ვამპირი ვარსკვლავები - კვირის პალიტრა

ვამპირი ვარსკვლავები

წარმატებულმა სამეცნიერო ტექნოლოგიებმა 21-ე საუკუნე ასტრონომიული აღმოჩენების ბუმადაც აქცია. ახლახან ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც 71 ვარსკვლავს ტელესკოპით აკვირდებოდა, ფანტასტიკური დასკვნა გააკეთა - ჩვენი გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების უმეტესობა ვამპირი ვარსკვლავებია.

მნათობები, რომლებზეც ექსპერიმენტები ტარდებოდა, ირმის ნახტომის 6 ცალკეულ ვარსკვლავურ კლასტერში არიან განლაგებული. ეს ვარსკვლავები მზეზე მინიმუმ 15-ჯერ დიდი და მილიონჯერ კაშკაშაა. მათი ტემპერატურა კი 30 0000ჩ აღწევს. ამ ვარსკვლავებს ხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრება აქვთ და საბოლოოდ აფეთქებით ასრულებენ სიცოცხლეს. ამ დროს ირგვლივ ჟანგბადისა და რკინის მსგავს ელემენტებს ფანტავენ და დიდ გავლენას ახდენენ გალაქტიკის ქიმიურ შემადგენლობაზე. ვარსკვლავების სინათლის გაანალიზებისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მათი 75% ისე ახლოსაა ერთმანეთთან განლაგებული, რომ ერთმანეთს იზიდავენ და ზოგჯერ "ყლაპავენ" კიდეც, ანუ ერთი ვარსკვლავი მეორის ხარჯზე აგრძელებს სიცოცხლეს.