15 წლის გამომგონებელის უნიკალური გამოგონება - ახლობლებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულის ჯანმრთელობა დისტანციურად აკონტროლონ
15 წლის გამომგონებელის უნიკალური გამოგონება -  ახლობლებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულის ჯანმრთელობა დისტანციურად აკონტროლონ
მე-10 კლასის მოსწავლეს, დავით რიჟინაშვილს მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდა, რომ ახალი გამოგონებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ერთი სერიოზული ყოფითი პრობლემა მოეგვარებინა. 15 წლის გამომგონებელმა ახლახან საათი ააწყო, რომლის საშუალებითაც ოჯახის წევრებს საშუალება ეძლევათ, ხანდაზმულის ჯანმრთელობა დისტანციურად აკონტროლონ.

გარდა იმისა, რომ ისინი დღის მანძილზე ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად გააკონტროლებენ, Emergency Smart Watch მათ საშუალებას აძლევს დაუყოვნებლივ შეიტყონ, ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემა თუ შეექმნება. დროულად დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ბუნებრივია, შეძლებენ თავიდან აიცილონ
ლეტალური შედეგი... რამ გადააწყვეტინა პატარა გამომგონებელს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე ემუშავა და აქვს თუ არა ამ სისტემას ანალოგი მსოფლიო მასშტაბით? - ამაზე ჟურნალ "გზასთნ" პატარა გამომგონებელი საუბრობს:

- ბევრ ოჯახს მოხუცის მარტო დატოვების პრობლემა აქვს. იგივე სირთულე ჩვენს ოჯახშიც არსებობს. სტატისტიკის მიხედვით, მოხუცთა სიკვდილიანობის ყველაზე
ხშირი მიზეზი გულის შეტევაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ ტიპის საათის შექმნა. საათი რეგულარულად აკონტროლებს პულსაციასა და ტემპერატურას და მონაცემებს ვებსაიტზე ტვირთავს. მოხუცის გულშემატკივარს ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს, რა მდგომარეობაშია ის, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, მას დაუყოვნებლივ ეცნობება, პულსაცია ან ტემპერატურა თუ შეიცვლება. ერთადერთი, რაც ამ ნოვაციის გამოსაყენებლადაა საჭირო - სახლში უნდა იყოს WiFi ინტერნეტი.

- რით განსხვავდება ეს საათი მსოფლიოში არსებული სხვა მსგავსი სისტემისგან?
- მისი ანალოგი არ არსებობს. ეს გამოგონება სიმარტივით გამოირჩევა. არსებობს "სმარტვოჩები", რომლებიც სენსორებზე მუშაობს, საკმაოდ ძვირი ღირს და მოხუცისთვის გამოსაყენებლადაც რთულია. მისი ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება. ამ მოწყობილობის დამზადება 4 აშშ დოლარს არ აღემატება. ვფიქრობ, საბაზრო ფასი 20 ლარს არ გადააჭარბებს.

სტატია წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი სექტემბრის ნომერში


მკითხველის კომენტარი (17)
qei
08 ივნისი 2017 20:41
ცინ სვლას ცარმატებას და კველაფერს საუკეტესოს გისურვებ
გიჟუა
10 სექტემბერი 2016 11:30
ერთი ეგ არი ქურთია და პატრონი არა ჰყავს, თორე ......
გიჟუა
10 სექტემბერი 2016 11:29
მე ტიპს ვიცნობ, იმასაც მაგარი ტალანტი აქვს ძალიან.
ჩემ თვალწინ პაპიროსები დაშალა და ისევ ახლიდან ააწყო.
გელა
07 სექტემბერი 2016 22:52
ღმერთმა სიკეთე და სიხარული ნუმოგიშალოს
ნიკა
03 სექტემბერი 2016 14:04
წარმატებები ამ ნიჭიერ კაცს.ისე კი ცნობისათვის რიჟინაშვილები ებრაელები არიან.
kgaolhateetevan
03 სექტემბერი 2016 09:24
Gaikhare!
tttt
02 სექტემბერი 2016 10:28
მიხარია ასეთი ახალგაზრდები რომ ყავს ჩვენს ბედკრულ საქართველოს.წარმატებები შენ ჩემო კარგო ბიჭო
Dariko Melikishvili
02 სექტემბერი 2016 00:09
ასეთებს დაფასებაც სჭირდებათ და ყურადღებაც.არც სტიმულის მიმცემი ქმედება აწყენდათ.განათლების მესვეურებმა უნდა იფიქრონ ასეთ გამორჩეულ ახალგაზრდებზე.ამ ბავშვს კი მეტი წარმატებები.
მაია
01 სექტემბერი 2016 22:48
ყოჩაღ დათო უმრავლოს საქართველოს შენისთანა შვლები

გიორგი შავგულიძე
01 სექტემბერი 2016 21:42
ყოჩაღ დათო! სულ წინსვლას და წარმატებებს გისურვებ :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები