ჩადით თაზაქენდის საჯარო სკოლაში და დაუჭირეთ მხარი ჰამიდ სადიხს! - ღია წერილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს
ჩადით თაზაქენდის საჯარო სკოლაში და დაუჭირეთ მხარი ჰამიდ სადიხს! - ღია წერილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს
ფოტო:ჰამიდ სადიხი, მიხეილ ბატიაშვილი
სურამელის ბლოგი

ბატონო მიხეილ, მოგეხსენებათ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს საჯარო ბოდიში მოახდევინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგონას მოტაცება გააპროტესტა. დარწმუნებული ვარ, ისიც მოგეხსენებათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, მაგრამ გარდა იმისა, რომ არასრულწლოვანი გოგონების მოტაცება ძალაში რჩება, ასევე კვლვაც ჩვეულებრივი ამბავია ადამიანის თემის მიერ შეჩვენება.

ეს კარგი და სამაგალითო მასწავლებელი, ჰამიდ სადიხია. ადამიანი, რომელმაც გაბედა და მავნე ტრადიციას წინ აღუდგა, გააპროტესტა
ის, რის გამოც უამრავი გოგონას ცხოვრება ჯოჯოხეთად ქცეულა, იმის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც, ძალიან ბევრი ნიჭიერი და რეალიზებული მოქალაქე დაკარგა საქართველომ, ამ სწორ მოქალაქეობრივ ნაბიჯს კი თემი დაუპირსპირდა, ალბათ 21-ე საუკუნის შიშით ვერ გაბედეს, თორემ ეგებ ქვებითაც ჩაექოლათ.

როგორც ცნობილი გახდა, მასწავლებელი გაკვეთილიდან გაიყვანეს და
ისე მოახდევინეს ბოდიში, თან საჯაროდ ეუბნებოდნენ, რომ ასეთ სამარცხვინო ადამიანს მასწავლებლობის უფლება არ აქვს. ვიდეო გადაიღეს და მთელ სოფელში გაავცელეს, ვითომდა ნახეთ, როგორ სამაგლითოდ დავსაჯეთ ტრადიციის შეურაცხმყოფელიო. ტრადიციას და გნებავთ კანონს, თუ ადამიანისთვის სიკეთე არ მოაქვს, მაშინ ის ტრადიცია დასავიწყებელი, ხოლო კანონი შესაცვლელია.

დავიწყება რთულია, თუ ვინმე ჰამიდისნაირი არ გამოჩნდა, თუკი გამოჩნდა, მაშინც რთულია, რადგან თემი აღუდგება წინ და ძნელია მარტო დაუპირსპირდე ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ბრამდ მისდევს ყველა ტიპის ტრადიციას და სურვილიც არ აქვს, ახალი ტრადიცია დანერგოს, ისეთი, რომლითაც ცხოვრება ყველასთვის მშვენიერი იქნება.

ბატონო მიხეილ, რომ არა ჰამიდის მსგავსი ადამიანები, დღეს ბევრი მავნე ტრადიცია კვლვაც ცხოვრების ჩვეული ფორმა იქნებოდა, ამიტომ ამ ადმაინებს მოფრთხილება და გვერდში დგომა უნდათ.

ბატონო მინისტრო, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ მასწავლებლის როლი, სწორედ მან უნდა აუხსნას მოსწავლეს, რომ სკოლის მერხიდან გათხოვება (რაც ქალის "განივთება" უფროა, ვიდრე გაბედნიერება) არაა სწორი, მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეს, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას თვითონ ინდივიდი უნდა იღებდეს და არა მისი მშობელი, რომელსაც სამოყვრო ხალხი მოწონს და "უკეთ იცის" სად იქნება მისი შვილი ბედნიერი. ბევრი რამე უნდა აუხსნას მასწვალებელმა, ხშირად ისეთი რამეც, რასაც თემი ეწინააღმდეგება, ასეთ დროს მასწავლებელს გვერდში დგომა უნდა, ჩვენი - მთელი საზოგადოების გვერდში დგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თემი გადაუვლის, გაანადგურებს და თავისუფლების იმ მარცვალს ჩაუკლავს, რითაც ისეთი მომავალი თაობა უნდა აღზარდოს, როგორიც თქვენ გინდათ, ბატონო მიხეილ.

დარწმუნებული ვარ, თქვენ ბოლომდე იზიარებთ ჰამიდის შეხეუდლებას, ამიტომ მე როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, ჩემი ქვეყნის, უმნიშვნელოვანესი დარგის მინისტრს გთხოვთ, ჩახვიდეთ თაზაქენდის საჯარო სკოლაში და ყველა იმ ადამიანის თვალწინ, ვინც ჰამიდი "შეაჩვენა", ჰამიდს განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეთ. ამით ძალიან ბევრ ჰამიდს წააახალისებთ, რომელთაც მარტოობის შიშის გამო ხმის ამოღება ვერ გაუბედავს. თქვენი ამ ნაბიჯით კი დაინახავენ, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას.

პატივისცემით, ლადო გოგოლაძე

პ.ს. გაძლებას და წარმატებას ვუსურვებ ჰამიდს. ჭეშმარიტად ნამდვილი მასწავლებლის ღირსეული ნაბიჯი იყო მისი ქმედება.


09 ნოემბერი 2019 18:34
ყოჩაღ!! გაიხარე.! ...... იმ უკუღმართებს -კი ვურჩევ კარგად დაფიქრდნენ. 21 -ე საუკუნეა ძლიან ფხიზლად უნდა იყოთ რომ ცუდი არ მიიღოთ და კარგი არ გამოგეპაროთ. ჰამიდი კარგი ადამიანი ყოფილა, იქით მოუხადეთ ბოდიში!
ლია
18 ოქტომბერი 2019 15:13
ჩემთვის ჰამიდი გმირია!!!
ფიქრია
18 ოქტომბერი 2019 12:01
მივესალმები ჰამიდის დაჯილდოებას. მართლა გმირობის ტოლფასია, თემს შეებრძოლო მარტოდმარტო დარჩენილმა. ყოჩაღ ჰამიდს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა