ვინ რა კურსით დათვალა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში ჩარიცხული 100 მილიონი ლარი...
ვინ რა კურსით დათვალა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში ჩარიცხული 100 მილიონი ლარი...
სურამელის ბლოგი

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. ასი მილიონი კია მოცემულობა, თუმცა ჩვენში სხვისი ფულის მთვლელებს რა გამოლევს და შესაბამისად, ყველამ სხვადასხვა კურსით მიიღო ეს თანხა, მაშ ასე:

ბიძინა ივანიშვილმა ჩარიცხა...

"ქართული ოცნების" კურსით - 100 000 000 ლარი.

"ნაციონალური მოძრაობის" კურსით - 30 მილიონი დოლარი.

"ევროპული საქართველოს" კურსით - იხილეთ: "ნაციონალური მოძრაობის" კურსი.

"პატრიოტთა ალიანსის" კურსით - მაგდენი თვლა რომ შეგვეძლოს,
ეეჰო.

"ლეიბორისტული მოძრაობის" კურსით - მადლობა შალვა ნათელაშვილს.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის კურსით - რავი, პარტიის სამივე წევრი ვითვლით და რამე კურსამდე მივალთო.

"გირჩის" კურსით - ბაზარი თვითონ დაარეგულირებს კურსს.

"კომუნისტური პარტიის" კურსით - ერთადერთი ნამდვილი კურსი სოციალიზმია.

"ლელოს" კურსით - ესაა გრძელვადიანი სესხი, ეფექტური 41%-ით.

ეროვნული ბანკის კურსით - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და გადაჭრით რამის თქმა ცოტა რთულია

უცნობი კოლექციონერის კურსით - ვან გოგის ერთი ნახატი.

"მთავარი არხის" კურსით - ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ყველა მოქალაქეს 25 ლარი მისცა.

გიორგი ვაშაძის კურსით - დაუდგენელია, რადგან ამისთვის სწრაფი ტესტებია საჭირო.

რომან გოცირიძის კურსით - კარგით რა, 100 მილიონი კუპონი თქვენ ფული გგონიათ?!

გივი სიხარულიძის კურსით - 200 ლარიანებით რომ აიღო, დაახლოებით 25 სმ იქნება.

პაატა ბურჭულაძის კურსით - "იავნანაში" რომ ჩაერიცხა ბევრი იქნებოდა, მაგრამ ახლა ბიძინას ქონების რამდენიმე პროცენტია მხოლოდ.

ეკა ბესელიას კურსით - ზის ის ბიგ მანი.

დავით ბაქრაძის კურსით - NDI-ს გამოკითხვის შედეგები უკეთესია.

გია სურამელაშვილის კურსით - ხუთი ოქროს ჯაჭვი, 4 წყვილი საყურე და სამი ბეჭედი.

დათა თუთაშხიას კურსით - არავის კურსში არ ვერევი მე და ნურც სხვები ჩაერევიან ჩემს კურსში.

დათო ოქიტაშვილის კურსით - 300 ვარსკვლავი ფილარმონიის წინ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გლახუნა
11 აპრილი 2020 21:20
აბაა ... 3 მილიარდ 250 მილიონზე მეტი იაპონური იენია...
დ.დ.
10 აპრილი 2020 19:18
ახლა ნხეთ,ზოგ-ზოგიერთები ჯინაზე,რომ დაიწყებენ ჩარიცხვებს.ერთს უკვე მესიჯი გამოუგზავნია:დედა,ეს ერთი თვე,როგორმე გავძლებ,მე აღარ გადმომიგზავნო,პირდაპირ მაქვე ჩარიცხეო.აბა, თქვენ რა გეგონათ! კაცი დღედაღამ სამშობლოზე ფიქრობს.
hik
10 აპრილი 2020 19:14
უსაქმურები)))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები