გერმანიაში მალე 5-ადგილიანი მფრინავი ტაქსები იფრენენ
გერმანიაში მალე 5-ადგილიანი მფრინავი ტაქსები იფრენენ
გერმანულმა კომპანია Lilium-მა საზოგადოებას ხუთადგილიანი მფრინავი ტაქსი წარუდგინა. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, პროტოტიპმა ახლახანს გაიარა ტესტირება, ის დამუკიდებლად აფრინდა, გაჩერდა ჰაერში და მიწაზეც წარმატებით დაეშვა.

ელექტროენერგიით მოძრავი მანქანა, 300 კმ-ს საათში დაფარავს.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა კოპმპანიას ჰქონდა ცდელობა მფრინავი ტაქსი გამოეშვა, თუმცა მათი ტაქსის მოდელები მხოლოდ 2 ადამიანზეა განკუთვნილი.


"ლილიუმის“ დამფუძნებელმა საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ შექმნან ახალი და განსაკუთრებული პროდუქტი: "ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო, ორ ადგილიანი ტაქსის მოდელები
გაგვეუმჯობესებინა და ახლა, ჩვენი მფრინავი ტაქსი 5 ადამიანზეა გათვლილი. ეს კი მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს".

ახალი ტაქსის დახასიათებისას, ცნობილი გახდა, რომ მფრინავ ტაქსს 36 ელექტროძრავი ამუშავებს, ამიტომაც აფრენისას და დაშვებისას ის ვერტიკალურად იმოძრავებს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მანქანის ერთი სრული დამუხტვა, მას 1
საათიან ფრენას შეასრულებინებს.

"ლილიუმის" წარმომადგენლები, იმედოვნებენ, რომ 5 ადგილიან მფრინავ ტაქსებს წარმოებაში 2020 წლისთვის ჩაუშვებენ.

როგორც ცნობილია, მფრინავი ტაქსების მოდელის დახვეწაზე მუშაობენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Airbus-ი და Uber-ი


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები