ვაკუუმის გვირაბების პროექტი - გადაადგილება "კოსმოსური სიჩქარით" დედამიწაზეც შესაძლებელი იქნება?!
ვაკუუმის გვირაბების პროექტი - გადაადგილება "კოსმოსური სიჩქარით" დედამიწაზეც შესაძლებელი იქნება?!
"ვაკუუმის გვირაბის პროექტმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მგზავრები ნიუ-იორკიდან ფილადელფიაში ან ბალტიმორიდან ვაშინგტონში სწრაფად გადაადგილდნენ, აშშ-ს მთავრობის სიტყვიერი თანხმობა მიიღო", - ამის შესახებ საზოგადოებას პროექტის ავტორმა ილონ მასკმა განუცხადა.

ილონ მასკი საზოგადოებას მისი ფანტასტიკური გამოგონებებითა და მომავლის უცნაური ხედვის გამო მოსწონს. თუმცა მის ამ განცხადებას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ.

მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ამ თემაზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა:

"ახლახანს მივიღე სიტყვიერი თანხმობა რათა Boring Company-მ Hyperloop - ის
You must have Flash Player installed in order to see this player.
პროექტით მიწისქვეშა გვირაბები ნიუ-იორკს, ფილადელფიას, ბალტიმორსა და ბოსტონს შორის გაიყვანოს. ნიუ-იორკიდან ვაშიგტონამდე გზა 29 წუთი იქნება".

"ერთი ცენტრიდან მეორე ქალაქის ცენტრში. ყოველ მათგანში ათეულობით შესასვლელ-გამოსასვლელით“

"ფორმალური თანხმობის მისაღებად კიდევ ბევრი საქმის გაკეთება იქნება საჭირო, თუმცა მჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება", - დაწერა მასკმა.


მაშინ, როცა საზოგადოებამ კითხვები დასვა და მოინდომა ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა, Tesla-მ და Boring Company-მ თავადაპირველად ამაზე არაფერი თქვეს, ეს უკანასკნელი საბურღი კომპანია  2016 წელს, თავად მასკმა შექმნა. მოგვიანებით კი Boring Company-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ
პროექტზე მუშაობას კომპანია მიმდინარე წლის განმავლობაში დაიწყებს.

როგორც კომპანიიდან ბი-ბი-სი-ს განუცხადეს: "აშშ-ს მაღალჩინოსნებსა და შტატის წარმომადგენლებთან იმედის მომცემი მოლაპარაკებები აწარმოეს".

"ერთეული გამონაკლისების გარდა, რეაქცია ძალიან პოზიტიური იყო, ჩვენ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური
ფიგურებისგან მივიღეთ სიტყვიერი თანხმობა გვირაბების გაყვანის თაობაზე და Hyperloop-ის მარშრუტზეც ნიუ-იორკიდან ვაშინგტონამდე. მომავალში ვაპირებთ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ქალაქებისა და შტატების წარმომადგენლებთან, სადაც ამ გვირაბმა უნდა გაიაროს. გვსურს მივიღოთ ფორმალური თანხმობაც, რათა უკვე ამ წელს დავიწყოთ ჩვენი გეგმის განხორციელება".

ბი-ბი-სი წერს, რომ მათმა ჟურნალისტმა ჯერ ვერ გაარკვია ვინ გასცა სიტყვიერი თანხმობა უცნაური და საინტერესო პროექტის განხორციელებაზე. გამოითქმის ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ პროექტზე თანხმობა დონალდ ტრამპის სიძისგან - ჯარედ კუშნერისგან მიეღოთ. ის თეთრ
სახლში პრეზიდენტის მრჩეველია, ასევე მის კომპეტენციაში შედის ამერიკული ინოვაციების მართვის (OAI) საკითხებიც. თუმცა კითხვებზე კონკრეტული პასუხი საზოგადოებამ თეთრი სახლისგან ვერ მოისმინა, ისინი ამბობენ, რომ მასკთან მოლაპარაკებები ნამდვილად გაიმართა და თქვეს ისიც, რომ აშშ-ს ხელისუფლება მხარს უჭერს ინფრასტრუქტურის ტრანსფორმირებასთან დაკავშრებულ საკითხებს და ხშირად დიდი გადაწყვეტილებები კერძო სექტორის წარმომადგენლების შემოქმედების და მიზანდასახულობის ნაყოფია.

როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ პენსილვანიის სატრანსპორტო კომპანია SEPTA-ში განაცხადეს: "ჩვენ მოვიკითხეთ კომპანიაში, თუ იცოდა ვინმემ ამ პროექტის შესახებ, მაგრამ არავინ იცოდა რაზე იყო ლაპარაკკი..."  სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს ის ვაკუუმის გვირაბი, რომელზეც მასკი საუბრობს. პროექტის შესახებ არაფერი იცის პენსილვანიის გუბერნატორმაც, ხოლო ნიუ-იორკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ნიუ-იორკის სატრასპორტო კომპანიას პროექტ Hyperloop-ზე არანაერი სიტყვიერი თანხმობა არ გაუცი".

პრესა იხსენებს ილონ მასკის ინტერვიუს ბი-ბი-ეს-თან, სადაც წამყვანებმა მასკს გაახსენეს, რომ მის იდეებს კოსმოსურ მოგზაურობებზე არ იზიარებენ გამომგონებლის საყვარელი ასტრონავტები. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ
jorj
05 აგვისტო 2017 19:45
ვაკუუმის გვირაბი კიარა ისაუბრეთ თბილისს რომ უნდა ქონდეს ტრამვაი.
truker
28 ივლისი 2017 14:13
ამხელა პროექტებს ალბათობებზე არ არ ამტკიცებენ. ეს იდეა 17 წლის უკანაც გავიგონე.ახალი არ გახლავთ. ფანტასტიკურ ფილმებში შეიძლება გამოიყენო ეს იდეები.სხვანაირად მხოლოდ თეურიულად არის შესაძლებელი. აგერ ნახავთ ეს არ გაკეთთება.
truker-s:
24 ივლისი 2017 16:54
ვაკუუმგვირაბი იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი არ არის, ქანებისგან გამყოფი შრეებიც ექნება და თუნდაც 1 მეტრით ქანების გადაადგილებაც კი არ შეუშლის ხელს მის ფუნქციონირებას და მის მთლიანობას ვერ დაარღვევს, თანაც, ზემტკიცე პოლიმერული მასალებით იქნება დამზადებული, მაღალი ალბათობით.
truker
23 ივლისი 2017 16:32
ეს პროექტი პროექტად დარჩება.წარმოიდგიმეთ რა მოხდება ოდნავ ქანების გადაადგილება რო მოხდეს და ამ დროს იქ მატარებელი მოძრაობდეს კოსმოსური სიჩქარით. აბსურდია ეს პროექტი
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა