პრინცი ჰარი: "სოციალური ქსელი ალკოჰოლზე და ნარკოტილულ საშუალებებზე უარეს დამოკიდებულებას იწვევს"
პრინცი ჰარი: "სოციალური ქსელი ალკოჰოლზე და ნარკოტილულ საშუალებებზე უარეს დამოკიდებულებას იწვევს"
ხართ თუ არა დამოკიდებული სოციალურ ქსელზე?

მსოფლიო მასშტებით სოციალურ ქსელში ყოველ დღე უამრავი ადამიანია აქტიურად ჩართული. ისინი ავრცელებენ და იღებენ სხვადასხვა საინტერესო თუ არაფრისმომცემ ინფორმაციას, მაგრამ სხვადასხვა პლატფორმის შემოწმება, ფოტოების ატვირთვა და სტატუსების წერა დღითიდღე ჩვევად გვექცა. სწორედ მსგავსი დამოკიდებულების გამო, ბრიტანეთის პარლამენტის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება დაავადებად აღიარონ. ფსიქოლოგები კი ფიქრობენ, რომ დიჯიტალ-დეტოქსი პრობლემის მოხსნის საშუალება ვერ იქნება.

სოციალური ქსელის დამოკიდებულებაზე საუბრობს ცნობილი ადამიანები, მათ შორისაა
პრინცი ჰარიც
, რომელმაც ახლახანს გააკეთა "ინსტაგრამზე“ გვერდი. ის ამბობს, რომ სოციალური ქსელი ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ საშუალებებზე უარეს დამოკიდებულებას იწვევს.


როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, პაციენტები აღაირებენ, რომ საუბრისას, მუშაობისას თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას, სრულიად გაუაზრებლად იღებენ ტელეფონს, შედიან სოციალურ ქსელში და ახალ ამბებს ათვალიერებენ.



თანამედროზე ფიქოლოგიაში ჯერ
არ არსებობს ასეთი ტერმინი "სოციალურ ქსელზე დამოკიდებული", ჯერ მხოლოდ ტერმინი "ინტერნეტდამოკიდებულება“არსებობს, მაგრამ ფსიქოლოგები "სოციალური ქსელის პრობლემურად გამოყენების" საკითხსაც სწავლობენ, რაც სოციალური ქსელით ზედმეტად გატაცებას გულისხმობს, ეს ქმედება კი ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს.

სოციალური ქსელის გამოყენებისას ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

  • თქვენ რეალურ ურთიერთობაზე მეტად სოციალური ქსელით ურთიერთობას ანიჭებთ უპირატესობას.
  • სოციალური ქსელით შეგიძლიათ მოაგვაროთ ის პრობლემა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ მოაგვარებდით და პლატფორმებზე შედიხართ იმიტომ, რომ ემოციებისგან დაიცალოთ.
  • ემოციურად უდგებით ყველა საკითხს, რომელიც სოციალურ ქსელში ჩნდება. შეგიძლიათ დახარჯოთ უამრავი დრო იმის განსჯაზე, ვინ მოგიწონათ ფოტო, ვინ არა და რატომ.
  • სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო პრობლემები ჩნდება თქვენს რეალურ ურთიერთობებში და უარესდება სამსახურეობრივი მდგომარეობაც.
  • ყოველ დღე გრძნობთ იმის აუცილებლობას, რომ სოციალურ ქსელში უფრო მეტი დრო დახარჯოთ.
  • აგრესიულად განეწყობით იმ სიტუაციისა და ადამიანების მიმართ, რაც გაიძულებთ ნაკლები დრო გაატაროთ სოციალურ ქსელში.
  • ატყუებთ ირგვლივმყოფებს, თითქოს სოციალურ ქსელში ნაკლებ დროს ატარებთ
  • ვერ აკონტროლებთ რამდენ დროს ატარებთ სხვადასხვა პლატფორმაზე

თუ ამ ჩამოთვლილ პრობლემათაგან, რომელიმეს საკუთარ ქცევაში აღმოაჩენთ და ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, მაშინ საკუთარ თავთან უნდა აღიაროთ, რომ თქვენც პრობლემა გაქვთ.


როგორ ვებრძოლოთ პრობლემას?




შეამცირეთ დრო, რომელსაც სოციალურ ქსელში ატარებთ - ეს ყველაზე მატრივი და გავრცელებული პასუხია, რომელსაც ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მოისმენთ. თუმცა, ვინც სცადა პრობლემის მოგვარება, ალბათ დამეთანხმება, რომ დროის შეზღუდვა და მისი გაკონტროლება ერთ-ერთ დიდ სირთულეს წარმოადგენს.

2000 წლების დასაწყისში, მაშინ როცა ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას ებრძოდნენ, ადამიანს უბრალოდ აღარ აძლევდნენ ინტერნეტთან წვდომის საშუალებას, მას ადგენინებდნენ გეგმას, სადაც უნდა ჩამოეთვალა რა აქტივობის შესრულება შეეძლო კიმპიუტერისა და ყველა ციფრული ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე.

ფსიქოლოგების აზრით, აუცილებელია კვირაში ერთი დღე გამოყოთ და საერთოდ არ შეხვიდეთ სოციალურ ქსელში, ამ მეთოდს ინტერნეტ-დეტოქსსაც ეძახიან. თუმცა, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ამ მეთოდებით შეიძლება სიმპტომები მოხსნათ ან შეამციროთ. მთავარ პრობლემას კი ეს ვერ აგვარებს.

"პრობლემის აღმოფხვრისთვის, უნდა იმუშაოთ ადამიანის თვითშეფასებაზე, მის ემოციებსა და იმ მთავარ საკითხზე, თუ როგორ აღიქვამს ის გარე სამყაროს. აუცილებელია, ადამიანს რეალური სამყაროს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ეს მათ დაეხმარება, დაიწყონ რეალური ურთიერთობები და საკუთარი თავიც სხვაგვარად აღიქვა", - ამბობს ერთ-ერთი ფსიქოლოგი (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები