15 წლის გამომგონებელის უნიკალური გამოგონება - ახლობლებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულის ჯანმრთელობა დისტანციურად აკონტროლონ
01-09-2016
15 წლის გამომგონებელის უნიკალური გამოგონება -  ახლობლებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულის ჯანმრთელობა დისტანციურად აკონტროლონ
მე-10 კლასის მოსწავლეს, დავით რიჟინაშვილს მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდა, რომ ახალი გამოგონებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ერთი სერიოზული ყოფითი პრობლემა მოეგვარებინა. 15 წლის გამომგონებელმა ახლახან საათი ააწყო, რომლის საშუალებითაც ოჯახის წევრებს საშუალება ეძლევათ, ხანდაზმულის ჯანმრთელობა დისტანციურად აკონტროლონ.

გარდა იმისა, რომ ისინი დღის მანძილზე ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად გააკონტროლებენ, Emergency Smart Watch მათ საშუალებას აძლევს დაუყოვნებლივ შეიტყონ, ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემა თუ შეექმნება. დროულად დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ბუნებრივია, შეძლებენ თავიდან აიცილონ
ლეტალური შედეგი... რამ გადააწყვეტინა პატარა გამომგონებელს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე ემუშავა და აქვს თუ არა ამ სისტემას ანალოგი მსოფლიო მასშტაბით? - ამაზე ჟურნალ "გზასთნ" პატარა გამომგონებელი საუბრობს:

- ბევრ ოჯახს მოხუცის მარტო დატოვების პრობლემა აქვს. იგივე სირთულე ჩვენს ოჯახშიც არსებობს. სტატისტიკის მიხედვით, მოხუცთა სიკვდილიანობის ყველაზე
ხშირი მიზეზი გულის შეტევაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ ტიპის საათის შექმნა. საათი რეგულარულად აკონტროლებს პულსაციასა და ტემპერატურას და მონაცემებს ვებსაიტზე ტვირთავს. მოხუცის გულშემატკივარს ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს, რა მდგომარეობაშია ის, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, მას დაუყოვნებლივ ეცნობება, პულსაცია ან ტემპერატურა თუ შეიცვლება. ერთადერთი, რაც ამ ნოვაციის გამოსაყენებლადაა საჭირო - სახლში უნდა იყოს WiFi ინტერნეტი.

- რით განსხვავდება ეს საათი მსოფლიოში არსებული სხვა მსგავსი სისტემისგან?
- მისი ანალოგი არ არსებობს. ეს გამოგონება სიმარტივით გამოირჩევა. არსებობს "სმარტვოჩები", რომლებიც სენსორებზე მუშაობს, საკმაოდ ძვირი ღირს და მოხუცისთვის გამოსაყენებლადაც რთულია. მისი ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება. ამ მოწყობილობის დამზადება 4 აშშ დოლარს არ აღემატება. ვფიქრობ, საბაზრო ფასი 20 ლარს არ გადააჭარბებს.

სტატია წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი სექტემბრის ნომერში



რედაქტორის რჩევით