"ფეისბუკით" წასული პრემიერი, ანუ "რა საოცრად წავიდა"
"ფეისბუკით" წასული პრემიერი, ანუ "რა საოცრად წავიდა"
უწინდელ დროს, როცა პრემიერები თანამდებობას ტოვებდნენ, როგორც წესი, ყოველთვის სატელევიზიო ლაივი იყო, რიგ შემთხვევაში, მომდევნო პრემიერი მადლობას უხდიდა უკვე ყოფილს იმ უზარმაზარი საქმის გამო, რაც მან გააკეთა და ისიც მიდიოდა...  ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა "ფეისბუკპოსტით" დატოვა. ალბათ მსოფლიოში პირველად, ნამეტანი წინ გაიჭრა სოცქსელებში "ქართული ოცნება", აგერ ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან "ვოთსაფით" გაუთავისუფლებიათ...

დღევანდელიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ახალ პრემიერს, პირველ რიგში "ფეისბუკის" საფუძვლიან ცოდნას
მოსთხოვენ, აბა, დრო როცა მოვა, პოსტი ხომ უნდა გამოაქვეყნოს?!

პრემიერი კი წავიდა, ამ ამბავში ჩემთვის ყველაზე უცნაური მაინც ის იყო, პოსტფაქტუმ რომ მიიპატიჟა ჟურნალისტები და მოუყვა მთელი ზღაპრები, რაც "ფეისბუკზეც" გამოფინა.

თითქმის ერთი წელი იყო მამუკა ბახტაძე პრემიერად და უპირველესად, რაც მისი პრემიერობის პერიოდიდან მახსენდება,
მამუკა გორგოძის რაგბის ნაკრებში დაბრუნებაა.

ახლა მამუკა გორგოძე ალბათ ფიქრობს, თვითონ თუ მიდიოდა, მე რაღას დამაბრუნაო...

მახსოვს მილიონობით ჩამოწერილი ვალიც, მაგრამ მაგას ბახტაძე რას მოახერხებდა, რომ არა მამა და მარჩენალი, აი, ის ვინც როგორც მოიყვანა, ისე წიყვანა მამუკა ბახტაძე...

მახსოვს, მახათაზე პრემიერის ლაივიც ნამეტანი უცნაურად რომ დაემსგავსა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, ვინ იცის, იქნებ, იქიდან აიცრუა ბატობმა ბიძინამ გული ყმაწვილ ბახტაძეზე...

გასახსენებელი რომაა რაღაც, ეგ უკვე კარგია, პრემიერები გვახსოვს, რომლებიც ისე მოდიოდნენ და მიდიოდნენ სამახსოვროს არაფერს გვიტოვებდნენ. ნათქვამია, ადამიანმა რამე რომ გააფუჭოს, ამისთვის საჭიროა რამე გააკეთოსო, ჰოდა, რთულია ექსპრემიერის გაფუჭებულ საქმეებზე ლაპარაკი, თუმცა ლარის გაუფასურების რეკორდებიც სწორედ მის მმართველობას რომ დაემთხვა, ფაქტია...

პ.ს. მოკლედ, მამუკა ბახტაძე წავიდა. დღეისათვის, ის, საქართველოს ისტორიაში, ვგონებ, ერთადერთი პრემიერია, რომელმაც ისე დატოვა თანამდებობა, რომ არცერთ კაცსაც არ მოუთხოვია მისი გადადგომა.

წარმატებები ბატონი, მამუკა, adios, amigo, ოღონდ მისია ამოვწურეო რომ ამბობთ, იქნებ, ჩვენც გაგვარკვიოთ, რაში მდგომარეობდა ეს მისია?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
რეზო
10 სექტემბერი 2019 02:08
სივისთვის ჭირდებოდა და ბიძინამ უჯიგრა. წავა ეხლა და სადმე ევროპაში კარგ სამსახურს იშოვის, ან მაინც ვერ იშოვის.
:))))
07 სექტემბერი 2019 15:08
გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა :))))))))
ბახტაძეზეა ნათქვამი
04 სექტემბერი 2019 12:15
არაუშავს, ისევ მოვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა