გერმანიაში მალე 5-ადგილიანი მფრინავი ტაქსები იფრენენ - კვირის პალიტრა

გერმანიაში მალე 5-ადგილიანი მფრინავი ტაქსები იფრენენ

გერმანულმა კომპანია Lilium-მა საზოგადოებას ხუთადგილიანი მფრინავი ტაქსი წარუდგინა. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, პროტოტიპმა ახლახანს გაიარა ტესტირება, ის დამუკიდებლად აფრინდა, გაჩერდა ჰაერში და მიწაზეც წარმატებით დაეშვა.

ელექტროენერგიით მოძრავი მანქანა, 300 კმ-ს საათში დაფარავს.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა კოპმპანიას ჰქონდა ცდელობა მფრინავი ტაქსი გამოეშვა, თუმცა მათი ტაქსის მოდელები მხოლოდ 2 ადამიანზეა განკუთვნილი.

"ლილიუმის“ დამფუძნებელმა საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ შექმნან ახალი და განსაკუთრებული პროდუქტი: "ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო, ორ ადგილიანი ტაქსის მოდელები გაგვეუმჯობესებინა და ახლა, ჩვენი მფრინავი ტაქსი 5 ადამიანზეა გათვლილი. ეს კი მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს".

ახალი ტაქსის დახასიათებისას, ცნობილი გახდა, რომ მფრინავ ტაქსს 36 ელექტროძრავი ამუშავებს, ამიტომაც აფრენისას და დაშვებისას ის ვერტიკალურად იმოძრავებს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მანქანის ერთი სრული დამუხტვა, მას 1 საათიან ფრენას შეასრულებინებს.

"ლილიუმის" წარმომადგენლები, იმედოვნებენ, რომ 5 ადგილიან მფრინავ ტაქსებს წარმოებაში 2020 წლისთვის ჩაუშვებენ.

როგორც ცნობილია, მფრინავი ტაქსების მოდელის დახვეწაზე მუშაობენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Airbus-ი და Uber-ი