"ტუტუმ ვანბაო ხასიათის სწრაფცვალებადობაში დაადანაშაულა" - ჩინურმა ბიბლიოთეკარმა რობოტებმა იჩხუბეს და მერე შერიგდნენ - კვირის პალიტრა

"ტუტუმ ვანბაო ხასიათის სწრაფცვალებადობაში დაადანაშაულა" - ჩინურმა ბიბლიოთეკარმა რობოტებმა იჩხუბეს და მერე შერიგდნენ

ჩინურმა ბიბლიოთეკარმა რობოტებმა იჩხუბეს და მერე შერიგდნენ. ჩინეთის ერთ-ერთ პროვინცია ციანციში ბიბლიოთეკის ორი რობოტი ასისტენტი ერთმანეთს "სიტყვიერად დაუპირისპირდნენ." კურიოზულ შემთხვევაზე პორტალი QQ წერს. რობოტი ასისტენტების მოვალეობაა მკითხველებს მათთვის საჭირო წიგნი მოაძებნინონ. ტუტუსა და ვანბაოს (რობოტი ასისტენტების სახელები) კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდათ, რაც მორიგი მომხარებელი ვერ გაინაწილეს.

საბოლოოდ ვანბაომ აღიარა დანაშაული, ხოლო ტუტუმ ის ხასიათის სწრაფცვალებადობაში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით მაინც შეურიგდა.

www.palitravideo.ge

იხილეთ ვიდეო: