ბლოგერები
თეა ბარამაშვილის ბლოგი

თუ ჩნდება აზრი და ფურცლისკენ გეძალება,  მჭრელი სიტყვის გრაფიკული სახე და ფორმა დუნიის ვერბალურ სრულყოფილებებს გირჩევნია, ფრთას ასხამ იუმორს ფრაზაში, აღიარებ ჰიპოთეზას - ნაკლის აღმოჩენა ყველგან შეიძლება, არ აღიარებ  - დადგენილ-ნაქადაგარ ჭეშმარიტებებს, რადგან მისი აღმოჩენა თავად განგიზრახავს, თან არ გეშინია ამ აზრით გააწამო თითოული სიტყვა, ე.ი. წერას აუტანიხარ და... საშველიც არ არის!

და რაოდენ დიდიც უნდა იყოს ეს განწირული სულისკვეთება, ჩემი კრიტიკა არასოდეს (ყოფილა) იქნება ანგარიშსწორების იარაღი!

მე და იშიგურო
ორიდე წლის წინ, "გამომცემლობა პალიტრა L-მა" კაზუო იშიგუროს "დაფლული გოლიათის" გამოცემა სერიაში "წლის ბესტსელერი" გადაწყვიტა და ამ წიგნის რედაქტორობა მე დამევალა. ახლა ალბათ უნდა ვთქვა: მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა რამდენიმე თვე და ავტორი ნობელის პრემიას მიიღებდა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იმ ორი წლის წინ, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. მოკლედ, წიგნი დავიწყე და...
06-10-2017
დაწვრილებით...
მართლმადიდებლობით შენიღბული, რუსეთის
აი, ახლა, ამ წუთას სირიაში, ალეპოში ვიღაცას სტკივა, ვიღაცას ეშინია, ვიღაც სულაც კვდება და არსაიდან იმედი, ხსნა და საშველი არ არის!
ახლა აზრი ნამდვილად აღარ აქვს, რა და რატომ ხდება, ალეპოს რომელ ქუჩაზე ვისი ინტერესები გადაიკვეთა, რომელი მხარის სიჯიუტემ და ამბიციამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე, შედეგი საგანგაშოდ შემაძრწუნებელია!
16-12-2016
დაწვრილებით...
ლურჯები, წითლები და უცნაური სასახლე ოკეანგაღმა
არა, ეს გალაკტიონის უცნაური სასახლე არ არის, სხვაა, ოკეანისგაღმელი, დიდი და თეთრი.
01-11-2016
დაწვრილებით...
ქართული პოლიტიკა ფენომენია (ამაზე ალბათ, ოდესმე დაწერს ვინმე ჭკვიანი), ვირი კი ქართველ პოლიტიკოსთაგან ოდითგანვე "დაფასებული" ცხოველი. ჯერ კიდევ როდის უწოდა დიდმა პოლიტლინგვისტმა, შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ პოლიტიკოს დაღლილი ვირი?! ჰო, კიდევ ის გამახსენდა, ალექსანდრე ლომაიასა და მის განათლების რეფორმაზე რომ თქვა: ეს ირმის ნახტომი კი არა, ჯორის ნახტომიაო...
25-08-2016
დაწვრილებით...
8 მარტზე, რატომღაც სულ ვაკის თეატრალური სარდაფის სპექტაკლი "ხანუმა" მახსენდება, რომელიც 2004 წელს რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა. სპექტაკლში არის პერსონაჟი, რომელიც ცაგარელთან არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან გამოგონილია. მოკლედ, ამბავი იწყება ასე: ჰელდა პოლაკი საქართველოში შემთხვევით აღმოჩნდა - მისი თვითმფრინავი თბილისში ჩამოვარდა.
08-03-2016
დაწვრილებით...
როცა შეუძლებელი არაფერია...  ბაჩანა ბრეგვაძის ხსოვნას
რომ თქვეს, ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალაო, ბევრს გულწრფელი გაოცება და კითხვა გამოეხატა სახეზე: ვინ არისო? - ეს სამწუხაროა, მაგრამ არა ტრაგედია - გაივლის დრო და მათი შვილები, ან შვილიშვილები "დონ კიხოტს" მაინც გადაშლიან და მშობლიურ ენაზე ეზიარებიან უდიდეს ბედნიერებას გენიალური ნაწარმოების გენიალურად "ქართულად ნათარგმანებ" ვერსიას.
18-02-2016
დაწვრილებით...
მხიარული, ნეტარი, პროფილურად
ჩემმა მეგობარმა ფეისბუკის საკუთარ კედელზე ნიკა გვარამიას ფოტო ატვირთა სარეკლამო წარწერით: "საჯარო ლექცია: "მედია და თავისუფლება", ნიკა გვარამია". და იქვე სტატუსი: ლევანდოვსკის მიერ 9 წუთში გატანილი ხუთი გოლის მერე თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი ვიცინე...
24-09-2015
დაწვრილებით...
ვაზი სამშობლოა და ვაშლი კიდევ... ვაშლი?!
ვაზი ივანიშვილის არც იმედად უნდა მოიყვანო და არც მის ჯინაზე უნდა გაჩეხო, მით უმეტეს, ეს ვიღაცის პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ უნდა გააკეთო
23-09-2015
დაწვრილებით...
შოტლანდიური ლეგენდა - დაიჯერეთ, გამარჯვება ჩვენც შეგვიძლია!
მოვიგეთ! დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიისა დაამარცხა! მრავალი დამარცხების, იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და უპერსპექტივობის შემდეგ, მაინც მოვიდა ეს გამარჯვება და... ბრძოლას აზრი მართლა ჰქონია! გილოცავთ!
04-09-2015
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა