უნიკალური აღმოჩენა - პლასტიკური მასალა, რომელიც ქრება
08-10-2012
უნიკალური აღმოჩენა -  პლასტიკური მასალა, რომელიც ქრება
მეცნიერებაში უკვე ფართოდ ინერგება მწვანე ქიმიის ცნება, რომელმაც კაცობრიობის წინაშე ბუნებაზე ზრუნვა იტვირთა. თურქმა მწვანე ქიმიკოსებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს, - ბამბის, სიმინდისა და მზესუმზირის ფოჩებისა და ღეროების ბიონარჩენებისაგან ისეთი პლასტიკური მასალა შექმნეს, რომელიც ვადის გასვლის შემდეგ ნარჩენების გარეშე, უკვალოდ ქრება. მასალა იმდენად უვნებელია, რომ მისი მირთმევაც კი შეიძლება, არ აბინძურებს გარემოს და მისი გამოყენება შესაფუთ ტექნოლოგიაშიც შეიძლება. ეს აღმოჩენა დიდ წვლილს შეიტანს ინდუსტრიის განვითარებაში და იხსნის მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების ამოწურვით
გამოწვეული კრიზისისგანაც. 

ექსპერტები 40-ოდე წლის შემდეგ ნავთობის რეზერვების ამოწურვას  ვარაუდობენ. შესაბამისად, გაქრება მრავალი სამრეწველო პროდუქტი და საქონელი, მათ შორის, პოლიეთილენიც, რომელიც ნავთობისგან მიიღება: "ვეძებთ საწვავის ალტერნატივასაც და ვფიქრობთ, რომ ბიოსაწვავის მიღებას ასევე  შევძლებთ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან. არსებობს გარემოს დამაბინძურებელი ბამბის, სიმინდისა და მზესუმზირის ღეროების ბიონარჩენები, რისგანაც
უკვე მივიღეთ უნიკალური მასალა, რომლის კვალიც გამოყენების შემდეგ სრულად იშლება! ამასთან, უნიკალური ბიომასალა ახლოს არ იკარებს მიკრობებს. ამიტომაც მათში შეფუთული პროდუქტი დიდი ხნით შეინახება", - ამბობენ თურქი ქიმიკოსები.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით