უკან, სიცოცხლისაკენ!
უკან, სიცოცხლისაკენ!
აზარტი პირდაპირ "ჭამს" სიცოცხლის ხანგრძლივობას

"ჩვენ ვასაბუთებთ, რომ შესაძლებელია სიცოცხლის პროცესის მართვა!"


ამ თემაზე საუბარი რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტ ჯაბა ტყემალაძესთან მისტიკურ წიგნს დაემსგავსა, თუმცა, სინამდვილეში, მისტიკური აქ არაფერია. "კაცობრიობის კეთილდღეობის საერთაშორისო ორგანიზაციის" წევრმა ნოუტბუკი ჩემკენ შემოატრიალა და იაპონიის ვიცეპრემიერის ერთ-ერთი გამოსვლა მაჩვენა. ჩვენ ერთად წავიკითხეთ ამ გამოსვლის ტექსტი: "კარგი იქნებოდა, თუ მოხუცები დროზე დაიხოცებოდნენ. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე გაიძულებდეს იცოცხლო, როდესაც სიკვდილი გინდა. მე პირადად ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, მთავრობამ
რომ ჩემი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის კოლოსალური თანხები დახარჯოს"...


ჯაბა ტყემალაძე: - იაპონიის ვიცე პრემიერმა ეს განცხადება რამდენიმე ხნის წინ გააკეთა... მოგეხსენებათ, ამომავალი მზის ქვეყანაში ისედაც იყო მოხუცების თავიდან მოშორების ტრადიცია. გავიხსენოთ ცნობილი იაპონური ფილმი "ლეგენდა ნარაიამაზე", როცა შვილი ტრადიციების გამო იძულებულია, მოხუცი დედა ზურგზე მოიკიდოს და
მთის მწვერვალზე დატოვოს, რათა იქ დაასრულოს სიცოცხლე...

თავად დედა კი შვილის გასამხნევებლად საღ კბილებს ქვით იმტვრევს... ახლა კი საუბედუროდ, ამ ტენდენციის გავრცელება მთელ მსოფლიოში უნდათ, მათ შორის, ჩვენთანაც. არაერთხელ შევხვედრივარ იმ უცხოური სადაზღვევო კომპანიების წევრებს, რომლებიც ირწმუნებიან, ბევრი პენსიონერი გყავთ, ვერ შეინახავთ და არც ღირსო. მეტიც, საქმე უფრო გლობალურადაა - რას ემსახურება ჰომოსექსუალიზმის, აზარტული თამაშების, ნარკომანიის პროპაგანდა? ის პირდაპირ არის მიმართული ადამიანის სიცოცხლის შემცირებისკენ.

ეს პროპაგანდა გეგმურია და ემსახურება იმას, რომ ადამიანთა გარკვეული, ე.წ. რისკის ჯგუფის სიცოცხლე შემცირდეს დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. აბა, რატომ იდება ფული ბუნების წინააღმდეგ ისეთ ქმედებაში, როგორიც ჰომოსექსუალიზმია და რომელიც გამრავლების, სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას სპობს? სიცოცხლის შემცირებისათვის არანაკლები პრობლემაა შრომის მანიით შეპყრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ვეღარ ჩერდება, განუწყვეტლივ იძენს სხვადასხვა პროფესიას და ახალ სამუშაოს ეძებს. მსგავსი აზარტები "ჭამს" სიცოცხლის ხანგრძლივობას - როცა ადამიანი "ფეისბუკშიც" ისე ელოდება ინფორმაციას, როგორც ვთქვათ, კაზინოს მოთამაშე კარტის გახსნას. აზარტად იქცა მიგრაციაც - უცხოეთში ფულის საშოვნელად მასობრივი გადინებაც სიცოცხლის შემცირებას იწვევს, - ვინმემ დამისახელოს, რომელ ქვეყანაშია ემიგრანტი (თუ  უკვე მესამე-მეოთხე თაობა არ არის) ბედნიერი და სიცოცხლისუნარიანი? რეალურად, ხომ არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს, ემიგრანტს საუკეთესო პირობები შეუქმნან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე. ამასთან, ჩვენში უცხოეთიდან ბევრი ისეთი ნივთიერება შემოვიდა, რომელიც კიბოს გავრცელებას უწყობს ხელს.

უმთავრესზე ვიტყვი, - ყველას გვახსოვს წლების წინ როგორ გვკვებავდნენ საფურაჟე ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პურით. იმ წლებში ასეთი ფქვილი რომ ვერაფრით გააფუეს,  უცხოეთიდან ნორმალური საფუვრის ნაცვლად თერმოსტაბილური საფუარი შემოიტანეს, რომელიც კიბოს უჯრედებს აყვავებს... საუბედუროდ, თერმოსტაბილური საფუარი ჩვენში ისევ ფართოდ გამოიყენება და მისი კვებითი პროდუქტებიდან ამოღება თავში აზრადაც არავის მოსვლია...

ახლახან გაეროს კვლევებმაც აჩვენა, რომ სარჩენი ადამიანების რიცხვი ბევრად მეტია მათზე მზრუნველი ადამიანების რიცხვზე. კაცობრიობა დილემის წინაშე დადგა - შრომის უუნარო ადამიანების მოსპობა შეუძლებელი და არაბუნებრივია. რეალურად სხვა გზა უნდა მოიძებნოს, რომ საზოგადოდ, კაცობრიობამ იცხოვროს კეთილდღეობით. ასე დაიწყო ადამიანის სიცოცხლის შემცირების პროპაგანდის პარალელურად აქტიური მუშაობა იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ადამიანის შრომისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ასეთია უჯრედების გამრავლებით ორგანოების განახლება.

- როგორც ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შემთხვევაში?
- ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები ახალშობილის ჭიპლარიდან გადაინერგება დაავადებულ ორგანოებში. სწორი თერაპიის შემთხვევაში, ხოცავს დაავადებულ უჯრედებს, თავად მრავლდება და ჯანსაღ ქსოვილს აყალიბებს. მაგრამ ისე უკონტროლოდ მრავლდება, რომ დაუშვებელ რაოდენობას აღწევს და კიბოს უჯრედებად გარდაიქმნება. ჩვენ კი უჯრედებს ვიღებთ ორგანიზმის ნებისმიერ ადგილზე არსებული ღეროვანი უჯრედების მარაგიდან, ვამრავლებთ და ზუსტად ამავე ორგანოს სრულ რეგენერაციას ვიწვევთ. მართალია, კიბოს რისკი აქაც არის, მაგრამ უფრო მცირე. ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში მეთოდი უკვე დაინერგა. მაგალითად, გერმანიის პარლამენტმა კანის დამწვრობისას კანის უჯრედების გამრავლების, ანუ კანის სრული რეგენერაციის კანონი უკვე მიიღო.

აღმოჩენის ავტორი ლენარდ ჰაიფლიკია. ერთხელაც მას გაუელვა, რომ თუ არსებობს ადამიანთა თაობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და იხოცებიან, წესით, უნდა არსებობდეს უჯრედების თაობებიც, რომლებიც ასევე მიდიან გარკვეულ ასაკამდე და იხოცებიან. მან ცდები ჩაატარა და რამდენჯერმე გაამრავლა უჯრედები. ბოლოს კი აღმოაჩინა, რომ უჯრედებმა თავად დაიხოცეს თავი. ჰაიფლიკს 40 წელიწადი "ჭიდაობა" დასჭირდა, რომ ამ მოვლენისთვის სახელი დაერქმია. ასე შემოვიდა უჯრედების თვითდახოცვის ტერმინი და ამ ტერმინს "აპოპტოზი" ჰქვია.

- "აპოკალიფსს" ჰგავს.
- გარკვეულად ჰგავს. თუმც ჰაიფლიკი ამბობდა, რომ მუშაობა მარადიული სიცოცხლის თემაზეც შეიძლება.
სიცოცხლის დიდი დროით გახანგრძლივება ნამდვილად შეიძლება (ამაში ღვთის საწინააღმდეგო არაფერია, ბიბლიის პერსონაჟების სიცოცხლის ხანგრძლივობა გავიხსენოთ). სწორედ ამ ჰიპოთეზაზე ვიმუშავეთ მე და პროფესორმა კონსტანტინე ჭიჭინაძემ. ჩვენი ნაშრომი, რომელიც ბიოლოგიური საათის უკან დაბრუნებას ემსახურება, საფუძვლად დაედო საერთაშორისო გამოკვლევებს. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ შესაძლებელია სიცოცხლის პროცესის მართვა! კაცობრიობამ უკვე მიიღო აღდგენილი ხორხი, ღვიძლი, ხელახლა ამოსული კბილი. ეს უკანასკნელი მასობრივად (არალეგალურად) კეთდება ტაილანდში. პარალელურად მიდის მუშაობა აღმოჩენაზე, რომელიც კიბოს უჯრედს აუკრძალავს გამრავლებას.

ასე რომ, მეცნიერები დღითი დღე ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ.
არ არის გამორიცხული, რომ სულ ცოტა ხანში სიცოცხლის ხანგრძლივობამ რამდენიმე ათეული წლით მოიმატოს და ასაკიც ზედმეტ ბარგად აღარ გვექცეს.

"უკვდავების" მცენარე

დადგინდა, რომ იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე მცხოვრებნი ძალზე დიდხანს ცოცხლობენ. აქ პრაქტიკულად არ არსებობს კიბოთი, მათ შორის ლეიკემიით გარდაცვალების შემთხვევა. ამ მოვლენას წლებია იკვლევენ. დადგინდა, რომ კუნძულის მოსახლეობა იკვებება წყალმცენარე Cladosiphon Okamuranus Tokida-თი. ხელმოკლეები მას ყოველდღიურ საკვებადაც კი მიიჩნევენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს მცენარე ებრძვის კიბოს. ქართველი მეცნიერები ცდილობენ ეს მცენარე კუნძულიდან წამოიღონ, რათა ჩვენშიც გამრავლდეს...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები