ბლოგერები
თეა ბარამაშვილის ბლოგი

თუ ჩნდება აზრი და ფურცლისკენ გეძალება,  მჭრელი სიტყვის გრაფიკული სახე და ფორმა დუნიის ვერბალურ სრულყოფილებებს გირჩევნია, ფრთას ასხამ იუმორს ფრაზაში, აღიარებ ჰიპოთეზას - ნაკლის აღმოჩენა ყველგან შეიძლება, არ აღიარებ  - დადგენილ-ნაქადაგარ ჭეშმარიტებებს, რადგან მისი აღმოჩენა თავად განგიზრახავს, თან არ გეშინია ამ აზრით გააწამო თითოული სიტყვა, ე.ი. წერას აუტანიხარ და... საშველიც არ არის!

და რაოდენ დიდიც უნდა იყოს ეს განწირული სულისკვეთება, ჩემი კრიტიკა არასოდეს (ყოფილა) იქნება ანგარიშსწორების იარაღი!

ოკუპაცია, ფეხბურთი და პატრიოტიზმი
ღმერთმა დაგვიფაროს 2008 წლის ოკუპაციის მასშტაბისგან, თან წელს ოლიმპიადაც არ არის, მაგრამ ახლაც ერთმანეთს დაემთხვა დიდი სპორტული სამზადისი და რუსეთის მორიგი მცოცავი ოკუპაცია. ვიდრე ათასობით ქართველი სუპერთასის ბილეთების რიგში იდგა, რუსეთმა ისევ გადმოსწია საზღვარი და მავანს ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირებაც არ დაუყოვნებია.
13-07-2015
დაწვრილებით...
მუჭით გადაწოდებული სიყვარული
მომხდარი ტრაგედიიდან რაც დრო გავა, უფრო და უფრო მოიმატებს უკმაყოფილების, განაწყენების, ურთერთბრალდებების შემთხვევები და მტყუან-მართლის ძიებაში დაშვებული შეცდომებიც. დღესაც, როცა თბილისში მყოფი ნებისმიერი მოქალაქე უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ, სამართლიანად მიმაჩნია ყველა საყვედური და ბრალდებაც, რაც ხელისუფლების მისამართით ისმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო.
18-06-2015
დაწვრილებით...
მთის მინისტრის სიმღერა, ანუ
ამ პოლიტიკასა და მის ვიწრო პარტიულ ინტერესებს რა ვუთხარი, თორემ ლევან ბერძენიშვილის ხუმრობას მთის მინისტრზე ბადალი არ ექნებოდა. არადა, ახლა რა გამოდის, ეს კაცი ხუმრობას არ იღებს და ამბობს, ჯერ კარგად გაერკვიეთ საკითხში და მერე იცინეთ და იხალისეთო, თანაც მუქარასაც ურევს: "თორემ ხუმრობა ისეთი ვიცით, მთელ საქართველოს გავაცინებთ".
11-06-2015
დაწვრილებით...
17 მაისობა საქართველოში და კვლავაც აქტუალური კითხვა: ყველა გაუნათლებელი ველურია?
17 მაისს ახსენებ და უკვე ვნებები იშლება. არავინ იცის, რას აპირებენ ლბგტ-ები, არავინ იცის, რას ამზადებენ "ქართველობასგვართმევენი", ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ჩვენ "დანარჩენ" საზოგადოებას ეს დღე უბრალოდ გვახსოვს მთელი თავისი ავანტიურითა და აგრესიით. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მინდა, მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს!
16-05-2015
დაწვრილებით...
სიყვარულის ახსნა
კონკრეტული დღე არ მახსოვს, მაგრამ ის ჩვენს სახლში ჩემმა ძმამ მოიყვანა და მანვე გამაცნო. მერე სულ ჩვენთან იყო, სულ მასზე ვლაპარაკობდით, სულ მის გამოჩენას ველოდი(თ)... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს... შემიყვარდა!
07-05-2015
დაწვრილებით...
რას გვასწავლის იანოშ ჰერმანის ჩინური სიბრძნე?!
ყველას თავისი ჩინური სიბრძნე აქვს. ისე, მე პირადად, ჩინურ სიბრძნეზე და, საერთოდ, ყველაფერ ჩინურზე მეტად, ჩინური წყევლა მომწონს, ზუსტად ჩვენზეა აზომილ-გამოჭრილი-ახდენილი და იმიტომ: "შენ იცხოვრე საინტერესო დროში და შენ აგიხდა ოცნებაო!"
აი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს კი თურმე საერთოდ არ ხიბლავს ჩინური სიბრძნე, თუმცა, როცა საქმე ქართველების ევროკავშირში გაწევრების სურვილზე მიდგა, კი მოგვარგო უცებ.
05-05-2015
დაწვრილებით...
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა