6 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა - კვირის პალიტრა

6 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა

ახალ ტექნოლოგიურ აღმოჩნებს თან სდევდა ადამიანთა მსხვერპლი

დღეს მეცნიერები ახალ ციურ სხეულებს ეძებენ და ადგენენ არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსსა და სხვა პლანეტებზე. ამ ყვლეფარეს კი  საფუძველი სწორედ წინარე კოსმოსურმა აღმოჩენებმა და უამრავმა მარცხმა შეუმზადა. შეგახსენევთ იმ ექვს კოსმოსურ კატასტროფას, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1. ნასას მრავალჯერადი კოსმოსური შატლი „ჩელენჯერი“

დაღუპულთა რაოდენობა: 7

წელი: 1986

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

ნასა-ს ხომალდმა კოსმოსში 9 წარმატებული მოგზაურობა განახორციელა, თუმცა მეათე ცდა საბედისწერო აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ 28 იანვარს, დილის შემოწმების გამო ხომალდის კოსმოსში გაშვება 2 საათით გადადეს, აღმოჩენილი ხარვეზების მიუხედავად, სანახაობის მაყურებელნი მაინც ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

აფრენიდან 73 წამში, მყარი საწვავის ამჩქარებლის დაზიანების გამო, შატლი აფეთქდა. ეკიპაჟის შვიდი წევრი დაიღუპა, როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგიერთი მათგანი აფეთქებას გადაურჩაა, მაგრამ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო დაიღუპა.

2. შატლი „კოლუმბია“

მსხვერპლის რაოდენობა : 7

წელი : 2003

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

2003 წლის 1-ელ თებერვალს 16-დღიანი წარმატებული ფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრები ფლორიდაში ხომალდის დაშვების საკითხებს განიხილავდნენ. ეს იყო კოსმოსური ხომალდის რიგით 28-ე ფრენა და კვლევების თანახმადაც, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

დაგეგმილ დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტექნიკურმა ჯგუფმა შატლის მარცხენა ფრთაში ტემპერატურის ანომალური ცვლილება აღმოაჩინა, მოულოდნელად გაითიშა კავშირი ეკიპაჟის სხვა წევრებთანაც.

კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრის თანამშრომლის მონაყოლით, მონიტორებზე ამ დროს აღიბეჭდა, "შატლი სივრცეში უამრავ მცირე ნაწილად როგორ დაიშალა". შვიდივე კოსმონავტი მომენტალურად დაიღუპა.

შატლი „კოლუმბია“ იყო პირველი მოქმედი ორბიტალური აპარატი. ის დაამზადეს 1979 წელს და გადასცეს კენედის სახელობის ნასა-ს კოსმოსურ ცენტრს. შატლს თავისი სახელი დაერქვა იალქნიანი გემის სახელის მიხედვით, რომელზედაც კაპიტან რობერტ გრეი 1792 წლის მაისში იკვლევდა ბრიტანული კოლუმბიის შიდა წყლებს (შეერთებული შტატების ახლანდელი შტატები - ვაშინგტონი და ორეგონი).

3. "Союз-1"

დაღუპულთა რაოდენობა : 1

წელი : 1967

ქვეყანა: საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კოსმონავტიკის ისტორიაში მფრინავი-კოსმონავტის ვლადიმერ კომაროვის დაღუპვა დღესაც უდიდეს ტრაგიკულ შემთხვევად მიიჩნევა.

კომაროვის "Союз-1"-ით გაფრენა მთლიანად ტექნიკური პრობლემებით განხორციელდა, ეს ეხებოდა როგორც სტარტს ასევე ფრენის დასასრულს.

გაფრენიდან 24 საათის შემდეგ, კომაროვს ბრძანება მისცეს უკან დაბრუნებულიყო. სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის მიუხედავად, კომაროვი ახერხებდა დაშვებას, თუმცა ამოუხსნელი მიზეზების გამო, კაფსულის არც ერთი პარაშუტი არ გაიხსნა და ის კოსმონავტთან ერთად დედამიწას 150 კმ/ს სიჩქარით დაენარცხა.

4. რაკეტა „რ-16“-ის აფეთქება ბაიკონურში

დაუზუსტებელი ინფორმაციით შემთხვევას ემსხვერპლა 78-დან 126-მდე ადამიანის სიცოცხლე.

წელი: 1960

ქვეყანა: საბჭოთა კავშირი

1960 წლის 24 ოქტომბერს, რაკეტა „რ-16“-ზე ცდებს ბაიკონურის კოსმოსურ სადგურზე ატარებდნენ. უამრავი ტექნიკური პრობლემის გამო მარშალ მიტროფან ნედელინს სტარტის გადადება შესთავაზეს. მარშალი, რომელიც სრულიად ენდობოდა ჩატარებულ ცდებს და რომელიც აკვირდებოდა ნულოვანი ნიშნულის მომზადებას, მაინც არ აპირებდა სტარტის გადადებას. სტარტამდე ოცდაათი წუთით ადრე გამოაცხადეს საბოლოო მომზადება, უეცრად კი, ობიექტზე მეორე ძრავის არასანქცირებული სტარტი მოხდა, გაჩენილმა ცეცხლმა დააზიანა საწვავის ავზი.

ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო სამსახურები კიდევ რამდენიმე საათი ვერ იწყებდნენ სახანძრო სამუშაოებს.

ტრაგედია, რომელიც გაგარინის კოსმოსში გაფრენამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა, შეეწირა როგორც მარშალი ნედელინი, ასევე 78 საბჭოთა მოქალაქე, მათ შორის კი იყვნენ უმაღლესი რანგის სამხედროები.

5. აფეთქება პლესეცკის კოსმოდრომზე

სულ დაიღუპა 48 ადამიანი

წელი: 1980

ქვეყანა: საბჭოთა კავშირი

1980 წლის 18 მარტს, კოსმოსური ხომალდის Восток-2М-ის სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე აფეთქება მოხდა.

რაკეტაზე საწვავი ავზების შევსების შემდეგ მიმდინარეობდა მისი აზოტითა და თხევადი ჟანგბადით მომარაგება, რასაც 300 ტონა საწვავის აფეთქება და  მასშტაბური კატასტროფა მოჰყვა.

მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა - შესაძლებელია, შეცდომა დაუშვეს მაშინ, როცა რაკეტა თხევადი ჟანგბადით ივსებოდა. რაც შეეხება მსხვერპლს, ადგილზევე გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო 30 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

6. კატასტროფა ალკანტარას კოსმოდრომზე

დაღუპულთა რაოდენობა: 21

წელი:2003

ქვეყანა: ბრაზილია

ბრაზილია კოსმოსურ ოდისეას ჯერ კიდევ 1960 წელს შეუერთდა. თუმცა, კოსმოსური ხომალდების მშენებლობასა და მათ გამოცდას გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა და ეს დრო საკმაოდ ნელა გადიოდა. 2003 წელს  22 აგვისტოს, მაშინ როცა კოსმოსური ხომალდის VLS-1-ის საბოლოო ტესტირება მიმდინარეობდა, ხოლო ხომალდის გაშვებამდე 3 დღე რჩებოდა, ის აფეთქდა.

საინტერესოა, რომ ამოუცნობი მიზეზების გამო ამოქმედდა რაკეტის ერთ-ერთი ბლოკის ძრავი, რამაც მეზობელი ძრავების აფეთქება გამოიწვია. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრაზილიელები მა დროს უკვე მესამედ ცდილობდნენ ამ „ავისმომტანი“ რაკეტის კოსმოსში გაშვებას.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ძრავის ამუშავების მიზეზი ელექტრონული განმუხტვა იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გაარკვიეს რამ გამოიწვია თავად ელექტრომული განმუხტვა - ჩართულმა მობილურმა ტელეფონმა, თუ უბრალოდ დაუდევრობამ.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ