სფერული ელვა- აუხსნელი უნიკალური მოვლენა
25-10-2010
სფერული ელვა ხშირად ჩვეულებრივი ელვის პარალელურად ჩნდება. თუმცა მზიან დარშიც შეიძლება მისი ნახვა. მას მომცრო ბურთის ფორმა აქვს და 100-ვატიან ნათურასავით ანათებს. ნათების ფერი ყვითელ-მომწვანოა. ბურთის დიამეტრი რამდენიმე სმ-დან მეტრამდეა.

სფერული ელვის მოქმედება სრულიად ამოუცნობია. მას უმცირესი ნაპრალიდან შეუძლია ოთახში შეღწევა და 8-10 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მათ შორის- ქარის საწინააღმდეგოდაც. სფერულ ელვას თან სდევს ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ამასთან, ახშობს რადიოელექტროსიგნალებს. ცეცხლოვანი ბურთი 10 წამიდან რამდენიმე საათამდე "ცოცხლობს"- წყნარად ქრება, თუმცა საშინელი
ხმით აფეთქებაც შეუძლია, რა დროსაც დიდ ენერგიას გამოყოფს.

სფერულმა ელვამ შესაძლოა ადამიანის ირგვლივაც იმოძრაოს, ხან კი"თავსაც ესხმის"- რაც დამწვრობით ან სიკვდილით მთავრდება- სამწუხაროდ, მსგავსი დასასრული შემთხვევათა 9%-ში გვხვდება.

ბევრი შემთხვევაა აღწერილი, როცა სფერული ელვა ერთ კონკრეტულ ადამიანს "დასდევს".
მეცნიერები დღემდე ვერ პოულობენ სარწმუნო პასუხს, თუ
რასთან გვაქვს საქმე.

ძველ დროში სფერულ ელვას უწმინდურ ძალას უწოდებდნენ, დღეს კი ზოგი მკვლევარი მას ჩვენი პლანეტის შესასწავლად უცხო სამყაროდან მოვლინებულ ობიექტად მიიჩნევს.  სფერული ელვა რომ უმეტესად ჭექა-ქუხილის დროს ჩნდება, იმით აიხსნება, რომ მძლავრი ენერგეტიკული განმუხტვების დროს იხსნება პარალელური სამყაროს პორტალები, საიდანაც ჩვენთან ინფორმაციის შემგროვებლები შემოდიან.

თუ სფერული ელვა თავს დაგატყდათ...
მთავარი წესია- არ ჩავარდეთ პანიკაში! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, არ გაიქცეთ! სფერული ელვა ძალზე მგრძნობიარეა ჰაერის უმცირესი რხევის მიმართ, რომელსაც წარმოვქმნით მოძრაობის დროს.

თუ შინ შემოგივარდათ, ფანჯარა ფართოდ გამოაღეთ. დიდი შანსია, ცეცხლოვანი ბურთი გარეთ გაფრინდეს.

არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ რამე! შეიძლება ნაღმივით აფეთქდეს და მძიმედ დაგაშავოთ: მიიღოთ დამწვრობა, ტრავმა, გონება დაკარგოთ. გამორიცხული არ არის ლეტალური შედეგიც. 

თუ ელვა შეეხო ადამიანს და მან გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე საჭიროა სუფთა ჰაერი, დათბუნება და ხელოვნური სუნთქვა.

რამაზ გურგენიძე
So
14 მარტი 2017 03:53
Minaxavs da dzaan lamazia chemtan saxshi shemovarda karebidan daeca dzirs uceb axta da afetqda
ზაალი
19 ივლისი 2014 13:34
კიდევ მინდა მოგახსენოთ ჩვეულებრივი ელვის შესახებ. ჩვეულებრივი ელვა წარმოიშობა დადებითი და უარყოფითი ელექტრონების შეჯახების და განმუხტვისას როგორც ცუდ ისე კარგ ამინდის დროს. ღამე მოწმენდილ ცაზე ყველას გვინახავს წყნარი გაელვება, რომელიც ასევე ელექტრონების შეერთების და განმუხტვის შედეგია, მაგრამ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისათვის. მას თან ახლავს ელექტრომაგნიტური ტალღების წარმოქმნა, რომელიც ახშობს რადიო სიგნალებს! ელვის გავრცელების, მიმართულების და ტრაექტორიის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ის ვრცელდება უდიდესი სისწრაფით ჰაერის სიმკვრივის მიხედვით თანაც უდიდესი ენერგიის მატარებელია, აქვს გამანადგურებელი და დამანგრეველი ძალა! ადრე ეგონათ რომ ელვის დარტყმები მარტო მაღალ ადგილებზე ხორციელდებოდა, მაგრამ ეს ცრუ შეხედულება იყო. უამრავი ფაქტია რომ ელვამ შეტევა დაბლობ ადგილებსა თუ პატარა ნაგებობეზეც მიიტანა... ელვის დარტყმები ადამიანებსაც განუცდიათ, არავინ იცის ის თავს სად დაგატყდებათ! ჭექა-ქუხილის დროს ჰაერიც დამუხტულია, რითაც ვლინდება სადენებზე და რკინის კონსტრუქციებზე ელექტრონების დაგროვებით და მიწაზე განმუხტვით და ზოგ შემთხვევაში ეს დამუხტული საგნები საშიშია სიცოცხლისათვის (ხდება დენის დარტყმა, ელექტრონების გადმოსვლა ცოცხალ ორგანიზმებზე). ჩვეულებრივი ელვის ფენომენზე, ისევე როგორც სფერულის მეცნიერებს ბევრი რამის ამოხსნა უჭირთ! ჭექა-ქუხილის დროს მოერიდეთ გარეთ გამოსვლას ან თუ მან სადმე გარეთ სახლიდან შორს მოგისწროთ არ შეეხოთ მიწასთან იზოლირებულ რკინის კონსტრუქციებს, მოერიდეთ თავის შეფარებას ან დგომას ისეთ საგნებთან რომლებზეც ელვის დარტყმების დიდ რისკს შეიცავს!
ზაალი
18 ივლისი 2014 13:51
სფერული ელვა არასოდეს მინახავს და არც მაქვს სურვილი რომ ვნახო, ვინაიდან მოსმენილი და წაკითხული მაქვს მისი ფენომენის შესახებ, მაგრამ მაინც ძლიერ მაინტერესებს მისი წარმოშობის შესახებ, რა არის და მართლა ხომ არ არის ქწარმოგზანნილი უცხო ცივილაზაციიდან!მე მჯერავს რომ დედამიწა არ არის ოეიგინალი, სადაც სახლობენ ცოცხალი ორგანიზმები და არის წარმტაცი ბუნება... ამ უკიდეგანო და უსასრულო სივრცეში არსებობენ პლანეტები სადაც განვითარებულია ცივილიზაცია ისეთ დონემდე რომ ჩვენ საუკუნეები გვჭირდება მათ მისაღწევად, ან არსებობს პირველყოფილი წყობილება, ქვის ხანა, როდესაც არსებობდა ჩვენს პლანეტაზე მილიონი წლების უკან, მე ეს ღრმად მჯერავს, მეცნიერებისათვის მარტო სფერული ელვა კი არა ბევრი რამ არსებობს ამოუცნობი, მაგალითად ბერმუდის სამკუთხედი, ეგვიპტური პირამიდები და სხვა.

რედაქტორის რჩევით