ვინ მოდის მომავლიდან? - პატარა გამომგონებლების მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი
27-09-2016
ვინ მოდის მომავლიდან? - პატარა გამომგონებლების მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი
ახ­ლა­ხან ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­მა, მა­რია ერა­ძემ და გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გის, სო­ფიო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ბი­ო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. მოს­წავ­ლე­ებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მცე­ნა­რე­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლის­გან ახა­ლი თა­ო­ბის მა­ღა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და და­ბა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სის მქო­ნე, ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი დი­ა­ბე­ტუ­რი პრო­დუქ­ტი შე­ი­მუ­შა­ვეს.

კვლე­ვის მი­ზან­სა და შე­დე­გებ­ზე მა­რი­ა­სა და გი­ორ­გის ვე­სა­უბ­რეთ...
გი­ორ­გი:
- ცხოვ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი რიტ­მი, მი­სი თა­ნამ­დე­ვი სტრე­სი და არას­წო­რი კვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბის, მათ შო­რის, დი­ა­ბე­ტის გა­მომ­წ­ვე­ვია. ჩვე­ნი კვლე­ვის სა­გა­ნიც
სწო­რედ დი­ა­ბე­ტია, რად­გან ფარ­თო­დაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეკო­ლო­გი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა და არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­მო, მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებს. პრო­ექ­ტი რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტურ ანე­მი­ა­ზეც გვქონ­და, მაგ­რამ დი­ა­ბე­ტი მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ჩვენც, კვლე­ვის მიზ­ნად მი­სი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და­ვი­სა­ხეთ.

- სა­მე­დი­ცი­ნო თე­მით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით, ამ სფე­როს­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხომ არ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?
-
ოჯახ­ში ექი­მი არ გვყავს. ბე­ბიაა კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი. ეს თე­მა ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. თუმ­ცა, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ვა­პი­რებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას უფ­რო ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღებ.

მა­რია:

- დე­დაც და მა­მაც ექი­მე­ბი არი­ან, თუმ­ცა, პი­რა­დად მე ქი­მია-ბი­ო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს.

- და­ვიწყოთ კვლე­ვის საწყი­სი ეტა­პით. საკ­ვ­ლე­ვი კულ­ტუ­რე­ბი რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ეთ?
- კვლე­ვის საწყის ეტაპ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­ც­ვ­ლო­ვა­ნი და პარ­კო­სა­ნი ნედ­ლე­უ­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ. უპი­რა­ტე­სო­ბას ისეთ კულ­ტუ­რებს ვა­ნი­ჭებ­დით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოდით­გან­ვე ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და და ჩვენ­თ­ვი­საც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო. შე­ვარ­ჩი­ეთ მარ­ც­ვ­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი - ხორ­ბა­ლი და ჯიჯ­ლა­ყა (ა­მა­რან­ტი) და პარ­კო­სა­ნი კულ­ტუ­რე­ბი - ოს­პი და სო­ი­ის მარ­ც­ვა­ლი. სო­ი­ის მარ­ც­ვა­ლი სხვა კულ­ტუ­რე­ბის­გან სა­ხა­მებ­ლის ანუ ნახ­შირ­წყ­ლე­ბის და­ბა­ლი შემ­ც­ვე­ლო­ბით (17.3%) გა­მო­ირ­ჩე­ვა და შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ დი­ა­ბე­ტი­ან­თა საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში.

გი­ორ­გი:
- რად­გან დი­ა­ბე­ტი­ან­თა კვე­ბა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­ბა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და მა­ღა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ად­ვი­ლად მო­სა­ნე­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ესა თუ ის მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი შე­ი­ცავს, მარ­ც­ვ­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბი­სა და გა­ღი­ვე­ბის პრო­ცეს­ში იშ­ლე­ბა, რაც უკ­ვე ორ­გა­ნიზ­მ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ღი­ვე­ბუ­ლი და აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი მარ­ც­ვ­ლე­ბი კი ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის უფ­რო მარ­ტი­ვი შე­სათ­ვი­სე­ბე­ლია, რად­გან ამი­ნომ­ჟა­ვებს და ცხი­მის მო­ნო­მე­რებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ეკარ­გე­ბათ და ორ­გა­ნიზ­მი მათ, რო­გორც მხო­ლოდ `სა­შენ მა­სა­ლას~, ისე იღებს. მარ­ც­ვ­ლის გა­ღი­ვე­ბას კლა­სი­კუ­რი მე­თო­დით ვახ­დენ­დით, რის­თ­ვი­საც მას გა­სა­ჯირ­ჯ­ვებ­ლად 6-8 სა­ა­თი ვალ­ბობ­დით, 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი აღ­მო­ცენ­დე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, საკ­ვე­ბად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მარ­ც­ვ­ლის ღი­ვის სიგ­რ­ძე არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 2 მმ-ს, რად­გან ზუს­ტად ამ მო­მენ­ტ­შია ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანუ `სა­შე­ნი მა­სა­ლის~ რა­ო­დე­ნო­ბა - ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი. ეს ეტა­პი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რია საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის კი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო. ამი­ტომ, სწო­რედ ამ დროს ვი­ღებ­დით ნი­მუ­შებს სა­ა­ნა­ლი­ზოდ და ვსაზღ­ვ­რავ­დით მათ­ში ძი­რი­თად საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებ­სა და მიკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტებს.

- გა­ღი­ვე­ბუ­ლი მარ­ც­ვ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მა­თი ენე­რგე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც იკ­ლებს?
- დი­ახ, გა­ღი­ვე­ბის პრო­ცეს­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 50%-ით იკ­ლებ­და, ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 30-40%-ით იმა­ტებ­და. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მაკ­რო და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის კი - გა­ი­ზარ­და. გა­ღი­ვე­ბის შემ­დეგ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და მარ­ც­ვ­ლის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა: ხორ­ბ­ლის­თ­ვის - 35%-ით, ამა­რან­ტის­თ­ვის 50%-ით, სო­ი­ის­თ­ვის - 59%-ით, ოს­პის­თ­ვის - 56%-ით.

გაგრძელება

რედაქტორის რჩევით