ბლოგერები
თეა ბარამაშვილის ბლოგი

თუ ჩნდება აზრი და ფურცლისკენ გეძალება,  მჭრელი სიტყვის გრაფიკული სახე და ფორმა დუნიის ვერბალურ სრულყოფილებებს გირჩევნია, ფრთას ასხამ იუმორს ფრაზაში, აღიარებ ჰიპოთეზას - ნაკლის აღმოჩენა ყველგან შეიძლება, არ აღიარებ  - დადგენილ-ნაქადაგარ ჭეშმარიტებებს, რადგან მისი აღმოჩენა თავად განგიზრახავს, თან არ გეშინია ამ აზრით გააწამო თითოული სიტყვა, ე.ი. წერას აუტანიხარ და... საშველიც არ არის!

და რაოდენ დიდიც უნდა იყოს ეს განწირული სულისკვეთება, ჩემი კრიტიკა არასოდეს (ყოფილა) იქნება ანგარიშსწორების იარაღი!

ქართული პოლიტიკა ფენომენია (ამაზე ალბათ, ოდესმე დაწერს ვინმე ჭკვიანი), ვირი კი ქართველ პოლიტიკოსთაგან ოდითგანვე "დაფასებული" ცხოველი. ჯერ კიდევ როდის უწოდა დიდმა პოლიტლინგვისტმა, შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ პოლიტიკოს დაღლილი ვირი?! ჰო, კიდევ ის გამახსენდა, ალექსანდრე ლომაიასა და მის განათლების რეფორმაზე რომ თქვა: ეს ირმის ნახტომი კი არა, ჯორის ნახტომიაო...
25-08-2016
დაწვრილებით...
8 მარტზე, რატომღაც სულ ვაკის თეატრალური სარდაფის სპექტაკლი "ხანუმა" მახსენდება, რომელიც 2004 წელს რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა. სპექტაკლში არის პერსონაჟი, რომელიც ცაგარელთან არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან გამოგონილია. მოკლედ, ამბავი იწყება ასე: ჰელდა პოლაკი საქართველოში შემთხვევით აღმოჩნდა - მისი თვითმფრინავი თბილისში ჩამოვარდა.
08-03-2016
დაწვრილებით...
როცა შეუძლებელი არაფერია...  ბაჩანა ბრეგვაძის ხსოვნას
რომ თქვეს, ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალაო, ბევრს გულწრფელი გაოცება და კითხვა გამოეხატა სახეზე: ვინ არისო? - ეს სამწუხაროა, მაგრამ არა ტრაგედია - გაივლის დრო და მათი შვილები, ან შვილიშვილები "დონ კიხოტს" მაინც გადაშლიან და მშობლიურ ენაზე ეზიარებიან უდიდეს ბედნიერებას გენიალური ნაწარმოების გენიალურად "ქართულად ნათარგმანებ" ვერსიას.
18-02-2016
დაწვრილებით...
მხიარული, ნეტარი, პროფილურად
ჩემმა მეგობარმა ფეისბუკის საკუთარ კედელზე ნიკა გვარამიას ფოტო ატვირთა სარეკლამო წარწერით: "საჯარო ლექცია: "მედია და თავისუფლება", ნიკა გვარამია". და იქვე სტატუსი: ლევანდოვსკის მიერ 9 წუთში გატანილი ხუთი გოლის მერე თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი ვიცინე...
24-09-2015
დაწვრილებით...
ვაზი სამშობლოა და ვაშლი კიდევ... ვაშლი?!
ვაზი ივანიშვილის არც იმედად უნდა მოიყვანო და არც მის ჯინაზე უნდა გაჩეხო, მით უმეტეს, ეს ვიღაცის პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ უნდა გააკეთო
23-09-2015
დაწვრილებით...
შოტლანდიური ლეგენდა - დაიჯერეთ, გამარჯვება ჩვენც შეგვიძლია!
მოვიგეთ! დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიისა დაამარცხა! მრავალი დამარცხების, იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და უპერსპექტივობის შემდეგ, მაინც მოვიდა ეს გამარჯვება და... ბრძოლას აზრი მართლა ჰქონია! გილოცავთ!
04-09-2015
დაწვრილებით...
მე, შოპენჰაუერი და... სირიელი ბიჭუნა
გვამებს ხომ მიწის ზემოთ არ ტოვებენ?!

ნატო, ევროკავშირი და ყველა სამხედრო თუ სამოქალაქო გაერთიანება მთელი თავისი იდეოლოგიური შემართებისა თუ ზემძლავრი იარაღის ფლობის მიუხედავად უძლურია 3 წლის სირიელი ბავშვის უსულო სხეულის წინაშე!
04-09-2015
დაწვრილებით...
თვის ბოლოა, კრედიტების პროცენტის გადახდის დრო ახლოვდება და ჩვენი მღელვარებაც იმატებს მკვეთრად დაცემული ლარის კურსის მოტივებზე. არადა, ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდეო, ხომ თქვა პრემიერმა? მაგრამ არა, არ დამშვიდდა ეს ხალხი, ისევ ასდევს პოლიტიკოსებისა და ე.წ. ექსპერტების არასწორ დასკვნებს და აჰა, კი ავიდა ლარი 2.50-მდე. ნუ, ახლა ჯერ მთლად არ დამრგვალებულა, თუმცა საეჭვოდ მერყეობს 40-ის არეალში. მგონია, 41-ს უმიზნებს - ხალხს თუ არა, მმართველ ძალას მაინც ვასიამოვნოო, ფიქრობს, ალბათ. ეჰ, ისე, ლარს რომ ფიქრი შეეძლოს?..
27-08-2015
დაწვრილებით...
კარბელაშვილის "გინებამახვილობით" ისე "მოიხიბლა" ერი, აგერ მეორე დღეა (თან "ბარსა" და მესიც თბილისშია) ვერ გამოდის ამ ხიბლიდან! კაცს ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა გინება, რომ ატყდა უფლებადამცველთა გნიასი: დეპუტატსაო, კაცოოო, ამხელა ნაცკაცსაო, კაცოოო, როგორ შებედაო რიგითმა პატრულმა რამეო! რამეო, რა: ჯერ ტანთ ტანსაცმლის შემოძარცვა და მერე დაპატიმრეობაო! აბა, აბაო! - აჰყვა ოპოზიციაც! ხალხის ნაწილმაც, ესაა დემოკრატია და თავისუფლებაო, კაცს ჭიქა ვერ აუწევია და მერე საჭესთან თავისუფლად ვერ დამჯდარა, აფსუს, სად არ არის სააკაშვილის დროო...
11-08-2015
დაწვრილებით...
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა