არასრულწლოვანი ქართველი ძმების გამოგონებული ღვინის ხარისხის დამდგენი ანალიზატორი
არასრულწლოვანი ქართველი ძმების გამოგონებული ღვინის ხარისხის დამდგენი ანალიზატორი
ძმებმა, გიორგი და კოსტა ბუთბაიებმა, ღვინის შემადგენლობისა და ხარისხის დამდგენი პორტატული ანალიზატორი გამოიგონეს, რომელსაც დღემდე არსებულ ფიზიკურ-ქიმიურ ლაბორატორიულ ანალიზებთან შედარებით, არაერთი პრივილეგია გააჩნია.

სკოლის მოსწავლე გამომგონებელმა ძმებმა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ანალიზატორის სახით უკვე მესამე პროექტი წარადგინეს და პირველი კატეგორიის პრიზი - ოქროს მედალი მოიპოვეს. წარმატებულ ძმებზე სტატია ჟურნალმა "გზამ" მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
გიორგი ბუთბაია:
- გვინდოდა, პროექტისთვის საჭირო და გამოსაყენებელი ხელსაწყო შეგვექმნა. რაც შეეხება ღვინოს, საქართველო
ღვინის ქვეყანაა. ამიტომაც შევჯერდით ამ თემაზე.

- თქვენი შექმნილი ხელსაწყო როგორია და რით განსხვავდება ანალიზის ეს მეთოდი დღემდე არსებული მეთოდებისგან?

- ეს ღვინის პორტატული ექსპრესანალიზატორია მოლეკულურ-ვიბრაციული (რამანის) სპექტროსკოპიის გამოყენებით. მთავარი განმასხვავებელი დღემდე არსებული მეთოდებისგან ისაა, რომ ღვინის პორტატული ექსპრესანალიზატორი არ შედის ნივთიერებასთან უშუალო კონტაქტში და
შესაბამისად, არ ცვლის ან აზიანებს მის შემადგენლობას. ლაზერულ-სპექტრული ანალიზი და ღვინის შემადგენლობაში არსებული ორგანული ნივთიერებების განსაზღვრა დასაკვირვებელი ღვინის ნიმუშთან შეხების გარეშე ხორციელდება.
არსებული მეთოდებით ანალიზის ჩატარება მნიშვნელოვან დროს მოითხოვს, ჩვენ მიერ შეთავაზებული მეთოდი კი ბევრად სწრაფია - მისი საშუალებით ღვინის ხარისხის შესამოწმებლად მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო. გარდა ამისა, გამოყენებული ანალიზური დანადგარები არაკომპაქტურია და მათი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აჭარბებს.

- ღვინის ლაზერულ ანალიზატორს მსოფლიოში ანალოგი თუ გააჩნია?

კოსტა ბუთბაია:

- არ გააჩნია. როგორც მოგახსენეთ, მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები გამოიყენება. მეთოდები, რომელიც შესასწავლ მასალას აზიანებს.

ღვინის სპეციალისტებს თუ წარუდგინეთ და მათი მხრიდან რაიმე დაინტერესება თუ მოჰყვა?
- დაინტერესება დიდი იყო და დაპატენტებასაც ვაპირებთ, თუმცა, ჯერჯერობით, მის დახვეწაზე და სხვა, ახალ პროექტზე ვმუშაობთ.
(იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 31 აგვისტოს ნომერში)

შორენა ლაბაძე


yes
30 აგვისტო 2017 15:12
მომავალი ტქვენია! ტქვენ მალე მსოლფიოს აალპარაკეტბ ისეტს გამოიგინებტ! აბა ჰე ტქვენ იციტ გვასახელეტ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები