პარლამენტში მტრედია...
პარლამენტში მტრედია...
პარლამენტში მტრედია
(უცნობი ისტორიკოსი,
ქორონიკონ ქრისტეს აქეთ 2020წ)

ცოტა ხნის წინ, ქართველმა არქეოლოგებმა საიდუმლო მიმოწერის აღმოჩენა შეძლეს, სამწუხაროდ ბარათების დიდი ნაწილი დაზიანებულია და მხოლოდ ნაწილის გაშიფვრა მოხერხდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საიდუმლო ბარათი ესე, განკუთვნილია ........ (აქ ნაწერი წაშლილია და არ იკითხება)

და იყო სია, ვითარცა ლაშქარი ტარტაროზთან მეომარნი, მაგრამ ჩემი ისტორიის მანძილზე, პირველად ვნახე სიაი სადაც ივანებოდა ხალხი თავად ტარტაროზნი, როგორც ჩანს რქუა ბელადმა შორეული კიევის სამეფოდან და მიიღეს სიაი
ესე.
მუნ ყველაა ვინც კი ქვეყანაი ესე აზარალა და ხალხმა 8 წლის წინ უთხრა წადით სახლსა თქვენსა და დაგვანებეთ თავი, მაგრამ კიევის სამეფოში გახიზნული ამათი ბელადი არ უჯერებს ხალხს, ენდობა რა, მხოლოდ საკუთარ ქვენა აზრებს და სჯერა რომ მხოლოდ ის გააბრწყინებს ამ ქვეყანაში მზესა. საოცარია
მისი აზრნი, რადგანაც იყო იგი ქვეყნისა ამისა მმართველი, ვითარცა იმპერატორი ყოვლის უფლებითა, მაგრამ გაბრწყინებაი ოდენ მას და მის მარჯვენა ხელთ შეეხო. არა, იყო გაბრწყინებაი მცირეი, მაგრამ იმდენი იყო სიბნელეი რომ ეს ბრწყინვალება ჩააქრო.

სიის სათავეში მგალობელია, რომელიც დღენიადაგ უგალობდა ყველას ვინც კი იყო მეთაური ამა ქვეყნისა. მგალობელი, მაშინ როცა ქვეყანაი ესე გახვეული იყო პირველ ომში და დაკარგა მიწაი მისი დიდი. იყო წასული მტრის ქვეყანაში და სიმღერასთან ერთად თავის ფუნდუკში, რომელსაც ერქვა "დაგენაცვლე" აჭმევდა მტერსა პურსა. ცოდვაი გამხელილი ჯობსო და ისიც უნდა ითქვა მომდევნო ომის შემდეგ, მან უარი თქვა მტრის ქვეყანაში წასვლაზე. მგალობელი ესე სიმღერაში ამბობს რომ ძმანი ბევრი ყავს ქვეყანასა ზედა და ალბათ ამიტომა არის სიის თავში. ქვეყანასა და ამ სიაში მყოფთ აქვთ ტელევიზიაი "ავარი არხი", ჰოდა წყარომა ჩემმა მომცა ამ არხის 31 ოქტომბრის გადაცემათა ბადეი. ამ დღეს ქვეყანაი ეს ეწევა არჩევნებსა, დღესა ამას იკრძალება თქმაი იმისაი თუ ვინ კაია და ვინ ცუდი, ჰოდა არხსა ამას განხრაზ შეურჩევია ეს ბადეი:

12:00 - მხ.ფ - შევარდენი (კინოი მფრინავზე)
14:00 - მხ.ფ - "დაიდარდეი"
16:00 - მხ.ფ - "შეხვედრა ბარში" ( კინოი მომღერალ ქალზე და მასზე შეყვარებულ ბარიდან ასულ კაცზე)
18:0 - მხ.ფ - "ვარდისუბნის მელოდიები"
20:00 - მხ.ფ - "რერაი სრული სვლით"
23:59 - მრავალჟამიერის ნაცვლად იქნება - მე ამ ქვეყნის უბნებში ბევრი დოსტი მყავს

სიით ამითა, კიევში მყოფსა იმედი აქვს მოგებისა, მაგრამ ხალხსა არ უყვარს არც ეს სიის ხალხი და არც კიევში მყოფი, აზრსა ამას ადასტურებს კვლევაი ჩემი რომელიც ხალხში ჩავატარეი. სიის ხალხთაგან ყველას ჯერა რომ კიევური მზე გადაარჩენს ერსა, არადა ამ ქვეყნის ხალხთა უმეტესობას კიევურ მზესა, კიევური კატლეტი უჯობს ( ამას კვლევა და რეცეპტორნი ჩემისა ენისა ერთად ადასტურებენ).

ასეთი ამბებია ამა სამეფოში, მოგვიანებით კიდევ მოგწერ წერილს, მარად შენზე და შენს მზეზე მფიცარი..... (წაშლილია და ამოკითხვა შეუძლებელია)

პ.ს. წერილი ეყრდნობა არქეოლოგიურ კვლევას და ყველა დამთხვევა შემთხვევითია - ავტორი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
07 ოქტომბერი 2020 16:12
ზვიადს ესროდა სააკაშვილს აღმერთებს ამას რა უნდა ელაპარაკო პარლამენტსი მტრედს გააფრენს და საქართველოც აყვავდება ეს რო იქნება სიის 1 ნომერი
ალექს
04 ოქტომბერი 2020 06:55
კანონებში გვიწერია, რომ ხელისუფლება ოთხი შტოსაგან შესდგება ,ის ერთიანია, განუყოფელია და "ემორჩილება " ამომრჩეველს, ხალხს, მხოლოდ პარლამენტშია პოზიცია და ოპოზიცია , უმცირესობა და უმრავლესობა და ორივე თანაბრად აგებს პასუხს ამომრჩევლის, ხალხის წინაშე ქვეყნის გაჩანაგებისათვის და ამაში თანაბარ ხელფასს, დანამატს, სამივლინებოს, საწარმომადგენლოს , ფარულ და აშკარა პრივილეგიებს ღებულობს ! ხოლო ის რაც კანონში არსად წერია, მე გეტყვით, რომ ნაცების პირველი ოცეული ორჯერ მეტი დროა,რაც იმყოფება ხელისუფლებაში, ხან პოზიციაში, ხან ოპოზიციაში, ვიდრე ოცნების პირველი ქოცეული , კაცდღეები გახსოვთ, კოლმეურნეებს რომ უთვლიდნენ? პარლამენტ დღეებით ნაცები მოქკავშირიდან ევროპაში პირველებია, მსოფლიოშიც და სამყაროშიც, გალაქტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ მხოლოდ კომპარტია უჯოკრავს, ისე ერთნი არიან !
taso
03 ოქტომბერი 2020 12:33
და თქვენ ფიქრობთ რომ ომის შემდეგ არ ყოფილა რუსეთს?ბოდიში მაგრამ მწარედ ცდებით,ჩემმა ახლობელმა პეტერბურგიდან ამბავი მაცნო რომ ეს ჩვენი " ბულბული"მშვენივრად დაიარება რუსეთს და ის არ კმარა რა რომ დაიარება კონცერტებს მართავს კრიმინალებისთვის და კოჭს უგორებს იქ,აბა რა გეგონათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები