"რეკომენდაცია გია დვალმა გამიწია" - ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსი სიმსივნისაგან განკურნების მეგაპროექტში
"რეკომენდაცია გია დვალმა გამიწია" - ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსი სიმსივნისაგან განკურნების მეგაპროექტში
თერაპია, რომელიც ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად კიბოს უჯრედებს ანადგურებს

ლადო ლაბაძემ საშუალო სკოლა ჭიათურის რაიონის სოფელ ნიგოზეთში დაამთავრა. ექიმობასა და ფიზიკოსობას შორის არჩევანი უკანასკნელზე შეაჩერა და ახლა უკვე ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. სწავლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით შერჩეული ხუთი სტუდენტიდან ერთ-ერთი იყო, ვინც შოტლანდიაში, ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციაში (ICPS) მონაწილეობდა. მოგვიანებით კი ერთ-ერთი აღმოჩნდა ოთხ სტუდენტს შორის, ვინც ფიზიკოს გია დვალის რეკომენდაციით, ადრონული თერაპიის ნახევარმილიარდიან პროექტში ჩაერთვება...

- ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის
ნახევარმილიარდიანი მეგაპროექტის ფარგლებში იმ ოთხ სტუდენტს შორის აღმოჩნდი, ვინც მასში უშუალო მონაწილეობას მიიღებს... ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო?

- გადაწყვეტილების შესახებ საბოლოო პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღე. პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და სრული დაფინანსებით ხორციელდება. თანაავტორები კი, ფიზიკოსები - გია დვალი და თემურ ლომთაძე არიან. სიმსივნის
ადრონული თერაპია მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდია, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. სიმსივნური უჯრედების შესასუსტებლად დღეს გამოყენებული სხივები, სანამ სიმსივნის უჯრედებამდე მიაღწევს, "გზაში" სხვა უჯრედებს აზიანებს. ადრონული ნაწილაკები კი ძირითად ენერგიას ტრაექტორიის ბოლო წერტილზე გამოყოფენ. შესაბამისად, მხოლოდ სიმსივნის უჯრედებს კლავენ. პროექტი შვიდწლიანია და ორი მიმართულება აქვს. ორი წელია გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აგებაზე, რომელიც კვლევაზე იქნება ორიენტირებული და სტუდენტების მცირე რაოდენობას მიიღებს. ამაჩქარებელი კი, რომელიც გაცილებით მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს, ადრონული თერაპიის ანუ სიმსივნისაგან განკურნების მიმართულებით იმუშავებს.

იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (27)
inga
30 სექტემბერი 2016 16:17
ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ საერთოდ რამე კეთდება ან გაკეთდება სიმსივნის დასამარცხებლად, გარდა იმისა რომ ახალახალ წამლებს იგონებენ რომელიც უფრო ასუსტებს და ტანჯავს ადამიანს, სამაგიეროდ ფულს კი აკეთებენ მილიონობით დაავადებულზე, ღმერთმა ქნას ეს ასე არ იყოს, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ხალხო რა გახდა სიმსივნისგან განკურნება, როცა კლონს ქმნიან უკვე, არასდროს არ მიაგნებენ წამალს იმიტომ რომ არ უნდათ და თუ ვინმე შექმნის იმასაც გააქრობენ, რადგან სხივოთერაპია და ქიმიოთერაპია მსოფლიო ბიზნესია
ლადო ეჭვი არ მეპარება რომ კეთილშობილი და ჭკვიანი ახალგაზრდა ხართ მაგრამ ვშიშობ თქვენც გამოყენებული არ იქნათ ტყუილი საქმეებისთვის, ანუ ის გვირაბი არ გაეთხრევინონ რომელსაც გამოსავალი არსაით არ ექნება
ირინა.
28 სექტემბერი 2016 09:54
ღმერთმა გაახაროს ყველა ის ვინც ხელს უწყობს ამ ახალგაზრდებს ნიჭის გამოვლენაში.
hiugo555
01 სექტემბერი 2016 18:01
მთავრობებმა....ველური გაუმაძღრობით,მგლის მადით მუსრი გაავლო ქართველ ხალხს(1998წ5მილ-----2016წ3.5მილ).დაკარგა 20%ტერიტორიის. გაყიდა ????.ამის მომთმენი და ამტანი ხალხი რომელმაც მდუმარებით აპატია სინოდს და მთავრობას მართლმადიდებლობის დაკნინება(გაუთანაბრა რა ყველა რელიგიებს).არ ვიცი იმსახურებს კი შენისთანებს ????
გისურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და გამართლებას შენი სამშობლოს სასიკეთოდ ბრძოლაში...
მზია
10 აგვისტო 2016 19:37
სულ წინსვლას და სიხარულს გისურვებ, უფლის მფარველობით გევლოს.........ვერ გავიგე რატომ გგონიათ ჩვენს ხალხს რომ ამერიკაში უფრო ნიჭიერები არიან და რატომ არ იციან რომ სწორედ ამერიკა უშლის ხელს კიბოს განკურნებას, იმიტომ რომ დიდი ბიზნესი აქვთ......გული მეტკინა კომენტარებზე როგორი იმედით ელოდება ხალხი... გფარავდეთ უფალი ყველას უკლებლივ და არ მოგკლებოდეთ მისი წყალობა ჩემო ქართველებო
lia
07 აგვისტო 2016 23:52
axla qimioterapias viketeb da imedi chamesaxa, tu qimioterapiam ar mishvela iqneb tqven mogmartot, tan gia dvali chemi kurselia da vici rom zalian nichieria da tan patriotic da imedi maqvs cud proeqts ar gaaketebs
Nina sharova
07 აგვისტო 2016 09:53
Rac sheizleba male unda daiwyos es proeqti da did warmatebas gisirveb
lali
07 აგვისტო 2016 09:33
Momeswreba ki,?,rodidan shedzlebt pacientis mkurnalobas waatebebi
Gogi
07 აგვისტო 2016 02:16
Morigi apiora...
Gogi
07 აგვისტო 2016 02:14
Rogorc vici morigi blepia.amerikashi ar mkurnaloben am metodit.puli ara aqvt tu mowinave teqnoligiebi.
mocyenili
06 აგვისტო 2016 23:52
123. Etikis normebis ugulvebelyofa an diagnozia an danashauli, cnobistvis! Guli mereva am sheuracxyofebze tqvennairebs rom mkacri regulaciebit shezgudavdnen amdeni cema-tyepa da ertmanetis modzuleba ar iqneboda. Sazogadoeba aseti sidzulvilit ver shedgeba. Tqven ggoniat uketesi xart?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები