წამმზომი ჩართულია - კვირის პალიტრა

წამმზომი ჩართულია

დედამიწა შველას ითხოვს

პატივცემულო რედაქციავ, უკვე რამდენი ათეული წელია, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები იკვლევენ გლობალური დათბობისა თუ ოზონის ხვრელის პრობლემებს. წინასწარმეტყველებენ ეკოლოგიურ თუ კოსმოსურ კატასტროფებს, წარღვნას, გამყინვარებასა და დედამიწის გაუდაბურებას. ზღვა მასალა ქვეყნდება პრესაში, იღებენ ფანტასტიკურ ფილმებს... იმის მიუხედავად, რომ პროგნოზი ძალზე მძიმეა, ადამიანთა უმრავლესობას მაინც ვერ გაუთვითცნობიერებია მოსალოდნელი კატაკლიზმების მასშტაბი და გულგრილი რჩება თავისი მომავლის მიმართ. არადა, ბუნების პირველი მტერი ხომ ჩვენ თვითონ ვართ?!

თქვენი ერთგული მკითხველი გიორგი მელაძე

ჩვენს ფოსტაში უამრავი ასეთი წერილია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მათზე კომპეტენტურ მეცნიერს გაეცა პასუხი. ამჯერად ამ პრობლემის განხილვას საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჭიღლაძე შეეცდება.

"სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციის პირობებში ატმოსფეროს დაბინძურების  მასშტაბი  მართლაც საბედისწეროდ გაიზარდა. მედიკოსების გამოკვლევების თანახმად,  სამრეწველო საწარმოთა გამონაბოლქვი შეიცავს 150-მდე ნივთიერებას, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ადამიანთა  თანამედროვე დაავადებებს სწორედ ქიმიური წარმოების პროდუქტები და სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვი იწვევს. ამასთანავე, დაბინძურებულ ნივთიერებათა დიდ ნაწილს ახასიათებს მუტაგენური თვისებები;

ისინი გავლენას ახდენს ადამიანის შთამომავლობაზე. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის გარემოს გაუარესების მიზეზი, - თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა გლობალური დათბობაა! უკანასკნელ ათწლეულებში ბუნებრივ პროცესებში ადამიანის ინტენსიურმა ჩარევამ  ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვება გამოიწვია, რომელთა შორის ძირითადი ადგილი ნახშირორჟანგს უჭირავს.

მხოლოდ 1980 წელს 100 მლნ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიფრქვა, რაც ხელს უწყობს ე.წ. სითბური ეფექტის წარმოქმნას. ეს კი, გლობალური დათბობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტემპერატურის 0.60ც-მდე მატებამ ბოლო 50 წლის მანძილზე ატმოსფეროს დათბობა, პოლარული ყინულის დნობა და ზღვის დონის მომატება გამოიწვია. თუმცა, ადამიანები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს. ამასთან მიმდინარეობს ტყეების მასობრივი გაჩეხა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტყეების ნახევარი დაკარგა...

KvirisPalitra.Geთანამედროვე კვლევების შედეგად ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერების  პროგნოზით, კლიმატური ცვლილებების ფონზე გაიზრდება ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობაც. საშუალო ტემპერატურის ზრდის შედეგად შემცირდება ტროპიკული ზონების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, მცენარეული საფრის ცვლილებასაც გამოიწვევს. ზღვის დონის მატების გამო საფრთხე პირველ რიგში ექმნებათ კუნძულოვან სახელმწიფოებს. გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების პოპულაციის ზრდა გამოიწვიოს, ამ ორი ფენომენის კომბინაცია კი ინფექციათა მატებას გამოიწვევს.

კლიმატის ცვლილების  ექსპერტთა ჯგუფის (Ipcc) მონაცემებით, სითბური გაზების მზარდი კონცენტრაციის გამო 21-ე საუკუნის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება 1,100C-დან 6,400ჩ-მდეა მოსალოდნელი. ამასთან, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე გასამმაგებულია, რაც უმთავრესად კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

კლიმატის ცვლილება საგრძნობლად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. გამოთვლების თანახმად, საუკუნის ბოლოსათვის საქართველოში ნავარაუდევია წლიური საშუალო ტემპერატურის მაქსიმუმ 50.20 ჩ-მდე მატება (მთელი პლანეტისათვის კი - მაქსიმუმ 60.40ჩ-მდე. აღნიშნულ სხვაობას განაპირობებს ის ტყის მასივები, რომლებიც ჯერჯერობით კიდევ არის საქართველოში და  მოფრთხილება სჭირდება).

გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე ის არის, რომ კლიმატის ცვლა ზრდის ისეთი სტიქიური მოვლენების რაოდენობას, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რაც შიმშილობის საშიშროებას ქმნის. Global Humanitarian Forum-ის  მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ დინამიკა არ შეიცვალა, 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, თუ გლობალური დათბობის ტემპი უცვლელი დარჩება, 2300 წლისათვის ტემპერატურა 120 ც-ით გაიზრდება, ახლანდელი ხმელეთის 40% -ს წყალი დაფარავს და დარჩენილი ხმელეთის რესურსები მალე ამოიწურება.

წამმზომი ჩართულია და გლობალური დათბობის პროცესის შენელება თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული".

როგორ ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას

1997 წლის დეკემბერში იაპონიაში 180-ზე მეტი სახელმწიფოს ხელმძღვანელი შეიკრიბა და მიიღეს კონვენცია, რომლის თანახმადაც ნახშირორჟანგით ატმოსფეროს დაბინძურება უნდა შეამცირონ: იაპონიამ - 8%-ით, ამერიკამ - 7%-ით და ევროპის სახელმწიფოებმა - 6%-ით.