გულშემატკივრის წერილი ლაშა შავდათუაშვილს
გულშემატკივრის წერილი ლაშა შავდათუაშვილს
"გამარჯობა ლაშა. შენ მე არ მიცნობ, მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი გულშემატკივარი ვარ, რომელიც 26 ივლისს ყველაზე ამაყი იყო, ჰო ყველაზე ამაყი მთელ მსოფლიოში.

ლაშა, ერთი წამით არ ვნანობ 06:00 საათზე რომ ავდექი და წინასწარ შევემზადე შენი შეხვედრების საყურებლად, არცერთ წამს ვნანობ, რომელიც შენი ჭიდაობის საყურებლად დავხარჯე, მეტსაც გეტყვი, კი არ ვნანობ, ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ამას ვუყურე. მილიონჯერ რომ მკითხონ, იმავეს გავიმეორებდი თუ არა, მილიონჯერვე დაუფიქრებელად ვეტყოდი "კის".

შენ გუშინ
მთელ საქართველოს მინიმუმ 4-5 წუთით ყველა პრობლემა დაგვავიწყე, ადამიანები გვაიძულე საკუთარი ტკივილი დაგვევიწყებინა და გვეხარა, ჩვენც ალალად ვხარობდით - ჩვენი ძმის, ჩვენი შვილის, ჩვენი მეგობრის წარმატებას. ალბათ, ყველა ქვეყანაში ასეა, მაგრამ სხვების მაგალითით რომ დავიწყო საუბარი, არ ვიქნები მართალი და ჩვენი ქვეყნის მაგალითით გეტყვი, რომ
არაა იოლი საქართველოში უანგაროდ შეაყვარო ხალხს თავი. შენ ეს შეძელი, თან ისე შეძელი, რომ დარწმუნებული ვარ, ამ მიზნით არასოდეს გასულხარ ტატმზე - შენ გადიოდი შენი საქმის ისე მაგრად შესასრულებლად, როგორც ასრულებ.

ლაშა, შენ ვერასოდეს მიხვდები, რა სიამაყეა, როცა შენ ჭიდაობ ტატამზე, ასე მგონია, წაუქცეველი საქართველო დგას და ტიტანებს ერკინება. არასოდეს დამავიწყდება შენი ჟესტი 2016 წლის ოლიმპიადაზე, 8 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში, ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენი რომ გააკარი ტატამზე და წამომდგარმა საქართველოს დროშაზე რომ ანიშნე თითით - მთელი საქართველოს სათქმელი თქვი, თან რა დღეს.

შენ ლეგენდარული კაცი ხარ, სამი ოლიმპიადა და სამი მედალი, არაა უბრალოდ მოკვდავთათვის იოლად შესასრულებელი ამბავი. მე მხოლოდ იმას ვუყურებ, როცა ტატამზე დგახარ, არადა, მანდ რომ დადგე და თან ისე დადგე, როგორც შენ, რამხელა შრომა გაქვს ჩადებული. ალბათ, რამდენ რამეზე გაქვს უარი ნათქვამი, რომ იმისთვის მიგეღწია, რასაც მიაღწიე და ეს კიდევ უფრო დასაფასებელს გხდის. პატარაა საქართველო, საერთო ნაცნობი ყველასთან გვყავს ქართველებს, მეც მყავს შენთან საერთო ნაცნობი და იმისგან ვიცი, მიუხედავად ყველაფრისა, ისევ ისეთი ალალი ქართლელი კაცი ხარ, როგორიც იყავი, ვინმემ რომ არ იცოდეს შენი შედეგები, შეუძლებელია კაცი მიხვდეს, ლეგენდა რომ უდგას წინო, მაგრამ როგორ შეიძლება ქართველმა ადამიანმა ლაშა შავდათუაშვილი არ იცოდეს?!

ძალიან გამიმართლა, რომ შენს ეპოქაში მომიწია ცხოვრება და შენი გამარჯვებების გემო ვიცი. აუცილებლად მოვუყვები შვილებს შენზე, როგორ გახვედი ოლიმპიადაზე 2012 წელს, ერთი პატარა ბიჭი, რომლისგანაც არავინ ელოდა ჩემპიონობას და იქიდან მოყოლებული, მხოლოდ სიამაყის საბაბს რომ გვაძლევ გულშემატკივარს.

არ ვიცი, რა შეიძლება გავაკეთო იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომელ სიხარულსაც შენ გვანიჭებ. ეს პატარა სამადლობელი წერილი ზღვაში წვეთია, ბევრად მეტს იმსახურებ, მაგრამ გულწრფელად გეუბნები, რომ იმ სიხარულის, რაც მე შენგან მაქვს მიღებული, სრულად ვერ ავანაზღაურებ, ფიზიკურად არ არსებობს მაგის ტოლ-სწორი რამ.

ლაშა, მადლობა საქართველოს ჰიმნის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

ლაშა, მადლობა, ყველა იმ გულწრფელი ცრემლისთვის, რაც შენი გამარჯვების დროს წამომსვლია.

ლაშა, მადლობა მინიმუმ ერთი წამით ყველა ტკივილის დავიწყების საშუალება რომ მოგიცია.

ლაშა, მადლობა, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენებ ყველაზე ლამაზ ქართულ დროშას.

ლაშა, მადლობა შენ მშობლებს, რომ ასეთი კარგი კაცი გაგზარდეს.

და ბოლოს - ლაშა, უბრალოდ, დიდი მადლობა რომ ხარ!

პ.ს. არ ვიცი მომავალ ოლიმპიადაზე წახვალ თუ არა, თუ წახვალ, ყველაფერს ვიზამ, რომ შენ გამოსვლას ერთხელ მაინც დავესწრო ჩემს ოჯახთან ერთად და მერე მთელმა ოჯახმა ვუთხრათ ყველას, ვინც იმ დარბაზში იქნება - იცით ჩვენ, ამ ოქროს ბიჭის, ამ დიდი ლეგენდის, ლაშა შავდათუაშვილის ქვეყნიდან ვართ!!!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
aleksandre
28 ივლისი 2021 10:21
მადლობა ავტორს გულიდან წამოსული სიტყვებისთვის და წერილისთვის
beso
28 ივლისი 2021 10:15
სტატიის ავტორს მადლობა, ასეთ ბიჭების თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის ღირსება.
მამუკა
27 ივლისი 2021 23:26
ნამდვილად დასაფასებელი პიროვნება ქართველი ხალხის გული ხარ მეგობარო, უზღვავი ენერგია ჭირდება ამ ყველაფერს რაც შენ გააკეთე ცხოვრებაში, 2020 ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი შენ ხარ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები