რატომ არის ჩემი ძმა წითური?
რატომ არის ჩემი ძმა წითური?
17 წლის ფრედ ტერნერმა საკუთარ თავს რთული და ერთობ უხერხული ამოცანა დაუსახა: უნდა გაერკვია, რატომ ჰქონდა მის ძმას წითური თმა, მაშინ როცა გვარ-ჯილაგშიც კი არავინ ჰყავდათ ჟღალთმიანი. თანაც ყმაწვილს თანაკლასელები აბრაზებდნენ, შეუძლებელია, შენ და გასს ერთი მამა გყავდეთო. ეს ფრედს იმდენად აცოფებდა, რომ გადაწყვიტა, დნმ-ის შესამოწმებელი მანქანა შეექმნა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაედგინა სიმართლე. სპეციალური ცენტრის დახმარებით სარგებლობა ფრედს აზრადაც არ მოსვლია - არ სურდა "ამ დელიკატურ საქმეში უცხოების ჩარევა".

17 წლის ფრედმა მაგნიტოფონის, ვიდეოჩამწერის, სხვადასხვა ტიპის ტრანზისტორის ნაწილებითა და სადენებით შეუძლებელი შეძლო და დნმ-ის გამარტივებული ტესტერი შექმნა. როდესაც პირველი ტესტი ჩაატარა და დაადგინა, რომ გასი ნამდვილად მისი ძმა იყო, სიხარულით კინაღამ გაგიჟდა. ცდამ აჩვენა,
რომ გასს მართლაც ჰქონდა წითური გენი, თუმცა იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით, რომ 99%-ით იგი არ უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ბუნებამ მაინც იჭირვეულა და... ფრედის მტკიცებას, დნმ-ის შესამოწმებელი მანქანა ჩემს საძინებელში, 400 დოლარის ღირებულების ხარახურით შევქმენიო, თავიდან უნდობლად მოეკიდნენ, მათ შორის მისი ძმა გასიც კი, მაგრამ როდესაც ძვირად ღირებულმა ლაბორატორიამ ფრედის კუსტარული ცდის სრული სისწორე დაადასტურა, ეჭვი გაიფანტა.

"მთელი წელი მუხლჩაუხრელად მუშაობდა. როდესაც მითხრა, ცდების მეშვეობით დავადასტურე, რომ ჩვენ ღვიძლი ძმები ვართო, მეგონა, გაგიჟდა. სკოლაში მეც დამცინოდნენ ხოლმე, მაგრამ ამას ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ხასიათითაც და გარეგნობითაც მამას ვგავარ, ფრედი კი ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა", - ამბობს ცდის ობიექტი გასი. მის მიზანდასახულ ძმას კი სიმართლის დამტკიცების ჟინმა არა მარტო სულიერი კომფორტი, არამედ პროფესიული წარმატებაც მოუტანა - სულ ახლახან ფრედ ტერნერის დნმ-ის მანქანა თვის საუკეთესო გამოგონებად აღიარეს და ახალგაზრდა გამომგონებელს შესთავაზეს, ბიოქიმიის უკეთ შესასწავლად სწავლა ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით ოქსფორდში განაგრძოს.

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები