სკანდალი NASA-ში - კვირის პალიტრა

სკანდალი NASA-ში

6 აგვისტოს მარსის ზედაპირზე 8-თვიანი მოგზაურობის შემდეგ ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA-ს მარსმავალი Curiosity  ("ცნობისმოყვარეობა") დაეშვა, რასაც NASA-ში სკანდალი მოჰყვა, - თურმე მარსმავალი კოსმოსში პლანეტური უსაფრთხოების ოქმის დარღვევით გაუშვეს და თეორიულად არის საშიშროება, რომ იგი წითელ პლანეტას დედამიწის მიკრობებით დააბინძურებს. ოქმის მიხედვით, ყველა კოსმოსური საკვლევი აპარატი საგულდაგულოდ უნდა იყოს სტერილიზებული, რათა არ დაუშვან დედამიწისეული ორგანიზმების შეტანა უცხო პლანეტებზე. Curiosity-ს მენეჯერებმა საბურღი ხელსაწყოს ბურღის თავების სტერილიზაცია საბოლოო ტესტირების შემდეგ საჭიროდ არ ჩათვალეს, რაც პლანეტური უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, კესი კონლეის დაგვიანებით აცნობეს.

"პლანეტური უსაფრთხოების ოქმის მცირე დარღვევა ნერვიულობად არ ღირს, თუმცა ყოველივე ეს თეორიულად, სულ მცირე, ორ არასასურველ მოვლენას გამოიწვევს: შეიძლება მარსმავალმა პლანეტაზე სიცოცხლის ძიებისას დადებითი შედეგი აჩვენოს, სინამდვილეში კი გაურკვეველი დარჩება, რომელი პლანეტის სიცოცხლე დააფიქსირეს ხელსაწყოებმა - მარსისეული თუ შეტანილი, დედამიწისეული. გარდა ამისა, ჩვენმა მიკრობებმა შეიძლება მარსის ეკოსისტემა დააბინძურონ, რაც მის დამოუკიდებელ ევოლუციურ განვითარებას დაარღვევს, უარეს შემთხვევაში კი, გაანადგურებს", - აცხადებს კონლეი.

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: NASA-ს 2,6 მლრდ-დოლარიანი აპარატი "ცნობისმოყვარეობა" მარსის ზედაპირზე დაჯდა