სკანდალი NASA-ში
28-08-2012
სკანდალი NASA-ში
6 აგვისტოს მარსის ზედაპირზე 8-თვიანი მოგზაურობის შემდეგ ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA-ს მარსმავალი Curiosity  ("ცნობისმოყვარეობა") დაეშვა, რასაც NASA-ში სკანდალი მოჰყვა, - თურმე მარსმავალი კოსმოსში პლანეტური უსაფრთხოების ოქმის დარღვევით გაუშვეს და თეორიულად არის საშიშროება, რომ იგი წითელ პლანეტას დედამიწის მიკრობებით დააბინძურებს. ოქმის მიხედვით, ყველა კოსმოსური საკვლევი აპარატი საგულდაგულოდ უნდა იყოს სტერილიზებული, რათა არ დაუშვან დედამიწისეული ორგანიზმების შეტანა უცხო პლანეტებზე. Curiosity-ს მენეჯერებმა საბურღი ხელსაწყოს ბურღის თავების სტერილიზაცია საბოლოო ტესტირების შემდეგ საჭიროდ არ ჩათვალეს,
რაც პლანეტური უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, კესი კონლეის დაგვიანებით აცნობეს.

"პლანეტური უსაფრთხოების ოქმის მცირე დარღვევა ნერვიულობად არ ღირს, თუმცა ყოველივე ეს თეორიულად, სულ მცირე, ორ არასასურველ მოვლენას გამოიწვევს: შეიძლება მარსმავალმა პლანეტაზე სიცოცხლის ძიებისას დადებითი შედეგი აჩვენოს, სინამდვილეში კი გაურკვეველი დარჩება, რომელი პლანეტის სიცოცხლე დააფიქსირეს ხელსაწყოებმა -
მარსისეული თუ შეტანილი, დედამიწისეული. გარდა ამისა, ჩვენმა მიკრობებმა შეიძლება მარსის ეკოსისტემა დააბინძურონ, რაც მის დამოუკიდებელ ევოლუციურ განვითარებას დაარღვევს, უარეს შემთხვევაში კი, გაანადგურებს", - აცხადებს კონლეი.

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: NASA-ს 2,6 მლრდ-დოლარიანი აპარატი "ცნობისმოყვარეობა" მარსის ზედაპირზე დაჯდა

Erekle
31 აგვისტო 2012 02:31
"ჩვენმა მიკრობებმა შეიძლება მარსის ეკოსისტემა დააბინძურონ, რაც მის დამოუკიდებელ ევოლუციურ განვითარებას დაარღვევს, უარეს შემთხვევაში კი, გაანადგურებს", - აცხადებს კონლეი.

მგონი ნასამ მეტი იცის მარსზე სიცოცხლის არსებობის შესახებ ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ. რა ეკოსისტემაზე და ევოლუციაზეა ლაპარაკი თუკი მარსზე სიცოცხლე არ არის?
PP99
29 აგვისტო 2012 13:10
ამის და მიუხედავად ჩვენ მაინც თავაწეულები ვიტყვით ხოლმე: ეგენი რომ ტანსაცმლის მაგივრად ფოთლებით შემოსილები ტიტლიკანები დაროდნენო, ჩვენ უკვე ვეფხიიტყაოსანი დაწერილი გვქონდაო :)))) ახლა ვინ დარჩა ვეფხისტყაოსნის ეპოქაში ჩვენ თუ ეგენი? :)))) ვერ გაძღა ქართველი კაცის მუცელი და რა მეცნიერება გაიხარებს???
ai es mesmis!!!!
29 აგვისტო 2012 10:32
რა უბადრუკები ვართ მთელი ჩვენი ტაშ-ფანდურით და დიმპიტაურებით!!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით