სიყვარულის ახსნა
სიყვარულის ახსნა
კონკრეტული დღე არ მახსოვს, მაგრამ ის ჩვენს სახლში ჩემმა ძმამ მოიყვანა და მანვე გამაცნო. მერე სულ ჩვენთან იყო, სულ მასზე ვლაპარაკობდით, სულ მის გამოჩენას ველოდი(თ)... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს... შემიყვარდა!

რადგან სიყვარული მოვიდა, სულელივით მხოლოდ აღტაცება როდი დამრჩა, გაცნობიერულად გადავწყვიტე, მასზე ყველაფერი გამეგო. არა, ის ნამდვილად ვიცოდი, რომ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მისი სიდიადის ნიუანსები თავად უნდა აღმომეჩინა.
ჰოდა, წავიკითხე სტატიები (გაზეთებში მასზე მაშინაც ბევრს წერდნენ), წავიკითხე წიგნი, რომლის მთავარი
გმირი ჩემი გმირი იყო, თითქმის ახლოს გავიცანი ყველა ის ადამიანი, ვინც მის არსებობას აზრი და მნიშვნელობა შესძინა, ვინც შექმნა ასეთად, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში გვერდით უდგა... ხელახლა აღმოვაჩინე ადგილი, ქალაქი, სადაც დაიბადა, სადაც მისი სამყარო იყო და არასოდეს, არასოდეს გამჩენია კითხვა: რატომ?

იმიტომ, რომ სიყვარულს
არაფერი განსაზღვრავს, ის ან არის, ან არა და სხვა ყველაფერი შუალედური გადაშლილია, გამქრალია! ამ "არის" და "არ არის" შორის მანძილიც არ არის "ერთი ნაბიჯი". ამას მაშინ მივხვდი, როცა ის არცთუ წარმატებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხომ იცით, ძნელია ერთ დროს მქუხარე, "მარიაჟი", წელში გამართული მერე ნირწამხდარი იხილო. ამბობენ, ამ დროს, სიყვარულიც ნელდება და ხუნდება, მასთან დაკავშირებულ ოცნებებს ფრთები ეკვეცება, მერე კი ქრებაო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მისი წარმატების, მხოლოდ მისი "კაი ტიპობის", მისგან მოგვრილი სიხარულის საჭიროებისთვის კი არ მიყვარდა, არამედ ბედნიერებისთვის, რაც უბრალოდ მის არსებობას მოჰქონდა. აბა, თუ მის გამო არ ინერვიულე, არ განიცადე, არ დამწუხრდი, ვერც მისი წარმატებისა თუ აღმავლობის გემოსა და ხიბლს შეიგრძნობ.
ის არავის, სულ არავის ჰგავს, ის ერთადერთია ასეთი ყოვლის მთქმელი და ამავე დროს ამოუცნობი... აი, რაღაცნაირად პოეტურია - ლურჯში გადასული ბროწეულის ფერივით; თეატრალური - სანახაობას სცენარის გარეშე რომ წარმოადგენს, მაყურებლის თვალწინ რომ შეუძლია მწვანე მინდორი საოცრების (თუ მფრინავ) ხალიჩად გადააქციოს და ზედ პატარ-პატარა სასწაულები გაითამაშოს; მას შეუძლია წიგნადაც გადაგეშალოს და 90 წუთში მოგიყვეს ამბავს გიჟურ რაინდობაზე, გადარეულ ვაჟკაცობაზე, ურთიერთობის სიფაქიზეზე, მიზნის მიღწევის გზათა განსაკუთრებულობაზე, თავის (ბურთის) ფლობის (თავისუფლებისაც) სიმსუბუქეზე, ურთიერთობის ჰარმონიაზე, მოწინააღმდეგისადმი ღირსეულ, მაგრამ დაუნდობელ დამოკიდებულებაზე (რაც, სხვათა შორის, საკუთარი ღირსების შენარჩუნებისა და მოწინააღმდეგის პატივისცემის მეტად სახიფათო ზღვარზე გადის); როგორ გინდა არ მოიხიბლო, როცა "წაგაკითხებს" როგორ ახერხებს რაღაცნაირად თავისთავადი, სხვისარმსგავსი მანერითა და უნარით ერთდროულად იყოს ყველაზე ტრადიციულიცა და სრულიად განსაკუთრებულიც, სხვათაგან გამორჩეული. ეს მისი უპირატესობაა, რასაც მოწინააღმდეგენიც კი აღიარებენ და ამდენად, ამ უკანასკნელთათვის ეს უპირატესობა შემაძრწუნებლად გამაღიზიანებელია.

მოკლედ, ასეთია ჩემი "ბარსელონა" და მე ის ძალიან მიყვარს!

sake
20 აგვისტო 2015 20:03
ბარსას ყველა ჭეშმარიტი ქომაგის სახელით ვიტყვი [თავს უფლებას ვაძლევ] მსგავსი სილამაზის ფეხბურთი არ უჩვენებია ჯერ არცერთ გუნდს მსოფლიოში.რაც შეეხება ამ "ავადმყოფ" ბიჭს,მე კარგად მახსოვს;მარადონა,პლატინი,ზიკო,რუმენიგე,ზიდანი,კიჭა და ა.შ.მსგავსი ხარისხის ფეხბურთი რასაც მესი თამაშობს არავის უთამაშია,ეს მართლაც ფანტასტიკაა.
dimi
07 ივნისი 2015 22:31
ქართული ფეხბურთი ვერ გაუმჯობესდება. არის იმ დინეზე რაც ქვეყანას და გულემატკივარს შეესაბამება და თუ არ შევეშვებით წარსულზე ფიქრს და გულზე მჟიღის ცემას უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება. ფულაც ტყუილად ვახარჯებთ
kaxa
07 ივნისი 2015 20:09
Neta is dge gatendeba rodesme Tbilisis "dinamos" egre auxsnian sikvaruls DA daelodebian madridshi?gagetsinat xom?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?