G2a - ქართველთა კოდი
G2a - ქართველთა კოდი
რა არის ერის გენოფონდი და რა სახელმწიფოებრივი ინტერესი უკავშირდება მას

"რუს და  უცხოელ მეცნიერებში შეიმჩნევა ტენდენცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გენეტიკური სიჭრელის დასადასტურებლად"

"დღეს ყველა კავკასიის შესასწავლად იღვწის - რუსი, ევროპელი, ამერიკელი... რატომ?"

"ქართველების გენოფონდი უნდა შევისწავლოთ, თორემ რა შედეგებს დაგვიდებენ, არც კი ვიცით..."


ოფიციალური მონაცემებით, გენები ქრომოსომის მთელი შემადგენლობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. რა არის დანარჩენი 98%? ეს გარკვევით ჯერ არავინ იცის. ადრე მიაჩნდათ, რომ ეს ჩვენი მიკროსამყაროს  უმაქნისი ნაწილი
იყო. შემდეგ დადასტურდა, რომ იქ არცთუ უმნიშვნელო ინფორმაცია ინახება... დნმ-ის დიდი ნაწილის ფუნქცია შეუსწავლელია, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს: აქ არის ერთგვარი კრებითი ინფორმაციის ჩანაწერი, ეს არის არქივი... იმედია, ამ საიდუმლოსაც ადრე თუ გვიან გახსნიან და ჩანაწერს წაიკითხავენ.…
ჩვენს გენეტიკურ აპარატში ინახება მონაცემები ჩვენი წარმოშობის, მოდგმის
ხანდაზმულობის, დროთა განმავლობაში განცდილი ცვლილებების შესახებაც...

ორიოდე კვირის წინ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც აღიარა საქართველოს (კავკასიის) გენოფონდის შესწავლის სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობა. ცოტა ხნის წინ კი მეცნიერებათა აკადემიამ თბილისში მოიწვია ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი ანატოლი კლიოსოვი, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხალხთა გენოფონდის, პოპულაციური გენეტიკის შესწავლით არის დაკავებული. მისი ინტერესის სფერო კავკასიაცაა.

ანატოლი კლიოსოვი, მეცნიერებათა დოქტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: - დნმ-ის ანალიზის აღება ძალიან ადვილია, მისი შემოწმება შეიძლება სისხლით, ნერწყვით, თმის ღერით... არადა, დნმ-ს ძალიან დიდი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია ჩვენს წინაპრებზე. უნდა შედგეს მსოფლიოს რუკა: ვინ საიდან წარმოიშვა, როგორ გადაადგილდებოდა... კავკასიისა და საქართველოს ისტორია ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რა ხალხებისგან შედგება კავკასია, რით განსხვავდებიან... რომ განსხვავდებიან, ეს თვალნათელია! აისახება თუ არა, ეს დნმ-ში?

მსოფლიო მასშტაბით ძალიან საინტერესო სურათი იკვეთება. კავკასია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესასწავლი რეგიონია, ცივილიზაცია ხომ ახლო აღმოსავლეთიდან, მესოპოტამიიდან წამოვიდა, მისი ტალღები აუცილებლად გადაივლიდა კავკასიასაც. საინტერესოა, ვინ იყო აქ მცხოვრები ხალხი... ათასწლეულების წიაღშიც უნდა ჩავიდეთ და ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა კაცობრიობა... უკვე გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო პასუხიც...

- მაგალითად, რომელი?
- ვიცით, რომ ამერიკელი ინდიელები ციმბირიდან წარმოიშვნენ! მათი დნმ ერთი და იგივეა, სამხრეთამერიკელი ინდიელების განსაკუთრებით! ციმბირში მცხოვრებთა გენოფონდის სიძველე 40 000 წელია, ამერიკელ ინდიელთა - 25 000 წელი.
ვიკვლევთ როგორ დასახლდა ინდოეთი, არაბეთი... ებრაელები ძალიან დაინტერესებული არიან, რომ შევისწავლოთ მათი გენოფონდი...

- რუსები თუ შეისწავლეთ? საიდან მოვიდნენ ისინი?

- ერთი ტალღა ევროპიდან მოვიდა... მეორე - სამხრეთიდან, მესამე კი ალტაის მხრიდან...
გიორგი კვესიტაძე, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი: - რა აზრსაც ბატონი კლიოსოვი ავითარებს, ეს ვარაუდებია. მომხრეებიც ჰყავს, მოწინააღმდეგეებიც. კავკასიელი ხალხების წარმოშობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაპირებთ სრულფასოვნად შევისწავლოთ ყველაფერი. აღნიშნული პრობლემა კავშირშია ეთნოგენეზისთან, ისტორიასთან, კულტურასთან... ამას ზოგადეროვნული და სახელმწიფოებრივი დატვირთვაც აქვს. ამ კვლევებში მთავარია მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია. ქოთანს ყურს საიდანაც გინდა იქიდან მიაბამ. ასე ვრცელდება ცრუმეცნიერული დასკვნები და მასზე დამყარებული დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა დავდოთ ჩვენი კვლევა, ჩვენი ინტერპრეტაცია...

რამაზ შენგელია, პროფესორი, საქართველოს გენოფონდის შემსწავლელი კომისიის სწავლული მდივანი: - ქართველების გენეტიკური შესწავლა, ერთი მხრივ, მეტად საინტერესო, გლობალური მასშტაბის სამეცნიერო ღირებულების მატარებელია და, მეორე მხრივ, მეტად ფაქიზი თემაა. დღემდე გავრცელებულია ორი თეზა: ქართველების უაღრესი გენეტიკური სიწმინდისა (რომელიც დღევანდელი გენეტიკის თვალსაწიერიდან გაუგებარი განსაზღვრებაა) და პირიქით, ე.წ. "ნარევი ერის" შესახებ, რომელიც შეიძლება ცალსახად უარვყოთ...
დნმ-ის შესწავლის საკითხს XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ყურადღება მიაქციეს თემურ ლეჟავამ, თენგიზ ბერიძემ... მათ კვლევების საშუალება არ მისცემიათ. 90-იან წლებში, როცა მსოფლიოში დნმ-ის კვლევის ბუმი იყო, მოგეხსენებათ ჩვენთან რაც ხდებოდა - დნმ-ის კვლევა კი არა, სიცოცხლის შენარჩუნება იყო უმთავრესი მიზანი.
ვანო ნასიძე წავიდა გერმანიაში და იქ მუშაობდა ამ საკითხებზე. ის იყო ერთადერთი ქართველი მეცნიერი, რომლის ციტირებაც ხდება მთელ მსოფლიოში. შარშან, 48 წლისა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მან შეისწავლა საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთა, თუმცა მის მიერ შესწავლილი მონაცემები არასაკმარისია, რომ თამამად ილაპარაკო მთელ ერზე. მისი შრომებით დადგინდა, რომ ჩვენში  ძირითადად ორი ჰაპლოჯგუფია გავრცელებული -  G2a  (უფრო მეტად) და  ჟ2ა.

- კიდევ რომელ ხალხებშია ეს გენი?
- დღევანდელი ჩვენი გენოფონდის დომინანტია  G2a, ის  ძირითადად კონცენტრირებულია სამხრეთ ევროპის, ანატოლიისა და კავკასიის ტერიტორიაზე. სპეციალისტთა აზრით, ჰაპლოჯგუფი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ანატოლიაში, მცირე კავკასიისა და დასავლეთ ირანის ერთიან ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ჰაპლოჯგუფის ასაკი დაახლოებით 30 000 წელია, მისგან წამოსული G2a ჰაპლოჯგუფისა კი - საშუალოდ 15 000 წელი.
განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არ არსებობს ქართული, ფრანგული, არაბული ან სხვა ერების გენი! მარკერების მიხედვით, რომელსაც დნმ-ის ანალიზით ვიღებთ, ეროვნება არ დასტურდება, ეს ერის გენოფონდზე, მის სტრუქტურულ შემადგენლობაზე ლაპარაკის საშუალებას გვაძლევს. ეს არის მხოლოდ მუტაციის ადგილისა და დროის დაფიქსირება.

- როგორც თქვით, ჰაპლოჯგუფის ასაკი 30 000 წელია, ასეთი კვლევის საფუძველზე შეიძლება გამოიყოს გარკვეული ხალხების საერთო პრეისტორიული წინაპარი?

- ცხადია, რაც უფრო მეტად გამოიკვლევენ ამ საკითხს, მით მეტად გამოჩნდება საერთო წინაპარი - დღეს მეცნიერები არ კამათობენ იმაზე, რომ ადამიანები ერთი ბიბლიური წყვილისგან წარმოიქმნენ, რომელთა დნმ დაახლოებით ყოველ 550 წელიწადში, 22 თაობაში ერთხელ განიცდიდა მუტაციას. ეს მუტაციები გროვდებოდა და იწვევდა განსხვავებული გენეტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებას. მუტაციური ცვლილებების მიზეზებზე დღეს ვერ საუბრობენ...

- თუკი გენოფონდის შესწავლა ეროვნებასთან კავშირში არ არის, მაშ რისი დადგენაა შესაძლებელი?
- ეროვნებას განსაზღვრავს ჩვენი კულტურა, მენტალიტეტი, ცხოვრების წესი - როგორ ვაზროვნებთ, რა ფასეულობებს ვაღიარებთ, როგორია ჩვენი თვითიდენტიფიკაციის ხარისხი და კრიტერიუმები. პოპულაციური გენეტიკა დროსა და სივრცეში აღიქვამს ხალხთა ერთობას, მათ სავარაუდო მიგრაციებს, ჰუმანურ კატასტროფებს და ა.შ. ჩვენი წინაპრების ჩამომავლები ცხოვრობენ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. მათი კვალის პოვნა არ არის რთული... ამასთან, გარკვეული მარკერების მატარებელი ხალხი შეიძლება საერთოდ ამომწყდარიყო. მაგალითად ვახტანგ გორგასლის მამაკაცური ხაზის გენეტიკას ჩვენ ვერ ვნახავთ, თუ სადმე უკანონო შვილებში არ დაიტოტა...

- საქართველო შესწავლილი არ არის ამ მხრივ...

- ჩვენ უნდა მოვძებნოთ სახსრები, გამოვხატოთ ნება ყველა დონეზე, რომ ქართველების გენოფონდი შევისწავლოთ. თორემ რა შედეგებს დაგვიდებენ, არც კი ვიცით...
რუსებსა და საერთოდ უცხოელ მეცნიერებში შეიმჩნევა ტენდენცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გენეტიკური არაჰომოგენობის (სიჭრელის) დასადასტურებლად. ფაქტია, რაც უფრო ხანდაზმულია ერი, მით უფრო მეტია გენეტიკური პოლიმორფიზმი (სხვადასხვაობა), მაგრამ იმავე ლოგიკით, მათ ერთი, შეიძლება სხვაზე ბევრად ბებერი, მაგრამ საერთო წინაპარი აერთიანებთ... დღეს ყველა კავკასიის შესასწავლად იღვწის - რუსი, ევროპელი, ამერიკელი... რატომ?

ცხინვალში შექმნეს ცენტრი და შეუდგნენ ათასკაციანი კონტინგენტის კვლევას. რატომ მაინცდამაინც ცხინვალში? იმიტომ ხომ არა, რომ მერე ეს შედეგები რუსეთმა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს?
ოვსები იყვნენ თურქული მოდგმის, ირანულად მეტყველი ხალხი. ის, ვინც მათ დახვდათ - ალანები სულ სხვა ხალხი იყო, სავარაუდოდ კოლხურ-იბერიული მოდგმის ტომი, მათში მოხდა ასიმილაცია...

ქართველი ოსების საკმაოდ დიდი ნაწილი ნაქართველარი ან შერეული მოდგმისაა. ამას ანთროპოლოგიური მონაცემები ადასტურებს. ახლა აღმოჩნდა, რომ მათ შორისაც ჩვენთვის ნაცნობი G2a ჰალოჯგუფი სჭარბობს, არადა უკვე შეინიშნება ტენდენცია რუსი მეცნიერებისაგან სრულიად ალოგიკური დასკვნების გაკეთებისა...
სომხეთს უკვე 3 000 კაცი ჰყავს შესწავლილი. ამდენივე რომ შევისწავლოთ, მეტი არც გვინდა, უკვე სრულყოფილ შედეგს დავდებთ.

დროა, ჩვენც გამოვძებნოთ საშუალება და დავაფინანსოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები!
მკითხველის კომენტარი (19)
Tamo
17 ოქტომბერი 2013 18:21
მეტა ამ საიტის შემქნელის ტვინში ჩამახედა! ვინ შეისწავლა ყველა ქართველის გენეტიკური წარმომავლობა, რომ დაუდვია რამოდენიმე გენეტიკური მახასიათებელი და ქართული გვარებიდან დაახლოებით 20% გვარები ჩამოურაკრაკებია, შეიურაცავს ნამდვილ ქართველებად. რაო, ეგენი ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ და დანარჩენ საქართველოს გვარებში არ ეროდნენ ?!რა არის გენეტიკა გარკევულადაა ამ სტატიაში განხილული! ახლა იმ საიტზე, როგორ გულისმომკვლელი კომენტარებია დატოვებული, ვიღაცას მგონი მართლა შეეპარა ეჭვის საკუთარ ეროვნებაში. ქართველებო, შემოგდებლი თემაა!!! როგორც ბევრი სხვა თემა ამ ბოლო წლებში! ახლა ისღა გვაკლია ერთმანეთს არასათანადო ქართველობაში დავდოთ ბრალი!
giorgi maisuraze
17 ოქტომბერი 2013 18:16
გაიგეთ რომ მარკერი და გენი და ქართველი შეუთავსებელი ცნებებია. დავიწყოთ იქედან რომ G 2a მარტო ქართველებში არაა გავრცელებული. ეს გენი აღმოჩნდა ეტრუსკებში. რომლებიც წასულები იყვნენ მცირე აზიიდან ერქვათ ტიბარენები,ტირსენები,ტევკრები, ტიბარენები ანუ თუბალები როგორც ცნობილია ქართველთა ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ .ისინი იხსენებიან ძველ ასურულ ქრონიკებში როგორც ტუბალები და მესხები რომლების ასურელებს ებრძვიან კატმუხის მიწებზე . მოგვიანებით ტუბალებიდან რომლებიც კავკასიონის ქედის ორივე მხარეზე ცხოვროდნენ იმიერკავკასიაში დარჩნენ დვალები რომელთა ასიმილაციაც მოახდინეს კავკასიაშიჩვ.წ.აღ-მდე მ-2 საუკუნეში შემოჭრილმა სარმატებმა და ალანებმა.ამიტომაცაა მათ ასიმილირებულ ხალხებში-თანამედროვე ოსებში ასეთი დიდი რაოდენობით ეს გენი.
Jemal
17 ოქტომბერი 2013 14:10
www.facebook.com/groups/GeorgianDNA/
irakli
15 ოქტომბერი 2013 17:16
მართალია ჩვენ თავად უნდა შევისწავლოთ და თან მაღალ ფროფესიულად. თორემ ეს იმას დაემსგავსება, პასპორტებს რომ ურიგებდმნენ რომ აიდა უმრავლესობა ჩემი მოქალაქეაო.
მერე რაც უნდათ იმას იტყვიან, გენეტიკურად ქართველი არააო, ასეაო, ისეაო. საერთოდ არ ვენდობია ასეთ გადასამოწმებლად ძველ რამეებს. ხედავთ ინდიელები თურმე ციმბირიდან ყოფილან. მსოფლიო ერთმმართველობისკენ მიდის და მერე ასე სატავისო კვლევის საფუძველზე ვიღაცა გვეტყვის, აი, ხედავთ ქარტველები აფრიკიდან ხართ და გადასხლდით თქვენს მიწაზეო.
Beshqeni ის საყურადრებოდ მინდა ვთქვა, ეს ახლაა ზღაპარი თორე მსოფლიო ნება რომ იქნება და მთელი ადამიანების მოთხოვნა მერე მოგკიდებს ნატო, ამერიკა, ევროპა ხელს და გადაგასახლებს ე. წ. " შენს გენეტიკურ მიწაზე".
ეს ერთი მაგალითია და ნაკლებად მოსალოდნელი თორე უფრო მოსალოდნელი და ძალიან საშიში მოთხოვნები შეიძლება წამოვიდეს ამის საფუძველზე
ჰიტლერი მეტი კიარაფრისთვის იყო ფაშისტი. არიული რასის დამკვიდრება, სხვა ერების უვარგისობის დამტკიცება რომ უნდოდა მიტო
Tiko
14 ოქტომბერი 2013 17:13
ქართველების და ზოგადად კავკასიელების გენეტიკის შესწავლას სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის მეტი რა მიზეზი უნდა ჰქონდეს?! ნეტავი ვინ მოსთხოვს, რომელიმე ერს აიკრიფოს დაკავებული ტერიტორიიდან და იმ ადგილზე გადასახლდეს საიდანაც წარმოშობილა?! უბრალოდ, ეს კვლევა საინტერესო იმითაა, რომ ზოგი საკუთარ ეროვნებას პიროვნების იდენტიფიკაციასავით უყურებს. თითქოს რომელიმე ერის წარმომადგენლობაშია დამარხული დიდი საიდუმლო და ძალა. სხვები, ჩამორჩენილები და უჯიშოები არიან. ყველა ერის გენშია დეგრადირებული ჯანმრთელობის, აზროვნების გენები. კაცობრიობამ შექმნა კულტურა.კულტურა სწორედ სხვადასხვა ტომების,ერების გადასახლებით,ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით შეიქმნა. თუ რაიმე მიღწევა აქვს კაცობრიობას მას მხოლოდ ერთი ერის დამსახურება არასოდეს ყოფილა. გადაცემს ვუყურე და სანამ მსოფლოში ჩვენი (დღეს მთელ მსოფლიოში მოსახლე ადამიანების პოპულაციას მეცნიერები საერთო წინაპარს უკავშირებენ) გენის მატარებლები გაბატონდებოდნენ, ევროპაში ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ, რომლებიც მსოფლიოს კლიმატურ ცვლილებებთან ერთად გაქრნენ და ასიმილაცია მოახდინეს აფრიკიდან მოგვიანებით გადმოსახლებულ ტომებთან, რომლებსაც უფრო განვითარებული ჰქონდათ სოციალური კავშირები, გასაჭირში ერთმანეთის გატანის ტრადიცია.
nino
14 ოქტომბერი 2013 14:03
ნამდვილად არის შესასწავლი. ხოლო ერის რაობისშესახებ ნათლად არის სტატიაში მოცემული ის თუ რა არის ერი.
Lasha
14 ოქტომბერი 2013 13:42
რა ბიბლიური წყვილი? საერთოდ დასახურია მეცნიერებათა აკადემია, სამარცხვინოა მეცნიერი ასეთი ტერმინებით საუბრობდენ და ტყუილებს ავრცელებდეს. თქვენი შესწავლილს რა ვუთხარი თავიდან შესასწავლი იქნება.
Beshqeni
14 ოქტომბერი 2013 13:19
ხალხი რა უსაქმურია, ე ბიჭო იმ ორ პროცენტს რომ მიაცივდით სხვა არაფერია უფრო საჭირო გამოსაკვლევი საქართველოში? ვის რაში აინტერესებს ან რატომ აქვთ მსგავსი ინტერესი ჩვენი გენოტიპების კვლევისა არ მესმის, "უსაქმური კაცი yვერს იფხანდაო ეგრეა ამათი საქმე". ამდენი ჩორტი გენის მტრის შემოსევის მერე ქართველები წმინდა გენების რო არ ვიქნებით ეგ ცხადია, თუნდაც იმიტომაც რომ გენები მუტაციას განიცდიან პერიოდულად.
alamaria
14 ოქტომბერი 2013 10:26
ხო ახლა ჩვენი გენეტიკური კოდის განაწილებაც დაიწყოს მსოფლიომ, ჩვენგან წამოვიდნენო დაიწყონ ახლა..ახალი მზეზები მიწის გასაყოფად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები