მრევლის ფანატიკოს ნაწილს ნუ ეგონება, რომ ეკლესიის მტერი ვარ
მრევლის ფანატიკოს ნაწილს ნუ ეგონება, რომ ეკლესიის მტერი ვარ
უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ცხოვრების რეჟიმი შეიცვალა. ეს პანდემიით გამოწვეული სამწუხარო იძულებაა, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი. რეჟიმის შეცვლა სხვადასხვა რელიგიასაც შეეხო. რომში, რომის პაპმა სააღდგომო მესა ცარიელ ტაძარში ჩაატარა. პირადად ჩემთვის ყველაზე მეტად გასაკვირი, ირანის სასულიერო ლიდერის განცხადება იყო, რომელმაც ასევე აკრძალა თავყრილობები. მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობაც ახალ რეჟიმს დაემორჩილა და წირვებზე მხოლოდ სასულიერო პირები დგანან. ზოგმა ეკლესიამ ზიარების წესიც ერთგვარად შეცვალა. მაგალითად, რუსეთში ყოველი მაზიარებლის შემდეგ, ზიარების კოვზის სპირტიანი ბამბით გაწმენდა
გადაწყვიტეს, უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ კი ძველი წესი აღადგინა - ხორცის სისხლით დალტობა და შემდეგ მაზიარებლისათვის მიცემა ხელისგულზე სიწმინდის დადებით.

ყოველივე ამის ფონზე, საქართველოში მდგომარეობა, ფაქტობრივად, უცვლელია. წირვა-ლოცვა ძველი ფორმით მიმდინარეობს. მხოლოდ ზოგი ეკლესია, თუ იცავს წესს და წირვის დროს, მრევლის წევრებს შორის დისტანციაა დაცული, თუმცა
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და სამ პირზე მეტის შეკრება იკრძალება, ესეც უკვე დარღვევაა, არადა, ეპიდემიოლოგები, პირდაპირ გვაფრთხილებენ, რომ ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესია კონტაქტისაგან თავის შეკავება, იზოლაცია კი ყველაზე კარგი ვაქცინაა. იმის თქმა რომ მაღაზიის რიგში უფრო მეტი ხალხი დგას ან ჟურნალისტები საერთოდ არ იცავენ წესს და რატომ ვუთითებთ მხოლოდ ეკლესიას, ძალიან არასწორი შედარებაა, რადგან ისინი თუ არღვევენ არ ნიშნავს რომ ეკლესიამაც უნდა დაარღვიოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები.

სასულიერო პირთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ  რაც ხდება, ბოროტის ბრძოლაა. ბოროტი, ბუნებრივია, შეეცდება, რომ ეკლესიაში მოხდეს ვირუსის გავრცელება და თუ ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, რომ ადამიანი დაინფიცირდა წირვაზე, ამას რაც მოჰყვება, ამისთვის მზადაა ჩვენი ეკლესია?! იმის თქმა, რომ ეს დაინფიცირების შემთხვევა, განსაცდელია, მხოლოდ ერთეულებს თუ დააკმაყოფილებს, მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვები გაუჩნდება, რომელიც ბევრი კითხვით იქნება გამყარებული და ამ კითხვებზე პასუხი რა იქნება?!
ეჭვებით დახუნძლული ადამიანი რამდენ ხანს დარჩება მრევლის წევრად?!

არადა, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას წირვას სახლში მოვუსმინოთ, ვილოცოთ და თუ ვინმე ზარებისთვის იქნება მზად, სასულიერო პირებმა, სახლში მიაღებინონ ზიარება. მაშ, რა საჭიროა სიჯიუტე?!

დღეს, ყველაზე დიდი თანადგომა საერო ხელისუფალს სჭირდება, რადგან დიდ ბრძოლაშია. ეკლესიის ვალიცაა მათი დახმარება და იმ ქმედებით, რასაც საპატრიარქო აკეთებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, რადგან არღვევს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ საგანგებო მდგომარეობის წესს და თან ისე, რომ სასჯელსაც არ იღებს, მეტიც, იცის, რომ არც მიიღებს. ხვალ რომ სახელმწიფო, ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულოს ხალხმა, ამაში ნებსით თუ უნებლიედ ეკლესიაც იქნება გარეული.

მრევლის ფანატიკოს ნაწილს ნუ ეგონება რომ ეკლესიის მტერი ვარ, პირიქით მეც მრევლის წევრი ვარ, მაზიარებელიც და მაწუხებს ის ტალახი, რასაც ეკლესიას ესვრიან, მაგრამ არის კი ეს ტალახი?! სამწუხაროდ, ხშირად შიშველი სიმართლეა.

იმედია, სააღდგომო ლიტურგიას მხოლოდ სასულირო პირები დაესწრებიან და ის ადამიანები, ვინც მსახურების ჩატარებას სჭირდება. თუ საპატრიარქო ეტყვის მრევლს, რომ დარჩნენ შინ და წირვას ტელევიზიით უსმინონ, მრევლი ამას მიიღებს, როგორც კურთხევას და დარჩება კიდეც სახლში. გადავაგაროთ ეს ვირუსი და მერე ისევ გავავსოთ ეკლესიები. სიჯიუტის ფონზეც, ადრე თუ გვიან, ვირუსი მაინც დამარცხდება, მაგრამ სიჯიუტით, შესაძლოა უფრო მეტად დაზარალდეს ქვეყანა... ეკლესიამ კი მრევლის დიდი ნაწილი დაკარგოს.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დამკვირვებელი
16 აპრილი 2020 17:21
სავსებით ვეთანხმები სტატიის ავტორს. გადავლახოთ ეს კრიზისი და წავიდეთ, გავავსოთ ეკლესიები! არა ფანატიკოსებს რისკი და ვირუსი უნდათ! ფანატიზმს არსად და არავისთვის მოუტანია სიკეთე!
ბატონო სურამელო, ტყუილად ირჯებით
15 აპრილი 2020 09:46
თქვენ თუ ვერ გაგიგიათ რომ საყაროში ერთადერთი მართალი რელიგია ჩვენია, ძალიან ცდებით. თქვენ არ ბრძანდებით ღირსი მართლმადიდებლობის და სეგიძლიათ სხვა აღმსარებლობას მიმართოთ. თქვენ ეჭქვეშ აყენებთ ჩვენი საეკლესიო მამების მიერ მოწოდებულ ჭეშმარიტებას? აცდენილი ხართ ჭეშმარიტ გზას! მოინანიეთ
ზურა
15 აპრილი 2020 00:24
თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ავტორს,მაგრამ სამწუხაროდ ბნელი და ბრიყვი იმდენია რომ დაინფიცირებისათვის საკმარისია..როგორ არ ფიქრონენ ეს უვიცები რა რთული დღეები შეიძლება დადგეს მაგათი გამოისობით..

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები