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა, რადგან მთვარეზე მარტო ყოფნა უკვე მომაბეზრებელი იყო;

ფარნავაზმა ანბანი რომ მომპარა, მაგაზე მეტად ის მეწყინა, ვახტანგ გორგასალმა რომ თბილისის დაარსება მიიწერა;

ძმებ ლუმიერებს ჩემთან ვპატიჟებდი და კინოებს ვაყურებინდები ხოლმე;

პარიზში, ოქრუაშვილის კოშკს რომ ვაშენებდი, ვინმე გუსტავ ეიფელი მიმტკიცებდა, ეგ რკინის ჩონჩხი ფრანგებს არ მოეწონებათო. იმდენი მეჩიჩინა, ბოლოს ვუთხარი მე თავს ვანებებ და თუ გინდა შენ ააშენე-მეთქი...

პ.ს. მოკლედ, პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი...

არ გამიკვირდება, ამ ბლოგის ავტორიც თავად ირაკლი ოქრუაშვილი აღმოჩნდეს

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს